ნახვები: 374
საქმის ნომერი: 2ბ/2307-16
საქმეთა კატეგორიები: შრომის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2ბ/2307-16 (2016-07-29), www.temida.ge
საქმის № 2ბ/2307-16

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       29 ივლისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ნათია გუჯაბიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - ვ. მ.

წარმომადგენელი – მ. მ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. რ.“

წარმომადგენლები – ნ. მ. და ი. ქ.

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვალი გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

სარჩელის მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს/ს „ს. რ.-ის“ 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
1.2. მოსარჩელე ვ. მ. აღდგეს ს/ს „ს. რ.-ის“ სატვირთო გადაზიდვების ფილიალის, სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის, სადგური გორი (მეორე კატეგორია), სადგური კასპი (მესამე კატეგორია), კომერციის კლიენტურის მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე;
1.3. მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდური 2015 წლის 28 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე (თანამდებობაზე აღდგენამდე). ყოველთვიურად ხელზე ასაღები თანხა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ვ. მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

2.1. მოსარჩელე ვ. მ. არის ს. რ.-ელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

2.2. მოსარჩელე ვ. მ. წლების განმავლობაში მუშაობდა ს. რ.-ში სხვადასხვა თანამდებობებზე.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

2.3. მოსარჩელეს 2013 წლის 11 აპრილიდან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე დროის პერიოდში არ აქვს რაიმე სახის დისციპლინური სახდელი დადებული.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები :

2.4. ს/ს „ს. რ.-ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 15 აპრილის №XXXX ბრძანების საფუძველზე, ვ. მ. 2013 წლის 11 აპრილიდან ორი თვის გამოსაცდელი ვადით მიღებული იქნა სატვირთო გადაზიდვების ფილიალის, სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის, სადგური გორი (მეორე კატეგორიას), სადგური კასპი (მესამე კატეგორია), კომერციის კლიენტურის მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე, ხოლო 2015 წლის 06 ივნისის №XXXX ბრძანების თანახმად კი, მოსარჩელეს იმავე თანამდებობაზე გაუხანგრძლივდა შრომითი ურთიერთობა 2013 წლის 11 ივნისიდან განუსაზღვრელი ვადით, ხოლო შრომითი ანაზღაურებად კი განისაზღვრა, საშტატო განრიგის მიხედვით თვიური სარგო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

(მტკიცებულება: ს/ს ”ს. რ.-ის” გენერალური დირექტორის 2013 წლის 15 აპრილის №XXXX ბრძანება; 2015 წლის 06 ივნისის №XXXX ბრძანება; II-III კატეგორიის სადგურის კლიენტურის მომსახურების ოპერატორის სამუშაოს აღწერილობა; მხარეთა ახსნა-განმარტება)

2.5. 2015 წლის 13 მაისს ს/ს „ს. რ.-ის“ სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის გორის სადგურში შედგა ოპერატიული თათბირი, რა დროსაც განხილული იქნა კასპის სადგურის უფროსის თამაზი ჭონიაშვილის მოხსენებითი ბარათები, რომელიც შეეხებოდა 2015 წლის 26/27 აპრილს ვ. მ.-ს არასაპატიო გაცდენას, ასევე ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმას, რა დროსაც დაისვა საკითხი მოსარჩელესთან სამსახურებრივი საქმიანობის გაგრძელების მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ოპერატიულ თათბირთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეცნობა დაზღვეული წერილით. ოპერატიულ თათბირს ესწრებოდნენ გორის სადგურის უფროსი გ. უ., ინჟინერი გ. ნ., კასპის სადგურის უფროსი თ. ჭ., ოფისმენეჯერი ხ. დ., ასევე თავად ვ. მ..

(მტკიცებულება: 2015 წლის 11 მაისის წერილი №XX; სადგურ კასპის უფროსის მოხსენებითი ბარათი №XXXXXXX (08.05.2015წ.); ოპერატიული თათბირის ოქმი №6 შედგენილი 2015 წლის 13 მაისს; მოწმეთა ჩვენება; მხარეთა ახსნა-განმარტება)

2.6. 2015 წლის 28 მაისის ს/ს „ს. რ.-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მიერ გამოცემული №XXX ბრძანების თანახმად, ვ. მ. გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

(მტკიცებულება: 2015 წლის 28 მაისის ს/ს ”ს. რ.-ის” სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მიერ გამოცემული №217 ბრძანება; მხარეთა ახსნა- განმარტება)

2.7. ს/ს „ს. რ.-ის“ შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებულია შრომითი ურთიერთობები სუბიექტებს შორის, მათ შორის, განსაზღვრულია გამოსაცდელი ვადა, სამუშაოს შესრულება, ასევე ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დრო, შრომის ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეჩერება, შრომითი ურთიეთობის შეწყვეტა, დისციპლინური სასჯელები და მათი გამოყენების წესი და სხვა საკითხები.

(მტკიცებულება: ს/ს ”ს. რ.-ის” დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 27 მაისის სხდომის №XX/XX დადგენილებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესი)

2.8. ს/ს „ს. რ.-ის“ დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 24 ივნისის №X/XX დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა II და III კატეგორიის სადგურის კლიენტურის მომსახურების ოპერატორის სამუშაოს აღწერილობა, რომლის თაობაზეც ცნობილი იყო მოსარჩელისთვის.

(მტკიცებულება: ს/ს ”ს. რ.-ის” დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 24 ივნისის №X/XX დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული II და III კატეგორიის სადგურის კლიენტურის მომსახურების ოპერატორის სამუშაოს აღწერილობა; მხარეთა ახსნა-განმარტება);

2.9. ს/ს „ს. რ.-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №XXX ბრძანების საფუძველზე, 2014 წლის 31 დეკემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ანზორ ბაბუნაშვილს, რომელიც იყო ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მასვე დაეკისრა სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულებაც.

ფილიალ „ვ. ბ. ს.-ს“ დირექტორის მოადგილის წერილის თანახმად კი, ს/ს „ს. რ.-ის“ დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მხოლოდ ეთითება პირის ძირითადი საქმიანობის შესაბამისი თანამდებობა და არ ეთითება შეთავსებული თანამდებობა.

