საქმის ნომერი: 2ბ/2747-18
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრებულია
ინსტანციური ისტორია: ას-1484-2018
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: მხარეთა შორის, ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მსესხებელზე შეღავათიან აგროკრედიტს,ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით.ხელშეკრულების პირობის დარღვევის გამო სესხის გამცემი ბანკი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/2747-18 (2018-06-27), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2747-18

განჩინება
საქართველოს სახელით
       27 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

აპელანტი-სს„ X.ბანკი“

წარმომადგენელი-თ. მ., გ. ხ.

მოწინააღმდეგემხარე-ა(ა)იპ„ს.მ.პ.მ.ს.“

წარმომადგენელი-მ. გ.

გასაჩივრებულიგადაწყვეტილება-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა- გასაჩივრებული გადაწყვეტილებისგაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

1.ა(ა)იპ„ს.მ.პ.მ.ს.-მ“სს„ X.ბანკი-ს“მიმართთბილისისსაქალაქოსასამართლოში სარჩელი აღძრადა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევისთვის 7130,38 ლარისა და გაღებული სახელმწიფო ბაჟის 214 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.

2.მოპასუხემსარჩელი არ ცნო.

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა. სს „ X. ბანკი.-ს“, ა(ა)იპ„ს. მ. პ. მა. ს.-ს“ სასარგებლოდ 7130.38 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 214 ლარის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

4. აღნიშნულიგადაწყვეტილება სს„ X.ბანკ-მა“სააპელაციო წესით გაასაჩივრა,გასაჩივრებულიგადაწყვეტილებისგაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო პალატა დადგენილადმიიჩნევსსაქმისგადაწყვეტისათვისმნიშვნელობისმქონეშემდეგფაქტობრივგარემოებებს:

5. 2014 წლის 31 დეკემბერს ა(ა)იპ „ს. მ. პ. მ. ს.-სა“ და სს „X. ბ.-ს“ შორის, ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მსესხებელზე შეღავათიან აგროკრედიტს,ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და ვადითგასცემს. ბანკის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტოაგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას ახორციელებს. შეღავათიანი აგროკრედიტები მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხელშეკრულების დანართების შესაბამისად გაიცემა (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი საშუალებები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებები დანართი1, დანართი2).

განსაზღვრული მიზნობრიობის ფარგლებში გაუთვალისწინებელი საქმიანობისათვის აგროკრედიტის გაცემის უფლებამოსილება ბანკს მხოლოდ სააგენტოსაგან წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაშიგააჩნია(ს.ფ. 40-93).

6. 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში, რეფინანსირებაარის -„ერთი კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იგივე კომპონენტის ახალი სესხით ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში. კომპონენტი არის - შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შემადგენელი ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სესხები იდენტური მახასიათებლების მქონე მიზნობრიობის მიხედვითგაიცემა“(ს.ფ 42).

7. სააგენტოს უფლებამოსილება მიენიჭა ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, გაცემული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი განახორციელებინა. იმ შემთხვევაში,თუ სააგენტო მონიტორინგის შედეგად დაადგენს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა (ან აღნიშნული ბანკმა შეცვალა სესხის გაცემის შემდეგ)ბანკის მიერ ხელშეკრულების დანართების მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა, რის საფუძველზეც მსესხებელმა მიზნობრივი თანადაფინანსებამიიღო, სააგენტო უფლებამოსილია მსესხებელს მიზნობრივი თანადაფინანსებაშეუწყვიტოს. მონიტორინგის მიერ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაშიბანკს სააგენტოს სასარგებლოდჯარიმაეკისრება, რომლის ოდენობაც დარღვევის მომენტში სააგენტოს მიერ მსესხებლისათვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგი ოდენობით განისაზღვრება (ს.ფ 40-93).

8.2015 წლის 11 ივნისს ა(ა)იპ„ს. მ. პ. მ. ს.-სა“ და მ. ბ.-ს შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, სს „X. ბანკი.-დან“ 60 თვის ვადით, 80 000 ლარის, წლიური საპროცენტო სარგებელი 14 %, მიღების, სს XX. ბანკში“ სესხის გადაფარვისა და 20 სული მეწველი საქონლის შეძენის კომპონენტით, შეთანხმება გაფორმდა. სააგენტოს თანადაფინანსება 23 427.75 ლარითგანისაზღვრა(ს.ფ.40-93, 94-95).

