ნახვები: 241
საქმის ნომერი: 2ბ/810-15
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/810-15 (2016-04-05), www.temida.ge
საქმის № 2ბ/810-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       05 აპრილი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

სხდომის მდივანი – გიორგი მარანელი

აპელანტები - ნ. კ., დ. რ., ლე. ნ., ლა. ნ., მ. ნ.

წარმომადგენელი - ლ. თ.

მოწინააღმდეგე მხარეები - ვ. კ., დ. კ.

წარმომადგენელი - ნ. წ.

მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ. ბ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

1. აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება


სარჩელის მოთხოვნა:

დ. რ.-ის, ლე. ნ.-ის, ნ. კ.-ის, მ. ე.-ის, ლა. ნ.-ის და მ. ნ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს დ. კ.-ს და ვ. კ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ.თბილისი, გამზირი დ. აღმაშენებელი, #XXX-XXX, სარდაფი ლ. „X“, ფართი 105.81 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX და დ. კ.-ს და ვ. კ.-ს გადაეცეთ თავისუფალ მდგომარეობაში.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

დ. კ.-ს და ვ. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების დ. რ.-ის, ლე. ნ.-ის, ნ. კ.-ის, მ. ე.-ის, ლა. ნ.-ის და მ. ნ.-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა დ. კ.-ს და ვ. კ.-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე, ქ.თბილისი, გამზირი დ. აღმაშენებელი, #XXX-XXX, სარდაფი ლ. „X“, ფართი 105.81 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX და დ. კ.-ს და ვ. კ.-ს გადაეცათ გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.თბილისი, გამზირი დ. აღმაშენებელი, #XXX-XXX, სარდაფი ლ. „X“, ფართი 105.81 კვ.მ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX რეგისტრირებულია დ. კ.-ს და ვ. კ.-ის საკუთრებად.

2.2 დ. რ., ლე. ნ., ნ. კ., მ. ე., ლა. ნ. და მ. ნ. არამართლზომიერად ფლობენ დ. კ.-ს და ვ. კ.-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ.თბილისი, გამზირი დ. აღმაშენებელი, #XXX-XXX, სარდაფი ლ. „X“, ფართი 105.81 კვ.მ მიწის (საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX)

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ.თბილისი, გამზირი დ. აღმაშენებელი, #XXX-XXX, სარდაფი ლ. „X“, ფართი 105.81 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX რეგისტრირებულია ვ. კ.-ის და დ. კ.-ს საკუთრებად.

2.4. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი არის დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ისინი ორგანიზებულად იქნენ განსახლებულნი, ამ ობიექტში საცხოვრებელი ფართობების დევნილი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრებაში გადაცემის ღონისძიებების დაწყებამდე/შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. ამავე კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე არ ხდება დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დევნილს ფართობი თვითნებურად, კანონის დარღვევით აქვს დაკავებული.

2.5. „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (დევნილის რეგისტრაციის ადგილი) არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი იქნა განსახლებული, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. აღნიშნული ნორმა მიუთითებს, თუ რა უნდა მივიჩნიოთ დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად, ანუ დევნილის რეგისტრაციის ადგილად. დევნილის მოწმობა წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც პირს ენიჭება დევნილის სტატუსი და ის არ არის დევნილის საცხოვრებელი ადგილის განმსაზღვრელი დოკუმენტი („იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი ან ადგილი, სადაც იგი დროებით განსახლდა, არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს დევნილს შეუძლია თვითნებურად დაიკავოს არჩეული ფართი. მას უფლება აქვს, დევნილობის პერიოდში აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, თუმცა, დევნილთა განსახლება დროებით არჩეულ ადგილას უნდა განხორციელდეს საამისოდ კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, მაგრამ არა სხვისი უფლების დარღვევითა და თვითნებურად.

2.6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეთა მიერ დაკავებული ნივთი წარმოადგენს კომპაქტურად განსახლების ობიექტს. ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც არ არსებობს მოპასუხეთა ფლობის მართლზომიერად მიჩნევისათვის ისეთი აუცილებელი გარემოება, როგორსაც წარმოადგენს კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით სადავო ფართში მათი განსახლება. ასეთზე ვერ უთითებდნენ ვერც მოპასუხეები და ვერც მესამე პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო, უფრო მეტიც 2014 წლის 23 სექტემბრიდან დევნილის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ მ. ე.-ს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს ფართი დაკავებული ჰქონდათ თვითნებურად და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ დევნილები თვითნებურად შეიჭრნენ საცხოვრებელ ფართში. მოპასუხეებს გააჩნიათ ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტები, რაც გამორიცხავს სადავო ფართში მათი თვითნებურად შეჭრის ფაქტს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

ფაქტობრივ - სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სადავო უძრავი ქონება მდებარე, ქ.თბილისი, გამზირი დ. აღმაშენებელი, #XXX-XXX, სარდაფი ლ. „X“, ფართი 105.81 კვ.მ. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია დ. კ.-სა და ვ. კ.-ის სახელზე. რეგისტრაციის საფუძველია სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ გადაწყვეტილება.