(მტკიცებულება: 2016 წლის 14 იანვრის წერილი №XXXXXXX და 2014 წლის 14 იანვრის პასუხი №XXXXXXX; ს/ს „ს. რ.-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2014 წლის 29 დეკემბრის №XXX ბრძანება)
2.10. ღამის ცვლა მოიცავს ღამის 10 საათიდან დილის 6 საათამდე დროის პერიოდს. (მტკიცებულება: ს/ს „ს. რ.-ის“ დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 05
მარტის დადგენილება №XX/XX; ს/ს ”ს. რ.-ის” დირექტორთა საბჭოს
2013 წლის 27 მაისის №XX/XX დადგენილებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესი; მხარეთა ახსნა-განმარტება)

2.11. წარმოდგენილი სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელის თანახმად, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 06 ივნისს ბრძანებით 2013 წლის 11 ივნისიდან უვადოდ დანიშნული ვ. მ., მითითებული თარიღიდან მთელი თვის განმავლობაში არ გამოცხადებულა სამსახურში.

(მტკიცებულება: სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელი (2013 წელი, ივნისი); ს/ს „ს. რ.-ის“ დირექტორთა საბჭოს 2013 წლის 05 მარტის დადგენილება 13/10 და ინსტრუქცია; 2013 წლის ივნისის თვის გორის ფილიალის სატვირთო განყოფილების თანამშრომელთა ხელფასის სახით გაცემული თანხების გრაფიკი; მხარეთა ახსნა-განმარტება)

2.12. ვ. მ. არის ს. რ.-ელთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელმაც 2015 წლის 08 აპრილს გაზეთ „რ.-ში“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის გასხვისებასთან დაკავშირებით“. 2009 წელს ს. რ.-ელთა ასოციაციის მიერ გამოიცა ვ. მ.-ს ბროშურა სახელწოდებით „ს. რ. წარსული, აწმყო და მომავალი“.

2012 წლის 09 ნოემბერს ამავე გაზეთში გამოქვეყნდა ინტერვიუ ვ. მ.-თან სათაურით „რკინიგზელები ხელმძღვანელობის კონკურსის გზით არჩევას ცდილობს“, ხოლო 2013 წლის 14 თებერვალს კი ამავე გაზეთში გამოქვეყნდა სტატია -
„რკინიგზელებმა ხელისუფლებას თავი შეახსენეს“.

(მტკიცებულება: 2015 წლის 08 აპრილის გაზეთ „რ.-ში“ გამოქვეყნებული სტატია „სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რკინიგზის გასხვისებასთან დაკავშირებით“; გაზეთ „რ.-ს“ 2012 წლის 09 ნოემბრის გამოცემა, ინტერვიუ ვ. მ.-თან სათაურით „რკინიგზელები ხელმძღვანელობის კონკურსის გზით არჩევას ითხოვენ“; 2013 წლის 14 თებერვლის გაზეთ „რ.-ში“ გამოცემული სტატია სათაურით „რკინიგზელებმა დღეს ხელისუფლებას თავის შეახსენეს“; 2009 წლის გამოცემა - „ს. რ. - წარსული, აწმყო და მომავალი“; მხარეთა ახსნა-განმარტება)

2.13. მოსარჩელე ვ. მ.-მა არაერთხელ მიმართა წერილობით დამსაქმებელ ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს თავისი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით მის სხვა სამსახურში დანიშვნასთან დაკავშირებით.

(მტკიცებულება: 2015 წლის 05 იანვრის განცხადება ს/ს „ს. რ.-ის“ გენერალური დირექტორის სახელზე; 2013 წლის 02 სექტემბრის წერილი ს/ს „ს. რ.-ის“ გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს; მხარეთა ახსნა-განმარტება)

2.14. მოსარჩელე ვ. მ.-ს, როგორც ს. რ.-ელთა ასოციაციის თავმჯდომარეს, თავისი შეხედულებები ს. რ.-ის განვითარებასთან დაკავშირებით გამოთქმული აქვს პირად განცხადებებშიც და საგაზეთო პუბლიკაციებითაც.

(მტკიცებულება: გაზეთ „რ.-ს“ 2012 წლის 09 ნოემბრის გამოცემა, ინტერვიუ ვ. მ.-თან სათაურით „რკინიგზელები ხელმძღვანელობის კონკურსის გზით არჩევას ითხოვენ“; 2013 წლის 14 თებერვლის გაზეთ „რეზონანსის“ გამოცემა სტატია სათაურით „რკინიგზელებმა დღეს ხელისუფლებას თავის შეახსენეს“; 2014 წლის 10 ნოემბრის წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ი. ღ.-ს
სახელზე; მხარეთა ახსნა-განმარტება)

2.15. ს/ს „ს. რ.-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2015 წლის 08 ოქტომბრის №XXXX ბრძანების მიხედვით, სადავო თანამდებობაზე ორი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა თ. ი.

(მტკიცებულება: ს/ს „ს. რ.-ის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის 2015 წლის 08 ოქტომბრის №3606 ბრძანება)

2.16. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიმართა დამსაქმებელს 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანების გადაცემასთან დაკავშირებით და მოითხოვა წერილობითი განმარტება მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი გადატანილი იყო მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც წარმოადგინა 2015 წლის 01 ივნისით დათარიღებული განცხადება. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ განცხადებაზე არის მხოლოდ მოსარჩელის ხელმოწერა და მის მიერ გაკეთებული მინაწერი, რომ მას „პასუხი უნდა მიეღო 9 ივნისამდე“, თუმცა არ მიუღია. განცხადებაზე არ არის რაიმე სახის რეკვიზიტი (შტამპი, შემოსავლის ნომერი, კანცელარიის მუშაკის ხელმოწერა და ა.შ.), რითაც დადგინდება, რომ ასეთივე განცხადებით მიმართა დამსაქმებელ ორგანიზაციას და მოითხოვა გათავისუფლების ბრძანების მისთვის გადაცემა, ასევე განმარტება გათავისუფლების თაობაზე.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.17. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

შრომის კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, 1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება). 2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. 3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

შრომის კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 2013 წლის 15 აპრილის ს/ს „ს. რ.-ის“ გენერალური დირექტორის №XXXX ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე ვ. მ. 2013 წლის 11 აპრილიდან ორი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის, სადგური გორი, სადგური კასპი, კომერციის ქვედანაყოფში კლიენტურის მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე. 2013 წლის 06 ივნისის სატვირთო გადაზიდვების ფილიალის დირექტორის №XXXX ბრძანების საფუძველზე კი, მოსარჩელეს იმავე თანამდებობაზე 2013 წლის 11 ივნისიდან განუსაზღვრელი ვადით გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობა.

ამდენად, მხარეთა შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა (ხელშეკრულება), სადაც მოპასუხე წარმოადგენდა დამსაქმებელს, ხოლო დასაქმებულს კი - მოსარჩელე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ნოემბრის თვემდე მოსარჩელე იყო დღის ცვლაში, ხოლო
2014 წლის ნოემბრის თვიდან გათავისუფლებამდე კი - ღამის ცვლაში.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით არ დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 11 აპრილიდან დაკისრებული აქვს რაიმე სახის დისციპლინური სახდელი.