9. 2015 წლის 11 ნოემბერს, ა(ა)იპ„ს. მ. პ. მ. ს.-ს“ მიერ მ. ბ.-ს სესხის მიზნობრიობის მონიტორინგიგანხორციელდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მ. ბ.-ს მიერ მიღებული სესხის თანხით, მამის - ნ. ბ.-ს სესხის (სს „X X. ბანკ-ში“) გადაფარვა მოხდა.

ა(ა)იპ ს. მ. პ. მ. ს.-მ ბენეფიციარი მ. ბ.-სათვის,პროექტით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, სააგენტოს მხრიდან პროექტის თანადაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების შეწყვეტის დროისათვის, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ მ.- ბ.-ის სესხზე გადახდილი თანხა 3565.19 ლარსშეადგენდა. სს „ X. ბანკ.-ს“ დაჯარიმების შესახებ შეტყობინება გაეგზავნა და თანხის ჩასარიცხად ერთი თვის ვადა განესაზღვრა. შეტყობინებასშედეგი არ მოჰყოლია(ს.ფ.97-98,100).

10. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს „ X. ბანკ-მა“, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია, რაც მ. ბ.-სათვის შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში გაცემული სესხით მესამე პირის - ნ. ბ.-ის, სესხის რეფინანსირებაშიგამოიხატა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. უდავოა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 25 მარტს მოდავე მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა, მხარეთა შორის რეფინანსირება განიმარტა შემდეგნაირად: „წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის რეფინანსირება გულისხმობს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისთვის გაცემული სესხით მსესხებლის ან მესამე პირის მიმდინარე სესხის გადაფარვას ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა, თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში“.2014 წლის 31 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით რეფინანსირების ცნება სხვაგვარად ჩამოყალიბდა, კერძოდ, ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, „წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის რეფინანსირება გულისხმობს ერთი კომპონენტის ფარგლებში გაცემული მიმდინარე სესხის მთლიანან - ნაწილობრივ დაფარვას იგივე კომპონენტის ახალი სესხით ნებისმიერ კომერციულ ბანკში, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასა, თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში“. 2015 წლის16 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმებულ 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილება N4 შევიდა, რომლის ძალითაც რეფინანსირების გზით მესამე პირის ვალდებულებების გადაფარვა აიკრძალა.

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ფაქტი მასზედ, რომ 2015 წლის 11 ივნისს ა(ა)იპ„ს. მ. პ. მ. ს.-სა“ და მ. ბ.-ს შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში,სს „ X. ბანკი-დან“ 60 თვის ვადით, 80 000 ლარის, წლიური საპროცენტო სარგებელი 14 %, მიღების, სს „X X. ბანკ-ში“ სესხის გადაფარვისა და 20 სული მეწველი საქონლის შეძენის კომპონენტით, შეთანხმება გაფორმდა. სააგენტოს თანადაფინანსება 23 427.75 ლარითგანისაზღვრა. ამ ხელშეკრულების ძალით სს „ X ხ. ბანკი-ს“ მიერ მესამე პირის - ნ. ბ.-ის სესხის გადაფარვა (რეფინანსირება) განხორციელდა. 2015 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელის მიერ გაცემული სესხის მონიტორინგი მოხდა, რის შედეგადაც ხსენებული რეფინანსირება მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევად იქნა მიჩნეული. სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსება შეწყდა და მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა მოეთხოვა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს მესამე პირის სესხის რეფინანსირების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, მეტიც, მათი აზრით, 2015 წლის 16 ოქტომბრამდე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მესამე პირთა სესხის რეფინანსირება აკრძალული არ იყო, ამიტომ დაკისრებული ჯარიმის კანონიერებას არ დაეთანხმნენ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საკვლევ გარემოებათა წრეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების და მათში გათვალისწინებული რეფინანსირების შესახებ დათქმის შეფასება და იმის დადგენა წარმოადგენს, მხარეთა მიერ 2014 წლის 31 დეკემბერს გამოვლენილი ნება რამდენად გულისხმობდა მესამე პირების სესხის რეფინანსირების შესაძლებლობას.

11. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას განმსაზღვრელია მნიშვნელობა, რომელიც შეიძლებოდა მიენიჭებინა წარმოსახვით გონიერ ადამიანს, ჩაყენებულს აღნიშნული ნების ადრესატის მდგომარეობაში, გადაწყვეტილების მიღებისას ხელშეკრულების შინაარსის თაობაზე წერილობით დაფიქსირებული ტექსტის საფუძველზე საქმესთან დაკავშირებული ყველა სხვა მნიშვნელოვანი და ცნობილი გარემოების გათვალისწინებით . ამდენად, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების განმარტებისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ განმარტავდა გამოვლენილ ნებას ნებისმიერი გონიერი ადამიანი ანალოგიურ გარემოებებში მოქმედებისას.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ინიცირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას 2013 წლის 27 მარტიდან ა(ა)იპ ს. მ. პ. მ. ს. ახორციელებს.პროექტის მიზანია ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ პროექტის ფარგლებში სააგენტო აგრო მიზნებისთვის სპეციფიურ სესხს გასცემს, მისი თანადაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტით ხორციელდება და მთავარ მიზანს ქვეყანაში ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.

პროექტის დასაწყისში, 2013 წლის 25 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მესამე პირთა სესხის რესტრუქტურიზაციის გზით დაფარვა შესაძლებელი იყო, თუმცა, მოგვიანებით, 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ასეთი დათქმა აღარ არსებობს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 2015 წლის 16 ოქტომბერს მესამე პირების სესხის რესტრუქტურიზაციის გზით გადაფარვა პირდაპირ აიკრძალა. სააპელაციო სასამართლოს, განხორციელებული პროექტის სპეციფიკურობის, ხასიათისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ასევე იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ მესამე პირთა ვალდებულებების რესტრუქტურიზაციას მხოლოდ პროექტის დასაწყისში დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა და მალევე, ასეთი დათქმა შეცვლილ ხელშეკრულებაში აღარ არსებობდა, მიიჩნევს, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები მესამე პირის ვალდებულებების რესტრუქტურიზაციის შესახებ არ შეთანხმებულან. გამოხატული ნების გონივრული განსჯის შედეგად, ძნელია მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფოს ინტერესს მისი ბიუჯეტის ხარჯზე, მიზნობრივი აგროკრედიტისფარგლებში, მესამე პირთა ვალდებულებების დაფარვა წარმოადგენდა, მაშინ როდესაც აღნიშნული თანხა შესაძლებელია, თავად მსესხებლის მიერ მიზნობრივად იქნეს გამოყენებული და, შესაბამისად, პროექტის მიერ დასახულ მიზანს - სოფლის მეურნეობის განვითარებას ემსახურებოდეს. შესაბამისად, აპელანტის მტკიცებას მასზედ, რომ მესამე პირის სესხიც, რომელიც რეფინანსირების გზით დაიფარა, მიზნობრივ სესხს წარმოადგენდა, და შესაბამისად,რეფინანსირება ხელშეკრულების პირობებს არ ეწინააღმდეგებოდა, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება.

