საქმის ნომერი: 2ბ/3595-13
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: (თავმჯდომარე), ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/3595-13 (2013-11-06), www.temida.ge
საქმის № 2ბ/3595-13

განჩინება
საქართველოს სახელით
       06 ნოემბერი, 2013 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:

მოსამართლეები:
ნათია გუჯაბიძე, ქეთევან მესხიშვილი,

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. რ.-ის სარჩელი მოპასუხე დ. ც.-ის მიმართ, მამად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო ალიმენტის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე დ. ც. (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) ცნობილი იქნა მოსარჩელე ნ. რ.-ის (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) შვილის - XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი დ. რ.-ის (პირადი ნომერი XXXXXXXXXXXX), მამად და დ. რ.-ს მიენიჭა მამის გვარი - ც.. მოპასუხე დ. ც.-ს, მოსარჩელე ნ. რ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული დ. რ.-ის (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) სარჩენად ალიმენტის გადახდა თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან - 2012 წლის 25 მაისიდან.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მოსარჩელე ნ. რ.-ს და მოპასუხე დ. ც.-ს, გარკვე- ული დროის განმავლობაში ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა.

2.2. 2007 წლის 9 ოქტომბერს, მოსარჩელე ნ. რ.-ს შეეძინა ბავშვი - დ. რ. (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX), რომელსაც ზრდის დედა.

2.3. ბავშვს - დ. რ.-ს მინიჭებული აქვს დედის გვარი, ხოლო დოკუმენტების მიხედვით, მამის ვინაობა დაუდგენელია.

მტკიცებულებები: სარჩელი (იხ. ს.ფ. 2-13), შესაგებელი (იხ. ს.ფ. 39-47), დ. რ.-ის დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ. 14), მხარეთა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.4. სასმართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ დ. ც. (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) არის XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი დ. რ.-ის (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) ბიოლოგიური მამა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამარ- თალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიაანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულე- ბებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდო- მაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგენა იმისა არის თუ არა მოპასუხე ბავშვის ბიოლოგიური მამა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. ამ გარემოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მისი გარკვევის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა პრაქტიკულად შეუძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით შსაბამისად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს საქმეში წარმოდგენილ, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 იანვრის N 000064813, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დ. ც. (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) არის XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული არასრულწლოვანი დ. რ.-ის (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) ბიოლოგიური მამა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლით დადგენილია, რომ „ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში“.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომიდნარე, მიიჩნია, რომ დასახელებული დასკვნა კატეგორიულია, არ იწვევს არანაირ ეჭვს და ამდენად, სრულად უნდა იქნეს გაზიარებული.

სასამართლომ მითითებით, ამ მოსაზრებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მოპასუხე მხარეს, დასახელებული დასკვნა არ გაუპროტესტებია სასამართლო სხდომაზე. ამ მტკიცებულებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ არანაირი მოსაზრება არ გამოუთქვამს. ამდენად, ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 იანვრის NXXXXXXXXX, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის წარდგენილი არ ყოფილა.

2.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე არის წარმატებული მეწარმე, გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე გააჩნია რამოდენიმე კომერციული ობიექტი და ყოველივე ამის გათვალისწინებით, აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეს გააჩნია შემოსავალი, რაც საშუალებას მისცემს გადაიხადოს ალიმენტი, ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა შემდეგი მტკიცებულებები: ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-31), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 32-33. 35), ს.ს.ი.პ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ. 71-72). მოსარჩელის განმარტებით, ამ დოკუმენტებში მითითებული საკუთრება წარმოადგენს კომერციულ ფართს - მაღაზიებს, შენობას, რომელიც ნაქირავები აქვს ბანკს, ქალაქ გურჯაანის ცენტრში არსებულ ტანსაცმლის ბაზარს და ყველა ამ ობიექტიდან მოპასუხე იღებს შემოსავალს. მასვე საკუთრებაში აქვს ძვირადღირებული ავტომანქანა.

სასამართლომ მიუთითა, რომ საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოპასუხეზეა. მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ დაეთანხმა დასახელებულ მტკიცებულებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას თავისი პოზიციის დასადასტურებლად არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ სიტყვიერად მიუთითა, რომ ამონაწერები საჯარო რეესტრიდან არის ძველი და მიღებულია კანონის დარღვევით, რის გამოც მათი შინაარსი არ უნდა იქნეს გაზიარებული.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე არის წარმატებული მეწარმე, გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე გააჩნია რამოდენიმე კომერციული ობიექტი და ყოველივე ამის გათვალისწინებით, აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი.

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის ზეპირი მოსაზრება, ვინაიდან, ამ მოსაზრების დასადასტურებლად მხარეს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მხოლოდ ზეპირი მოსაზრება კი დასახელებული დოკუმენტების შინაარსს სადავოდ ვერ გახდის.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, „მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით“. ამავე კოდექსის 1190-ე მუხლი ადგენს ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისაგან შვილის წარმოშობის წესს. კერძოდ, ამ მუხლის პირველი-მეოთხე ნაწილებით დადგენილია შემდეგი:

„ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით.

მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ.

ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს.

თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას“.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით“.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე დ. ც. არის არასრულწლოვანი - XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული დ. რ.-ის (პირადი ნომერი XXXXXXXXXXXX) ბიოლოგიური მამა.

მტკიცებულება: ბიოლოგიური (გენეტიკური) გამოკვლევა, კერძოდ ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 14 იანვრის NXXXXXXXXX, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლით იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის” მე-3 მუხლის პირველი პუნქტით და მიუთითა, რომ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, ვალდებული არიან, უზრუნველყონ ბავშვთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობის მაქსიმალური დაცვა და ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად დარწმუნდნენ ხომ არ მიადგება ზიანი ბავშვის ინტერესებს, რომელიც პრიორიტეტულია ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისათვის.

კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბავშვის მამა არის წარმატებული მეწარმე. გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე გააჩნია რამოდენიმე კომერციული ობიექტი და ყოველივე ამის გათვალისწინებით, აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი. გარდა ამისა, გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ შვილი საცხოვრებლად იმყოფება დედასთან, მამის ვალდებულება შემოფარგლულია მხოლოდ ალიმენტის გადახდით და ამ უკანასკნელს არ უწევს დამატებით ხარჯების გაწევაში მონაწილეობის მიღება. ამდენად, სასამართლომ გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დ. ც.-ს, მოსარჩელე ნ. რ.-ის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის - XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული დ. რ.-ის (პირადი ნომერი XXXXXXXXXXX) სარჩენად უნდა დაეკისროს ალიმენტი, თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დღიდან - 2012 წლის 25 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

გადაწყვეტილება გაასაჩივრა დ. ც.-მა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჯარო რეესტრის ცნობით და ამონაწერებით, ასევე საქართველოს შსს ცნობით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მას აქვს სოლიდური შემოსავალი. კომერციულ ობიექტების ფლობა არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მას აქვს დიდი ოდენობით შემოსავლები, თითქმის ყველა ობიექტი დატვირთულია იპოთეკით.

3.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ასევე, რომ ყველა ქონება წარმოადგენს დ. ც.-ის ქონებას, როგორც ერთი პირის საკუთრებას. მის სახელზე რეგისტრირებული ქონება არის ასევე მისი მეუღლის საკუთრებაც. 2012 წლის საშემოსავლო გადახდის წლიური დეკლარაციის მიხედვით, წლიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 8700 ლარს.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულX შემთხვევებს. 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

ფაქტობრივი დასაბუთება

საქმეზე დადგენილია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.1. XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული დ. რ.-ის მშობლები არიან დ. ც. და ნ. რ.

4.2. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე; დ. რ. ცხოვრობს დედასთან – ნინო რ.-თან.

4.3. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ დ. ც. ფლობს უძრავ ქონებებს გურჯაანის რაიონში. დ. ც. არის შპს „ი.-ის“ კაპიტალის 50%-იანი წილის მფლობელი. იურიდიული პირის საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქ. გ.-ში, ნ.-ის ქ. #X-ში. დადგენილია, რომ უძრავი ქონებები დატვირთულია სანივთო უფლებით - იპოთეკით, სს ,,ს.-ს ბ.-სა“ და სს ,,პ. ბ.-ის“ სასარგებლოდ. სს „ს.-ს ბ.-დან“ წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ შპს „ი.-სა“ და სს „ს.-ს ბ.-ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 2013 წლის 18 ივნისის მდგომარეობით შპს „ი.-ის“ საკრედიტო დავალიანება შეადგენს 176, 112.10 აშშ დოლარს.

4.4. დ. ც.-ის საშემოსავლო გადასახადის 2012 წლის დეკლარაციით მისი წლიური დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 8 700 ლარს.

სამართლებრივი დასაბუთება

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

4.6. „ბავშვთა უფლებათა შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება _ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულე ბა.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დ. ც.-ს ალიმენტის სახით გადასახდელად დაეკისრა ყოველთვიურად 1 000 ლარი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ასევე დადგენილია, რომ დ. ც. ფლობს კომერციულ ობიექტებს, რომლებიც დატვირთულია სანივთო უფლებით, აქვს სოლიდური საკრედიტო ვალდებულება სს „ს.-ს ბ.-ის“ მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, ასევე ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 1000 ლარი, არის შეუსაბამოდ მაღალი. პალატა მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება 600 ლარი.

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. განსახილველ შემთხვევაში, ნ. რ.-ის მიერ სარჩელი აღძრულია 2012 წლის 25 მაისს. ამდენად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 25 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა შეიცვალოს ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე დ. ც.-ს არასრულწლოვანი შვილის: XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული დ. რ.-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 600 ლარის გადახდა 2012 წლის 25 მაისიდან სრულწლოვანებამდე.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელისთვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის _ დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელის ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ფასი შეადგენს 7200 ლარს (600*12), რომლის 3% არის 216 ლარი. შესაბამისად, ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელის ნაწილში დ. ც.-ს უნდა დაეკისროს 216 ლარის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხარჯის ანგარიშში. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ნაწილობრივ, კერძოდ დ. ც.-სათვის 360 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 120 ლარის ნაწილში დარჩეს უცვლელად.
დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 480 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა 40%-ით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, 192 ლარი უნდა დაეკისროს ნ. რ.-=ს დ. ც.-ის სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. დ. ც.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შეიცვალოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. რ.-ის სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხე დ. ც.-ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – XXXX წლის X ოქტომბერს დაბადებული დ. რ.-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 25 მაისიდან მის სრულწლოვანებამდე;

5. დ. ც.-ს დაეკისროს 216 ლარის გადახდა პირველი ინსტანციის სასამართლოს ხარჯის ანგარიშში. შესაბამისად, გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი ნაწილობრივ, კერძოდ დ. ც.-სათვის 360 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 120 ლარის ნაწილში დარჩეს უცვლელად.

6. ნ. რ.-ს დ. ც.-ის სასარგებლოდ დაეკისროს 192 ლარის გადახდა.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

მოსამართლე:
ქეთევან მესხიშვილი

ნათია გუჯაბიძე