2.18. საქართველოს სარკინიგზო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგებით მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას და, მისი სტრატეგიული და სოციალური როლიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამ დარგის ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

ამდენად, სახელმწიფოს განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა სწორედ ს. რ., მისი ფუნქცია და საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ორგანიზაციაში იყო დასაქმებული მოსარჩელე და ახორციელებდა თავის საქმიანობას.

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია, მათ შორის, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2015 წლის 26/27 აპრილის ღამის ცვალში არ გამოცხადებით მის მიერ უხეშად იქნა დარღვეული ვალდებულებები, რამაც შედეგად სამსახურიდან დათხოვნა გამოიწვია. კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტების, ასევე მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დგინდება, რომ 2014 წლის ნოემბრის თვიდან გათავისუფლებამდე მოსარჩელე მუშაობდა კასპის რკინიგზის სადგურში კლიენტურის მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე და ვინაიდან მას ღამის ცვლაში უწევდა მუშაობა, იგი ყოველ მესამე დღეს იყო მორიგე.

საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, 2014 წლის ნოემბრის თვიდან ს/ს
„ს. რ.-მ“ თავისი ინტერესებისა და მოთხოვნილებების შესაბამისად მოსარჩელე გადაიყვანა ღამის ცვლიან სამუშაოზე, მოსარჩელისვე თანხმობით, ვინაიდან იგი სწორედ ღამის ცვლაში ასრულებდა მოვალეობას გათავისუფლებამდე.

ასევე აღსანიშნავია, რომ სამსახურის სპეციფიკის გათვალისწინებით გამიჯნულია ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების მომსახურება, სამგზავრო და სატვირთო მომსახურება. მოსარჩელე სწორედ სატვირთო მიმართულებით იყო კლიენტურის მომსახურების ოპერატორი და უნდა შეესრულებინა მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რაც დაწვრილებით არის გაწერილი ს/ს „ს. რ.-ის“ დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 24 ივნისის №X/XX დადგენილების საფუძველზე მიღებულ II და III კატეგორიის სადგურის კლიენტურის მომსახურების ოპერატორის სამუშაოს აღწერილობაში, კერძოდ, მოსარჩელეს ევალებოდა სატვირთო და გადასაზიდი საბუთების შედგენის, გატარების, შენახვისა და ანგარიშის შედგენის სისწორის უზრუნველყოფა, სალაროს წიგნის წარმოება, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების წარმოება, თანხის მიღება და შენახვა სათანადო წესების დაცვით, დარიცხვისა და შემოსავლების სამსახურში გასაგზავნი საბუთების დროული მომზადება, გადაზიდვის დავალებების მიხედვით დატვირთვების რაოდენობის აღრიცხვიანობისა და აუთვისებელი გადაზიდვების დავალების მიხედვით დატვირთვების რაოდენობის აღრიცხვიანობისა და აუთვისებელ გადაზიდვებზე გადაანგარიშების შემოწმება, საინფორმაციო ბაზაში შეტანილი გადასაზიდი საბუთების თანამედროვე ტექნოლოგიური დამუშავება, ასევე ევალებოდა შრომის დისიპლინისა და შრომის შინაგანაწესის დაცვა, უნდა ეხელმძღვანელა კომპანიის ერთიანი პოლიტიკის პრინციპებით და დაეცვა სამსახურის პროფესიული და მორალურ-ზნეობრივი სტანდარტები; ევალებოდა ორგანიზაცია გაეკეთებინა კომპანიის ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად ინფორმაციის მომზადებასა და მათ დროულ მიწოდებას; ხელი მოეწერა და ვიზა მიეცა დოკუმენტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში და დაეცვა კონფიდენციალურობა დასაქმებულთა პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გამოყენებული სახდელის ზომა იყო პროპორციული და თანაზომიერი იმ ყველა გარემოების მხედველობაში მიღებით, რაც მხარეთა მიერ საქმეზე იქნა წარმოდგენილი, კერძოდ:

მოსარჩელის მიერ 2015 წლის 26/27 აპრილს ღამის ცვლის გაცდენით მან იმ ღამეს საერთოდ არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, როგორც მოწმე თამაზ ჭონიაშვილმა განაცხადა, იგი არის სადგურ კასპის უფროსი და მისთვის ცნობილი არ იყო, რომ იმ ღამეს მოსარჩელე არ გამოცხადდებოდა სამსახურში, რის გამოც მას მოუწია მოსარჩელის ვალდებულების შესრულება და ღამის ცვლაში ორჯერ შემოსულ სატვირთო ვაგონებს მოემსახურა. მანვე მიუთითა, რომ მოსარჩელესთვის მისთვის არც პირადად და არც სატელეფონო შეტყობინებით არ უთქვამს, რომ ცვლაში არ გამოცხადდებოდა, რის გამოც თავად შეეცადა გარკვევას მოსარჩელის გამოუცხადებლობისა, რის შემდეგაც იძულებული გახდა დარჩენილიყო ღამის ცვლაში და შეესრულებინა კლიენტურის მომსახურების ოპერატორის ფუნქციები. ამავეს ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული მ. ქ., რომელმაც მიუთითა, რომ მისთვისაც არ იყო ცნობილი, რომ 2015 წლის 26/27 აპრილის ღამეს, როდესაც მორიგე იყო ვ. მ., რომ ეს უკანასკნელი არ გამოცხადდებოდა სამსახურში. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იგი არის მისი უშუალო უფროსი, არც მისთვის იყო აღნიშნული ცნობილი და მას შემდეგ, რაც გვიან საღამოს მას დაუკავშირდა თ. ჭ. და შეატყობინა შექმნილი გარემოება, თავად შეეცადა მოსარჩელესთან სატელეფონო დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ, ხოლო მოსარჩელე კი მეორე დღეს დაუკავშირდა ტელეფონით და საღამოს გამოცხადდა სამსახურში.