12. სააპელაციო პალატა ასევე, ვერ გაიზიარებს აპელანტი მხარის მტკიცებას მასზედ, რომ მოსარჩელე განხორციელებული რეფინანასირების შესახებ ინფორმირებული იყო და მოსაზრებას მასზედ, რომ რადგან საქმის მასალებით რეფინანსირების განხორციელებაზე უარი არ დასტურდება, ივარაუდება, რომ სააგენტოს მიერ თანხმობა იყო გაცემული. საქმის მასალებში წარმოდგენილია, 2015 წლის 11 ივნისს მოსარჩელესა და მ. ბ.-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც სესხის გაცემის მიზნობრიობაში მითითებულია X X. ბანკი.-ს სესხის გადაფარვა (ს.ფ. 94). სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული დათქმის ვერცსიტყვა-სიტყვითი, შინაარსობრივი და ვერც ლოგიკური ახსნა-განმარტების შედეგად ვერ იქნება მიჩნეული, რომ მოსარჩელემ მესამე პირის რეფინანსირების შესახებ იცოდა და აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა. ამ დოკუმენტით დასტურდება მხოლოდ ფაქტი მასზედ, რომ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტისფარგლებში X X . ბანკი.-ს სესხის გადაფარვა განხორციელდა, რაც თავისთავად მხარეთა შორის გაფორმებული 2014 წლის 31 დეკემბრის ხელშეკრულებით არა თუ აკრძალული, ან ნაგულისხმევი, არამედ პირდაპირი ჩანაწერის მიხედვით, დასაშვებიც კი იყო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მესამე პირის ვალდებულებების გადაფარვა, თანაც ისეთ პირობებში, როდესაც მესამე პირის ვალდებულების მიზნობრიობა დადასტურებული არ არის. შესაბამისად, რადგან საქმეში არსებული დოკუმენტაცია მხოლოდ რეფინანსირების შესახებ ინფორმაციას იძლევა და არ ასახელებს კონკრეტულ პირს, რომლის ვალდებულებაც იქნა დაფარული ან/და ვალდებულების მიზნობრიობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ პირობებში მოსარჩელემ მონიტორინგის ჩატარებამდე, არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ რეფინანსირება მესამე პირის ვალდებულების დასაფარად განხორციელდა და შესაბამისად, აღნიშნულზე იგი თანხმობას ვერ გასცემდა.

13. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძო სამართალში არსებობს pacta sunt servanda-ს პრინციპი, რომლის ძალითაც მხარეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განუხრელად დაცვა ევალებათ. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა სადავო არ არის, ასევერადგან სასამართლომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების კვლევის შედეგად დაადგინა, რომ მხარეთა შორის გამოხატული ნება მესამე პირთა სასესხო ვალდებულებების არამიზნობრივ რეფინანსირებას არ ითვალისწინებდა, მიაჩნია, რომ აპელანტის ქმედება ხელშეკრულების პირობების დარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.

14. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ აპელანტისთვის დაკისრებული ჯარიმა, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებიდანგამომდინარეობდა, შესაბამისად, იგი კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მოქმედების პირობებში მხარეები უფლებამოსილნი არიან მათთვის სასურველ პირობებზე შეთანხმდნენ, რომელიც კანონით არ არის დაშვებული, თუმცა არც აკრძალულია. ზოგადად, ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა მასზე სანქციების დაკისრებასთან არის დაკავშირებული, რომლის ფუნქციაც დარღვევის აღკვეთა, ხელშეკრულების პირობების ჯეროვანი შესრულება და შემდგომი დარღვევების პრევენცია უნდა იყოს. ხელშეკრულების დამრღვევი მხარის „დასჯის“ ყველაზე გავრცელებულ ხერხს პირგასამტეხლოს დაკისრება წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ.„პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2014 წლის 31 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 11.4 მუხლის თანახმად, თუ სააგენტო მონიტორინგის შედეგად დაადგენს, რომ ბანკის მიერ ა) მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანართების მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა შეღავათიანი აგრო კრედიტის გაცემა (ან აღნიშნული მოთხოვნები ბანკმა შეცვალა სესხის გაცემის შემდეგ), რის საფუძველზეც მსესხებელმა მიზნობრივი თანადაფინანსება მიიღო, სააგენტო უფლებამოსილია შეუწყვიტოს მსესხებელს მიზნობრივი თანადაფინანსება. ამასთან ბანკს, სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება ფულადი ჯარიმა, რომლის საერთო ოდენობა უნდა შეადგენდეს სააგენტოს მონიტორინგის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში სააგენტოს მიერ მსესხებლისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგ ოდენობას. ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ მ. ბ.-ს სესხზე გადახდილი თანხა, მონიტორინგის ჩატარების დროისთვის, 3565.19 ლარსშეადგენდა.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობის, დაცული ინტერესის, ვალდებულების დარღვევისა და მოვალის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო გონივრულია, შესაბამისად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ აპელანტს მისი სრული ოდენობით გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.