4.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტებს - ნ. კ.-ს, დ. რ.-ს, ლე. ნ.-ს, ლა. ნ.-ს და მ. ნ.-ს ლტოლვილის სტატუსი 2015 წელს მიენიჭათ. (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.04.2016 წლის სხდომის ოქმი).

4.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოპასუხეები - დ. რ., ლე. ნ., ნ. კ., ლა. ნ. და მ. ნ. არამართლზომიერად ფლობენ დ. კ.-ს და ვ. კ.-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თბილისი, გამზირი დ. აღმაშენებელი, #XXX-XXX, სარდაფი ლ. „X“, ფართი 105.81 კვ.მ მიწის (ს/კ #XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX).

საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელეებს - დ. კ.-სა და ვ. კ.-ს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე. სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ძალაშია.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი“ ეს არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;

ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.

ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საცხოვრებელი ფართის მფლობელობის მართლზომიერად მიჩნევისათვის, აუცილებელია, არსებობდეს ფართის მესაკუთრის თანხმობა, ან კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტში შესახლება განხორციელებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია და სადავოდ არ არის გამხდარი გარემოება, რომ ქ.თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზ. #XXX-XXX-ში მდებარე სადავო ობიექტს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის სტატუსი 2012 წლის ოქტომბერში მოეხსნა. (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.04.2016 წლის სხდომის ოქმი). საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხეთა სადავო ბინაში შესახლება სახელმწიფოს მიერ არის განხორციელებული. უფრო მეტიც, დ. კ.-სა და ვ. კ.-ს სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე აქვთ მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული უძრავი ქონება სწორედ სახელმწიფომ განკარგა. საქმის მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოპასუხეები სადავო ფართში მესაკუთრეების თანხმობით შესახლდნენ.

სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა, რომ მათ მიერ სადავო ქონების ფლობას სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, თუმცა აღნიშნული სახის მტკიცებულებები მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, დაუსაბუთებელია აპელანტების პოზიცია სადავო უძრავი ქონების მიმართ მფლობელობის მართლზომიერი საფუძვლის არსებობასთან დაკავშირებით და პალატა მას არ იზიარებს.

4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრეები მოსარჩელე დ. კ. და ვ. კ. არიან.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ მესამე პირს, დევნილსა და სახელმწიფოს შორის არსებული სამართალურთიერთობა მოექცეს „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესრიგის ფარგლებში, აუცილებელია დადგინდეს დევნილთა საწყისი შესახლების მართლზომიერება და კანონშესაბამისობა.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება 2012 წლის ოქტომბრიდან დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტს არ წარმოადგენს; მოპასუხეებს დევნილის სტატუსი 2015 წელს მიენიჭათ; ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხეთა სადავო ფართში შესახლება სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს ან სადავო ფართის მესაკუთრეთა ნებართვითა და თანხმობით განხორციელდა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის. აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, პალატას მიაჩნია, არ არსებობს სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟისაგან.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. კ.-ის, დ. რ.-ის, ლე. ნ.-ის, ლა. ნ.-ის და მ. ნ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბაჟისაგან გათავისუფლებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




I შეჯამება:
საცხოვრებელი ფართის მფლობელობის მართლზომიერად მიჩნევისათვის, აუცილებელია, არსებობდეს ფართის მესაკუთრის თანხმობა, ან კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტში შესახლება განხორციელებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ.

განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო კოდექსი:172.1; „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი: 4. ,,პ’’; 14.3.

თეგები:
დევნილის მიერ ნივთის მართლზომიერი ფლობა

განმარტების სრული ტექსტი:
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი“ ეს არის საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;
ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილის/დევნილი ოჯახის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, ამ კანონის მე-4 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, არის ის საცხოვრებელი ფართობი, სადაც ამ კანონის ამოქმედებამდე დევნილი განასახლა სახელმწიფომ, რომელიც მონაცემთა ბაზაში აღრიცხული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რომელშიც სამინისტრო ყოველწლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ანაზღაურებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური (მათ შორის, მოხმარებული ელექტროენერგიის) მომსახურების ხარჯებს და რომელიც სახელმწიფო ან კერძო საკუთრება იყო.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ საცხოვრებელი ფართის მფლობელობის მართლზომიერად მიჩნევისათვის, აუცილებელია, არსებობდეს ფართის მესაკუთრის თანხმობა, ან კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტში შესახლება განხორციელებული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ.

II შეჯამება:
არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

განმარტებული ნორმები:
სამოქალაქო კოდექსი: 170.1; 172.1;

თეგები:
მართლზომიერი მფლობელობის წინაპირობები

განმარტების სრული ტექსტი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.