მოცემულ შემთხვევაში ფაქტია, რომ 2015 წლის 26/27 აპრილს ღამის ცვლაში არ გამოცხადებულა მოსარჩელე და არ შეუსრულებია მასზე დაკისრებული მოვალეობა. მოწმეთა ჩვენებებიდან კი დასტურდება, რომ მოსარჩელეს წინასწარ არ შეუთანხმებია ხელმძღვანელობასთან გაცდენის თაობაზე, ასევე არ განუსაზღვრავს მისი ვალდებულების შემსრულებელი სხვა პირი სამსახურის გაცდენის შემთხვევაში, რითაც არ დაირღვეოდა დამსაქმებლის ინტერესები და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვ. მ. არ გამოცხადდებოდა ღამის ცვლაში, კონკრეტული პირი (პირები) შეასრულებდნენ მის ვალდებულებას. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობის თაობაზე მისი უშუალო ხელმძღვანელი პირები ფაქტის წინაშე დადგნენ სწორედ ღამის ცვლის დაწყების დროს, როდესაც თ. ჭ.-მა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ვ. მ., როდესაც ღამის ცვლა უკვე იწყებოდა, არ იყო სამსახურში გამოცხადებული. აღნიშნულმა შედეგად გამოიწვია ის, რომ თ. ჭ., რომელიც პასუხისმგებელია კასპის სადგურის სრულყოფილ მუშაობაზე, ღამის განმავლობაში ასრულებდა მოსარჩელის ვალდებულებას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საწარმოში არსებობს ღამისა და დღის ცვლა, შესაბამისად, სწორედ დამსაქმებლის ინტერესში შედის, რომ პირი, რომელიც ღამის ცვლაში ასრულებს სამუშაოს, ვალდებულია მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ღამის საათებში შეასრულოს. საწარმომ თავისი შინაგანაწესით სპეციალური პირობებიც კი დაუწესა ღამის ცვლაში მომუშავე პირებს, მათ შორის, „სამუშაო რეჟიმების გათვალისწინებით დასაქმებულს ღამით მუშაობის ყოველი საათისათვის მიეცემა დანამატი საათობრივი სატარიფო განაკვეთის 22 პროცენტის ოდენობით; ღამის დროდ ითვლება დროის მონაკვეთი საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე, ხოლო საათობრივი სატარიფო განაკვეთი გამოიანგარიშება თვიური სარგოს გაყოფით კონკრეტული თვისათვის ცვლების მიხედვით გრაფიკით გათვალისწინებული საათების ოდენობაზე“ (შინაგანაწესის 11.1. პუნქტი).

ამდენად, დამსაქმებელმა მოსარჩელეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ღამის ცვლაში მუშაობდა, განუსაზღვრა დანამატები საათობრივი სატარიფო განაკვეთი, ისევე როგორც უქმე დღეებში მუშაობის დროს, რაც არ იყო გათვალისწინებული დღის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზე. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ დამსაქმებელს ინტერესი ჰქონდა, თუ როდის შესრულდებოდა სამუშაო - დღის განმავლობაში თუ ღამის განმავლობაში, რადგან რკინიგზის დატვირთულობისა და მომსახურების სფეროების გათვალისწინებით, მოპასუხე უწყვეტ 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს.

შესაბამისად, მოპასუხეს ევალებოდა სწორედ, ღამის ცვლაში განეხორციელებინა სამუშაო (მიუხედავად სამუშაოს სირთულისა და ამ სამუშას დროის მოკლე მონაკვეთში შესრულების შესაძლებლობისა), ასევე გამოცხადებულიყო სამსახურში ღამის ცვლის განმავლობაში იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ღამის ცვლის განმავლობაში საერთოდ არ განახორციელებია მომსახურება არცერთი პირის მიმართ, რადგან დამსაქმებლის ინტერესი სწორედ მიმართული იყო დასაქმებულის მხრიდან ღამის განმავლობაში ვალდებულების ჯეროვნად შესრულებაზე რკინიგზის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირების მიზნით, რაშიც, მაღალი სამსახურებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხელფასის გარდა დანამატს უწესებდა დასაქმებულს.

მართალია, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ის გარემოება, რომ ვ. მ.-ს გამოუცხადებლობამ რაიმე სახის ზიანი მიაყენა საწარმოს, თუმცა ფაქტია, რომ მოსარჩელეზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულა თ. ჭ.-მა ფორსირებულად, შესაბამისად, მოსარჩელემ სულ მცირე შექმნა საშიშროება საწარმოსთვის ზიანის მიყენების, რადგან ღამის ცვლაში ვერ განხორციელდებოდა სხვა პირების მიერ სამუშაოს შესრულება (მომსახურება) და დოკუმენტაციის გაფორმება-დახარისხება, რასაც შესაძლოა გამოეწვია ზიანი მომსახურების მოლოდინში მყოფი პირთათვის. ამასთან, დამსაქმებელს წარმოეშვა ვალდებულება, რომ ღამის ცვლაში მუშაობის შედეგად მოსარჩელისთვის, ასევე თ. ჭ.-სთვის, მიეცა დანამატები ღამის მუშაობის ყოველი საათისათვის იმ დროს, როდესაც მოსარჩელეს ვალდებულება არა თუ არაჯეროვნად, არამედ საერთოდ არ შეუსრულებია.

საქართველოს სარკინიგზო კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, 1. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მხარეებს ეკისრებათ ამ კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და შესაბამისი ხელშეკრულებებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. 2. მხარეები პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიერ ჩადენილი ან მათი მიზეზით გამოწვეული სამართალდარღვევებისათვის. სამართალდარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან ერთად დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს მგზავრის გადაყვანის, ტვირთის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვის, ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობისა და სხვა მომსახურების საფასური. 3. ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს), მგზავრსა და რკინიგზას შორის დადებული ყველა სახის ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ან ათავისუფლებს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან, ბათილია.