15.სამოქალაქოპროცესშიმხარეთაშორისმტკიცებისტვირთისობიექტურიდასამართლიანიგანაწილებისპრინციპიარსებობს.სამოქალაქოსაპროცესოკოდექსის102-ემუხლისთანახმად,თითოეულმამხარემუნდადაამტკიცოსგარემოებანი,რომლებზეციგიამყარებსთავისმოთხოვნებსადაშესაგებელს.ამგარემოებათადამტკიცებაშეიძლებათვითმხარეთაახსნა-განმარტებით,მოწმეთაჩვენებით,წერილობითითუნივთიერიმტკიცებულებებით.საქმისგარემოებები,რომლებიცკანონისთანახმადუნდადადასტურდესგარკვეულისახისმტკიცებულებებით,არშეიძლება,დადასტურდესსხვასახისმტკიცებულებებით.ამდენად,საპროცესონორმაგანსაზღვრავსიმმტკიცებულებათანუსხას,რომლებიცმხარეებსშეუძლიათ,თავიანთიმოთხოვნებისდასადასტურებლადგამოიყენონ.ჩამოთვლილმტკიცებულებათაგანარცერთსარაქვსუპირატესიიურიდიულიმნიშვნელობა.სასამართლოაფასებსმტკიცებულებებსთავისიშინაგანირწმენით,რომელიცუნდაემყარებოდესმათსრულდაობიექტურგანხილვას,შედეგად,სასამართლოსგამოაქვსდასკვნასაქმისათვისმნიშვნელობისმქონეგარემოებებისარსებობისანარარსებობისშესახებ,თანახმადსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის105-ემუხლისა.

გარდაიმშემთხვევისა,როდესაცკანონიმტკიცებისტვირთისგადანაწილებისსპეციალურწესსითვალისწინებს(მაგ.შრომითსამათლებრივიდავები)მტკიცებისტვირთისგადანაწილებისზოგადიწესიმოქმედებს,რომლისთანახმად,თითოეულმამხარემისგარემოებებიუნდადაამტკიცოს,რომლებზეციგითავისმოთხოვნასამყარებს.არშეიძლება მხარესისეთიგარემოებისმტკიცებისტვირთიდაეკისროს,რომლის ზიდვაცმისთვისობიექტურადშეუძლებელია.

განსახილველშემთხვევაშიმოსარჩელემოპასუხისმიმართხელშეკრულების დარღვევითგამოწვეულ საჯარიმო თანხისდაკისრებასმოითხოვს,შესაბამისად,მასასეთივალდებულებისარსებობისმტკიცებისვალდებულებააკისრია.მოსარჩელემმხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება და მონიტორინგის შედეგად მოპასუხის ვალდებულების დარღვევის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც სასამართლომ გაიზიარა და აპელანტის ქმედება ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნია. რაც შეეხება აპელანტ მხარეს, სასამართლო მიუთითებს, რომ მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების დადასტურება წარმოადგენდა. აღნიშნულის სამტკიცებლად მხარე აპელირებდა, რომ ხელშეკრულებით მესამე პირის რეფინანსირება აკრძალული არ იყო, თანაც მესამე პირს, რომლის ვალდებულების დაფარვაც მოხდა, კრედიტორის მამა წარმოადგენდა, რეფინანსირება კი მიზნობრივად, მათი ბიზნესის განვითარებისმიზნებისთვის განხორციელდა. შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვეტილებას საფუძვლად მსგავსი ზეპირსიტყვიერი მითითებები დაუდოს, თუ ისინი გამყარებული არ არის მტკიცებულებებით, რომელთა ერთობლიობაში შეფასებაც, სასამართლოს აღნიშნული მტკიცების მართებულობაში დაარწმუნებს.

16.საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის377-ემუხლისპირველინაწილისთანახმად,სააპელაციოსასამართლოამოწმებსგადაწყვეტილებასსააპელაციოსაჩივრისფარგლებშიფაქტობრივიდასამართლებრივითვალსაზრისით.ამავემუხლისმეორენაწილისშესაბამისად,სამართლებრივითვალსაზრისითშემოწმებისასსასამართლოხელმძღვანელობს393-ედა394-ემუხლებისმოთხოვნებით.