ამდენად, თუკი მოსარჩელის ქმედების შედეგად დამსაქმებელი ანუ ს/ს „ს. რ.“ ვერ შეასრულებდა სხვა მესამე პირებთან ვალდებულებას დროულად და ხარისხიანად, შესაბამისად, ორგანიზაციას ვ. მ.-ს ქმედების შედეგად მიადგებოდა ზიანი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ შექმნა რეალური საშიშროება ზიანის მიყენებისა და რომ არა თ. ჭ.-ს მიერ მოსარჩელის ვალდებულების შესრულება 2015 წლის 26/27 აპრილის ღამის ცვლაში, შესაძლებელი იყო საწარმოსთვის კასპის სადგურში შემოსული ვაგონების დროულად მომსახურების გაუწევლობისათვის წარმოშობოდა ზიანის მიყენების საფრთხე.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის დამოკიდებულებას სამუშაოსადმი და დამსაქმებლისადმი, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ ვ. მ.-მა 2015 წლის 26/27 აპრილს საპატიო მიზეზების გამო ვერ განახორციელა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულება, კერძოდ, არ წარმოდგენილა აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, მათ შორის არც სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის გამოუცხადებლობა სამსახურში არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, მისი დამოკიდებულება მის მიერ დაკავებული თანამდებობისადმი, რაც დგინდება, მაგალითად, ს/ს „ს. რ.-ის“ გენერალური დირექტორისადმი (05.01.2015წ.) მიწერილ განცხადებაში, კერძოდ, „მრავალგზის თხოვნა ჩემთვის შესაფერისი სამსახურის მოცემასთან დაკავშირებით, დღემდე დაკმაყოფილებული არ არის ... უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოაღნიშნული და მომცეთ შესაფერისი სამსახური“. მოწმე მ. ქ.-ს ჩვენების მიხედვით კი, ვ. მ. ყოველდღე იგვიანებდა სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არაერთხელ ზეპირსიტყვიერად იქნა გაფრთხილებული, რომ არ დაეგვიანა, თუმცა აღნიშნულზე, კოლეგიალური ურთიერთობიდან გამომდინარე, არანაირი დისციპლინური სახდელი არ დადებია. თუ შევაჯერებთ მოსარჩელის ქმედებას, რომ მან წინასწარ არ შეატყობინა ხელმძღვანელობას, რომ თუნდაც არსებობდა საფრთხე არა თუ სამსახურში გამოუცხადებლობისა, არამედ დაგვიანებისა, ასევე სასამართლო სხდომაზე განცხადებული პოზიცია, რომ იგი დილით ავსებდა ხოლმე ღამის ცვლის საბუთებს და ამით რკინიგზას არანაირი ზიანი არ მისდგომია, ახასიათებს მოსარჩელეს, როგორც მუშაკსა და წარმოაჩენს მის დამოკიდებულებას სამსახურისადმი.

ამდენად, ს/ს „ს. რ.-ის“ დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 24 ივნისის №X/XX დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული კლიენტურის მომსახურების ოპერატორის სამუშაოს აღწერილობის მიხედვით, რომელსაც „გაეცნო და დაეთანხმა“ მოსარჩელე პირადად, 4.9. პუნქტის მიხედვით, დასაქმებული მოვალეა იხელმძღვანელოს კომპანიის ერთიანი პოლიტიკის პრინციპებით და დაიცვას სამსახურის პროფესიული და მორალურ ზნეობრივი სტანდარტები, ხოლო 6.1. პუნქტის თანახმად კი, პასუხისმგებელია ხარისხიანად შეასრულოს საკუთარი ფუნქცია- მოვალეობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ვ. მ.-ს როგორც ხელშეკრულების მხარეს, როგორც დასაქმებულს, მით უმეტეს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მუშაკს, სწორედ კეთილსინდისიერად უნდა განეხორციელებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად მისი მხრიდან ეს პირველი დარღვევა იყო, რომელსაც მოჰყვა დისციპლინური სახდელის დადება, დამსაქმებლის ქმედება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე იყო პროპორციული და თანაზომიერი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ დამსაქმებელმა თავისი უფლება გამოიყენა ბოროტად და დასაქმებული საფუძვლის გარეშე ან თუნდაც მცირე საფუძვლით გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. ყველაზე მკაცი დისციპლინური სახდელის დადებას წინ უძღოდა სწორედ მოსარჩელის ქმედებები, რამაც შედეგად მისთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა გამოიწვია. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელისათვის უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდებას აზრი ეკარგებოდა ვინაიდან, როგორც მოწმეებმა თ. ჭ.-მა და მ. ქ.-მა განაცხადეს, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ვ. მ. ყოველდღიურად იგვიანებდა სამსახურში, ასევე თავად მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ შესასრულებლი სამუშაო არ იყო ისეთი სირთულის, რომ მას ღამის ცვლაში სრული დატვირთვით ემუშავა, რადგან ბლანკების შევსება-დახარისხებას ”5 წუთი” სჭირდებოდა, ასევე აღსანიშნავია, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლისთანავე 2013 წლის ივნისის თვეში ვინაიდან იგი არ გამოცხადებულა სამსახურში და არ განუხორციელებია სამსახურებრივი ვალდებულება, მას ხელფასი მხოლოდ ფაქტობრივად ნამუშევრის მიხედვით აუნაზღაურდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სამსახურის სპეციფიკისა და ღამის ცვლის გათვალისწინებით მოსარჩელისთვის დროებით სამსახურებრივი მოვალეობის შეჩერება არ იქნებოდა დამსაქმებლისთვის მისაღები, ამასთან, თავად დასაქმებულის პიროვნებისა და მისი ქმედების გათვალსწინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის 13 მაისის №6 ოქმში მითითებულია, რომ „ვ. მ.-მა ახსნა-განმარტება მისცა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ოპერატიულ თათბირზე დაისვა მისი პასუხისმგებლობის საკითხი“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსარჩელის დამოკიდებულებას სამსახურისადმი და უშუალო ხელმძღვანელობისადმი.

2.19. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2015 წლის 13 მაისს გამართულ ოპერატიულ თათბირზე. წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, კასპის სადგურის უფროსის თ. ჭ.-ს მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით, რომლითაც იგი ითხოვდა რეაგირებას გორის სადგურის უფროსისაგან ვ. მ.-ს მიერ 2015 წლის 26/27 აპრილს ღამის ცვლის არასაპატიოდ გაცდენის გამო. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი შედგა 2015 წლის 08 მაისს.

ამდენად, ვინაიდან მხარეთა ახსნა-განმარტებითა და თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებებით დგინდება, კასპის სადგური ქვემდებარეობით შედიოდა გორის სადგურის შემადგენლობაში, შესაბამისად, თ. ჭ.-მა როგორც კასპის სადგურის უფროსმა მის უშუალო უფროსს მიმართა მოხსენებითი ბარათით შემდგომი რეაგირებისათვის.

მომდევნო მოხსენებითი ბარათი თ. ჭ.-ს მიერ გაიგზავნა 2015 წლის 11 მაისს, სადაც დამატებით მიუთითა, რომ ვ. მ.-მა უარი განაცხადა ახსნა- განმარტების დაწერაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არსებით დარღვევად არ მიიჩნია ის გარემოება, რომ დაიწერა ორი სხვადასხვა მოხსენებითი ბარათი, რომელიც რეალურად შინაარსობრივად ერთმანეთს ავსებს და გამომდინარეობს ერთმანეთისაგან. ასევე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რეალურად 2015 წლის 08 მაისიდან 2015 წლის 13 მაისამდე ნებისმიერ დროს შესთავაზებდა ახსნა-განმარტების დაწერას ვ. მ.-ს და იგი უარს განაცხადებსა აღნიშნულზე, შესაძლებელია, ეს გარემოება მოხსენებით ბარათში არც კი ასახულიყო და მხოლოდ ოპერატიულ თათბირზე დაფიქსირებულიყო, რაც არ არის დარღვევა და ორი სხვადასხვა შინაარსის განმარტებითი ბარათის არსებობა არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ. ჭ.-საგან არ ყოფილა შეთავაზება ვ. მ.-ს მიმართ ახსნა-განმარტების დაწერაზე 2015 წლის 26/27 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

შრომის შინაგანაწესის 16.2. პუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს დისციპლინური სასჯელების გამოყენების უფლება აქვს დისციპლინური გადაცდომის (დარღვევის) გამოვლენიდან სამი თვის განმავლობაში.

წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ კასპის სადგურის უფროსმა თავის უშუალო უფროსს მიმართა წერილობით ვ. მ.-ს ქმედების შესაფასებლად და შემდგომი რეაგირებისთვის, რის თაობაზეც ჩაინიშნა 2015 წლის 13 მაისის ოპერატიული თათბირი, რაც ასევე ეცნობა ვ. მ.-ს დაზღეული წერილით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ სადავო გახადა თავად ოპერატიული თათბირის შინაარსი, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მან რაიმე სახის შენიშვნა გამოთქვა ან/და დააფიქსირა თათბირის მიმდინარეობისას, ან თუნდაც უკვე შემდგარი ოპერატიული თათბირის ოქმში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. არც ზემდგომ თანამდებობის პირებთან დაუყენებია მითითებული ოპერატიული თათბირის ოქმის თაობაზე რაიმე სახის შენიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ თავის ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ თითქმის ყველა მის უშუალო უფროსს შეხვდა პირადად, რა დროსაც არკვევდა, თუ ვინ გასცა თანხმობა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. თუკი ჩავთვლით, რომ ოფისმენეჯერ ხათუნა დონგუზაშვილის, როგორც მდივნის მიერ, რომელსაც მის მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით, დადებითი დამოკიდებულება აქვს მოსარჩელის მიმართ, არის შედგენილი ოპერატიული თათბირის ოქმი, შესაბამისად, სადავო გარემოებას არ უნდა წარმოადგენდეს, რომ მინიმუმ ზუსტად ის არის ასახული ოქმში, რაც მოხდა თათბირის დროს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში კი, მასში ასახულია მოსარჩელის ინტერესები უფრო მეტად, ვიდრე დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენლების.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 13 მაისის ოპერატიული თათბირის ოქმი შედგენილია დადგენილი წესითა და უფლებამოსილი პირების მიერ, რომელსაც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, რაც ასევე დაადასტურებს მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა.

ა. ბ.-ს ჩვენებით კი დასტურდება, რომ იგი მართალია არის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თუმცა მას ასევე შეთავსებული აქვს სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობაც, შესაბამისად, სწორედ მან შეისწავლა და მიიღო გადაწყვეტილება, რაც აისახა კიდეც მოხსენებით ბარათში, მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქმეზე დართული 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული №XXXXXXX წერილი ადამიანთა რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსისადმი, რომელსაც ხელს აწერს ანზორ ბაბუნაშვილი და რომელიც ასევე საფუძვლად დაედო 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანებას მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

შესაბამისად, თუკი მოსარჩელე მუშაობდა სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის სადგური გორი (მეორე კატეგორია), სადგური კასპის (მესამე კატეგორია) კლიენტურის მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე, ამდენად, მის უშუალო უფროსს წარმოადგენდა ა. ბ., რომელიც იყო ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და ასევე სატვირთო გადაზიდვების დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც შეეძლო შეესწავლა და უშუალოდ მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, თუმცა გათავისუფლების ბრძანებას ამ უკანასკნელის ზემდგომი - სატვირთო გადაზიდვების დირექტორი - ა. ნ. აწერს ხელს, რაც ასევე მითითებულია ს/ს
”ს. რ.-ის” დირექტორთა საბჭოს 2014 წლის 24 ივნისის №X/XX
დადგენილების საფუძველზე II და III კატეგორიის სადგურის კლიენტურის მომსახურების ოპერატორის სამუშაოს აღწერილობაში.

აღსანიშნავია, თავად მოწმე ა. ბ.-ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მან შეისწვლა აღნიშნული საქმე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული მუშაკის უშუალო უფროსი მას უცხადებს უნდობლობას, შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს ასეთ მოთხოვნებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. რ.-ის სტრუქტურისა და მასში დასაქმებულ პირთა რაოდენობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია თითოეული დასაქმებულის დამოკიდებულება და ურთიერთობა, კეთილსინდისიერება არამარტო კოლეგებს შორის, არამედ ხელმძღვანელობის მიმართაც. მოწმის ჩვენებიდან დგინდება, რომ მას შესწავლილი ჰქონდა იმ დროისთვის არსებული მასალები, მათ შორის ოპერატიული თათბირის ოქმი, რის შედეგადაც მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც აისახა კიდევ მის მოხსენებით ბარათში (წერილში) №XXXXXX.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც სასამართლომ გაამახვილა ყურადღება, არის იმ პირთა თანხმობა, რაც ასახულია 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება დადგენილი წესით შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ არის მიღებული, ვინაიდან ვ. მ. სწორედ იმ თანამდებობის პირმა გაათავისუფლა, რომელმაც იგი დანიშნა - სატვირთო გადაზიდვების დირექტორი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ იქნებოდა რაიმე სახის ჩანაწერი ან/და ე.წ. „გრიფი” მინიჭებული ბრძანებაზე, როგორიცაა „დაეგზავნოს“, „შეთანხმებულია“, „შემსრულებელი“, 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანება მაინც წარმოადგენს ლეგიტიმურს და მას ისეთივე იურიდიული ძალა ექნებოდა, როგორც დღეის მდგომარეობით აქვს, რადგან მას, სხვა სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად (მაგ: გათავისუფლების საფუძველი), აქვს შესაბამისი უფლებამოსილი პირის - სატვირთო გადაზიდვების დირექტორის ხელმოწერა.

2.19. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ გარემოებაზე, სადაც იგი უთითებს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი იყო მის მიერ გამოხატული და გავრცელებული მოსაზრებები ს. რ.-ის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება, რომ 2009 წლიდან მოყოლებული მოსარჩელე პერიოდულად ახდენს თავისი მოსაზრებების სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებას, თუმცა აღნიშნულს არ უმოქმედია მის კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნაზე, კერძოდ, 2013 წლის 15 აპრილის გამოცემული ბრძანების მიხედვით იგი 2013 წლის 11 აპრილიდან დაინიშნა სადავო თანამდებობაზე ორი თვის გამოსაცდელი ვადით, ხოლო 2013 წლის 06 ივნისს მიღებული ბრძანებით კი, იგი 2013 წლის 11 ივნისიდან განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა იმავე თანამდებობაზე.

ამდენად, მის მიმართ შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს არ ჰქონია რაიმე სახის დისკრიმინაციას ადგილი, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში არ წარმოდგენილა. უფრო მეტიც, 2013 წლის 11 ივნისიდან მთელი თვის განმავლობაში ვ. მ. არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რაც დგინდება სამუშაო დროის გამოყენების აღრიცხვის ტაბელითა და ასევე იმავე დროის სახელფასო უწყისით. არც აღნიშნულის შემდეგ არ განხორციელებულა მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური სახდელის დადება ან სხვა რაიმე ღონისძიების გამოყენება. შესაბამისად, მის მიმართ რაიმე სახის დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, 2012 წლის 09 ნოემბრისა და 2013 წლის 14 თებერვლის საგაზეთო პუბლიკაციების შემდეგაც მოსარჩელის მისამართით რაიმე სახის დისკრიმინაციის არსებობა, ისევე როგორც არანაირი დისკრიმინაცია არ განხორციელებულა 2014 წლის 10 ნოემბრის პრემიერ-მინისტრის სახელზე დაწერილ განცხადებასთან მიმართებაში, ასევე ს/ს „ს. რ.-ის“ გენერალური დირექტრის სახელზე 2013 წლის 02 სექტემბრისა და 2015 წლის 05 იანვრის განცხადებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება 2015 წლის 08 აპრილს საგაზეთო სტატიას, აღნიშნული ასევე წარმოადგენს მოსარჩელის მოსაზრებებს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, ისევე როგორც სხვა სტატიები.

სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისკრიმინაციის არსებობა, ხოლო მისი სამსახურიდან გათავისუფლება კი გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის მიერ 2015 წლის 26/27 აპრილს ღამის ცვლაში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობითა და სამსახურებრივი მოვალოების შეუსრულებლობით, რითაც უხეშად იქნა დარღვეული მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, მოსარჩელის პირველი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ვერ დაკმაყოფილდება მე-2 და მე-3 სასარჩელო მოთხოვნები, რომლებიც დამოკიდებულია პირველ მოთხოვნაზე.

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

დათუნა ხიჯაკაძის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 4.3., 4.4., 4.5., 4.7., 4.9. და 4.11. პუნქტებში მითითებული გარემოებები სადავო ფაქტობრივ გარემოებებად, მაშინ როდესაც აღნიშნული გარემოებები უდავო ფაქტობრივ გარემოებებს წარმოადგენს.

3.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ გათავისუფლებამდე მოსარჩელე მხოლოდ ღამის ცვლაში ასრულებდა მოვალეობებს. სინამდვილეში კი, მოსარჩელე როგორც ღამის, ისე დღის ცვლაში ახორციელებდა სამსახურებრივ საქმიანობას. სასამართლოს არასწორად დაადგინა, რომ თ. ჭ.-მა ვ. მ.-ს გამოუცხადებლობის გამო სამუშაო ფორსირებულად შეასრულა. როგორც მოსარჩელის, ისე მ. ქ.-ს ჩვენებებით დასტურდება, რომ გარკვეული სახის ვალდებულებების შესრულება დილის საათებში იყო შესაძლებელი ისევე, როგორც ეს 2014 წლის ოქტომბრამდე ხდებოდა. ამასთან, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ღამის ცვლაში შესრულებული დოკუმენტაცია. შესაბამისად, მიუხედავდ ღამის ცვლაში მუშაობის ვალდებულებებისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ღამის ცვლის ვალდებულების დილით შესრულება შეუძლებელი იყო.

3.3. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელე არაერთხელ იქნა ზეპირსიტყვიერად გაფრთხილებული დაგვიანებების გამო. აღნიშნულ გარემოებას მისი უშუალო უფროსი ქ. არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ამის თაობაზე მან თ. ჭ.-სგან შეიტყო.

3.4. მოსამართლემ არასწორად განმარტა უარყოფით კონტექსტში ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2013 წლის ივნისის თვეში არ ახორციელებდა სამსახურებრივ ვალდებულებებს. მან, ამ ნაწილში, არასწორად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ ის გარემოება, რომ 2013 წლის გაცდენის თაობაზე ხელმძღვანელი თ.ჭ. წინასწარ იყო ინფორმირებული, რომელმაც დაადასტურა, რომ იცოდა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

მოსამართლემ მოსარჩელის განცხადება, რომ ბლაკნების შევსება-დახარისხებას 5 წუთი სჭირდებოდა, მოსარჩელის დამახასიათებელ უარყოფით გარემოებად განიხილა ისე, რომ არ გამოურკვევია თუ რა სირთულის და მოცულობის სამუშაო იყო შესასრულებელი ღამის ცვლაში.

3.5. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ 8 მაისისა და 11 მაისის ორი სხვადასხვა მოხსენებით ბარათს და არასწორად მიიჩნია, რომ ისინი მხოლოდ ერთმანეთს ავსებს.

3.6. ა. ბ. მოპასუხე ორგანიზაციაში ორ წამყვან თანამდებობაზეა დასაქმებული და გადაწყვეტილების უშუალო მიმღებს წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლოს მისი ჩვენება უნდა შეეფასებინა როგორც მოპასუხის პოზიცია და ავტომატურად არ უნდა გაეზიარებინა, მით უფრო, რომ არ დასტურდება მისი მხრიდან საკითხის შესწავლა.

3.7. აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1. ვ. მ. მოპასუხე სს „ს. რ.-სთან“ უვადო შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში იმყოფებოდა.

4.2. ს/ს „საქართველოს რკინიგზის“ 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანების შესაბამისად, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთიერთობის შეწყვეტის საფუძველია მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა უხეში დარღვევა.

სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში სს „ს. რ.-ის“ გენერალური დირექტორის 2013 წლის 15 აპრილის #2237 ბრძანებით დგინდება, რომ ვ. მ. სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ’ზ~ ქვეპუნქტის საფუძველზე.

პალატა აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს არა მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ’ზ~ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი, არამედ ამავე კოდექსის 37-ე მუხლის ისტორიული ახსნა-განმარტებიდანაც.
ამ მიმართებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, მასში ცვლილების შეტანამდე, დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებდა . შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კი, შრომის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი აღარ არის. 2013 წლის 12 ივნისიდან იმისათვის, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს, აუცილებელია, რომ დარღვევა ’უხეშ~ ხასიათს ატარებდეს. სწორედ კანონის მითითებული რეგულირების რეჟიმში მოწმდება სასამართლოს მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირობებში.