სამოქალაქოსაპროცესოკოდექსის386-ემუხლისშესაბამისად,თუსააპელაციოსაჩივარიდასაშვებიადასაქმეპირველიინსტანციისსასამართლოსარუბრუნდება,სააპელაციოსასამართლოთვითონიღებსგადაწყვეტილებასსაქმეზე.იგითავისიგანჩინებითუარსამბობსსააპელაციოსაჩივრისდაკმაყოფილებაზეანგასაჩივრებულიგადაწყვეტილებისშეცვლითიღებსახალგადაწყვეტილებას.

სამოქალაქოსაპროცესოკოდექსის390-ემუხლისსაფუძველზესააპელაციოსასამართლოსგადაწყვეტილება,რომლითაცსაქმეხელმეორედარწყდებაარსებითად,მიიღებაგანჩინებისფორმით.განჩინებასამოტივაციონაწილისნაცვლადუნდაშეიცავდესმოკლედასაბუთებასგასაჩივრებულიგადაწყვეტილებისგაუქმებისანუცვლელადდატოვებისშესახებ.

განსახილველშემთხვევაში,სააპელაციოსასამართლოიზიარებსპირველიინსტანციისსასამართლოსმიერდადგენილფაქტობრივგარემოებებსდამათსამართლებრივშეფასებას,შესაბამისად,მიიჩნევს,რომსააპელაციოსაჩივარშიმოყვანილიმსჯელობაგასაჩივრებულიგადაწყვეტილებისგაუქმებისფაქტობრივ-სამართლებრივსაფუძველსარქმნისდაიგიუცვლელადუნდაიქნესდატოვებული.

17.საქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის55-ემუხლისპირველინაწილისშესაბამისად,სასამართლოსმიერსაქმისგანხილვასთანდაკავშირებითგაწეულიხარჯებიდასახელმწიფობაჟი,რომელთაგადახდისაგანგანთავისუფლებულიიყომოსარჩელე,გადახდებამოპასუხესბიუჯეტისშემოსავლისსასარგებლოდ,მოთხოვნათაიმნაწილისპროპორციულად,რომელიცდაკმაყოფილებულია.ამავემუხლისმე-2ნაწილისმიხედვით,სარჩელზეუარისთქმისასსასამართლოსმიერგაწეულიხარჯები მოსარჩელესსახელმწიფობიუჯეტისსასარგებლოდგადახდება.სასამართლოგანმარტავს,რომსაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის55-ემუხლისპირველინაწილითგათვალისწინებულსარჩელზეუარისთქმაშიასევესარჩელისდაკმაყოფილებაზეუარისთქმაც იგულისხმება.შესაბამისად,აპელანტისმიერგადახდილისახელმწიფობაჟი,285,22ლარისოდენობით,სახელმწიფობიუჯეტშიუნდადარჩეს.

სააპელაციოპალატამიხელმძღვანელასაქართველოსსამოქალაქოსაპროცესოკოდექსის386-ე,389-ე,390-ე,55-ემუხლებით,და

დაადგინა

1.სს„ X.ბანკ-ს“სააპელაციოსაჩივარი არდაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება;

3. სს„ X.ბანკი-ს“მიერგადახდილიბაჟიჩაითვალოსსახელმწიფობიუჯეტშიგადახდილად;

4. განჩინებაშეიძლებაგასაჩივრდესსაქართველოსუზენაესსასამართლოშიმისისარეზოლუციონაწილისმე-5პუნქტითგათვალისწინებულიწესებისდაცვითდასაბუთებულიგანჩინებისასლისჩაბარებიდან21 დღისვადაშითბილისისსააპელაციოსასამართლოსსამოქალაქოსაქმეთაპალატაშისაკასაციოსაჩივრისწარდგენისგზით;

5. განჩინებისგასაჩივრებისმსურველიმხარე,თუისესწრებაგანჩინების გამოცხადებასანმისთვისცნობილიაგანჩინებისგამოცხადებისთარიღი,ვალდებულია,განჩინებისსარეზოლუციონაწილისგამოცხადებიდანარაუადრეს20დაარაუგვიანეს30დღისა,გამოცხადდესთბილისისსააპელაციოსასამართლოშიდაჩაიბაროსგანჩინებისასლი.წინააღმდეგშემთხვევაშიგასაჩივრებისვადისათვლადაიწყებაგანჩინების გამოცხადებიდან30-ედღეს.ამვადისგაგრძელებადააღდგენადაუშვებელია.