4.2. პალატას მიაჩნია, რომ ვ. მ.-ს შრომითი ვალდებულებები უხეშად არ დაურღვევია. შესაბამისად, არ არსებობდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ’ზ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდიდიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

პალატა განმარტავს, რომ, სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის, გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი თავს ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა.

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, მათ შორის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობებისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი.

1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში.

„რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენციისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს“.

პალატა ასევე განმარტავს, რომ „შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს“.

მოცემული კონვენცია მოიცავს რეგულაციას, თუ რა ჩაითვლება მუშაკის უკანონო დათხოვნად, ისევე როგორც - რა არ ჩაითვლება. კონვენციის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, მუშაკის დათხოვნის გონივრული საფუძველი კავშირში უნდა იყოს ა) მუშაკის არაკომპეტენტურობასთან ან/და არასათანადო ქცევასთან; ან ბ) უნდა მომდინარეობდეს საწარმოს, დაწესებულების თუ მათი სერვისის ოპერაციული საჭიროებიდან. ამგვარ კვალიფიკაციების დადგენისას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს - ექსპერტთა კომიტეტის კომენტარებს, გადაწყვეტილებებსა და საერთაშორისო შრომით რეკომენდაციებს, რომელთაც, მართალია, სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მაგრამ განმარტავენ კონვენციის ტექსტს, რეგულირების მასშტაბებს და ისინი შესაძლოა წარმოდგენილ იქნას, როგორც შთაგონების წყარო კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოებისთვის. შსო-ს ექსპერტთა კომისიის 1995 წლის მოხსენებაში მიმოხილულია „არასათანადო ქცევის“ კონცეფცია, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ორ კომპონენტად: 1) მუშა-მოსამსახურეთა მიერ შრომითი კონტრაქტით ათვალისწინებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება (არასათანადო პროფესიული ქცევა); 2) შეუფერებელი ყოფაქცევა.

პალატა განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა და ა. შ.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვ. მ.-ს სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო 2015 წლის 26/27 აპრილს ღამის ცვლის არასაპატიო გაცდენა, ასევე მის მიერ წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმა.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პალატას დადგენლად მიაჩნია მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, თუმცაღა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, ვ. მ.-ს მიმართ გამოყენებული ღონისძიების (სამსახურიდან გათავისუფლება) ადეკვატურობასა და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი მოვალეობების დარღვევას მოპასუხე ორგანიზაციისათვის ზიანი არ მიუყენებია (აღნიშნული გარემოება დადგენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და იგი სადავოდ არ არის გამხდარი). სააპელაციო პალატა ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სადავო ბრძანების მიღებამდე მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული; ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ. მ. წლების განმავლობაში მუშაობდა სს „ს. რ.-ში“ სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იგი არის ს. რ.-ელთა ასოციაციის თავმჯდომარე.

პალატა აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას , რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული არგუმენტაცია დაედო საფუძვლად შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს 37-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა „უბრალოდ დარღვევა“, არამედ, მითითებულ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. შესაბამისად, პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio - ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით გაწერილი ქცევის იმ სტანდარტების დარღვევა, რაც დასაქმებულის მიმართ დამსაქმებლის ნდობას გააქარწყლებს. პალატის მოსაზრებით, ვ. მ.-ს არ ჩაუდენია კანონით გათვალისწინებულ სამსახურებრივ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც მისთვის უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის მიერ ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება . აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სს „ს. რ.-ის“ 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანება ვ. მ.-თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არამართლზომიერია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

4.4. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პალატა განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით, იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა, შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან.

შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის განმარტების საფუძველზე დგინდება, რომ ის პოზიცია, რომელიც ვ. მ.-ს გათავისუფლებამდე ეკავა დღეის მდგომარეობით ვაკანტური არ არის. აღნიშნული გარემოების საპირისპირო მტკიცებულებაზე მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითებულ თანამდებობებზე აღდგენით არ უნდა შეილახოს მესამე პირთა უფლებები, მათ შორის, იმ პირის უფლება, რომელიც დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ თანამდებობას ლეგიტიმურად იკავებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა უნდა დაეკისროს.

კომპენსაციის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს ვ. მ.-ს ------------ და მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა 7500 ლარით უნდა განისაზღვროს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისდ, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

„ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ამდენად, სს „ს. რ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჯის გადახდა 250 (100+150) ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ვ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ს. რ.-ის“ 2015 წლის 28 მაისის №XXX ბრძანება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

5. სს „ს. რ.-ს“ ვ. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 7500 ლარის ოდენობით;

6. სს „ს. რ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.




I შეჯამება:
შრომის ხელშეკრულების შეწყეტის საფუძვლად ვალდებულების უხეშ დარღვევის მითითებისას, უეში გაუფრთხილებლობა უნა განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათ ანალიზის მეშვეობით.

განმარტებული ნორმები:
სშკ-ის 37-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი

თეგები:
ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

განმარტების სრული ტექსტი:
პალატა აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით შეფასებულ უნდა იქნეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა. შ. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს არა მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ’ზ~ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი, არამედ ამავე კოდექსის 37-ე მუხლის ისტორიული ახსნა-განმარტებიდანაც.

II შეჯამება:
შრომა თავისუფალია. სახელმწიფოს ვალდებულია დაიცვას დასაქმებულთა შრომის უფლებები.

განმარტებული ნორმები:
საქართველოს კონსტიტუციის 30.1 მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხლი
თეგები:
შრომის თავისუფლება, შრომითი უფლებების დაცვა.

განმარტების სრული ტექსტი:
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

III შეჯამება:
აუცილებელია შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის ბალანსის დაცვა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მისი მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზეა.
განმარტებული ნორმები:
სსსკ-ის 102.1 მუხლი, სშკ-ის 37 ,,ზ“ ქვეპუნქტი
თეგები:
მტკიცების ტვირთის გადანაწილება, სამართლიანი ბალანსის დაცვა, ვალდებულების უხეში დარღვევა
განმარტების სრული ტექსტი:
პალატა განმარტავს, რომ, სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის, გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან ვალდებულების უხეში დარღვევის ელემენტზე მითითებით თავისუფლდება, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია დაადასტუროს გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი თავს ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ართმევდა.


IV შეჯამება:
დასაქმებულთა შრომის უფლებები დაცულია. ვალდებულების დარღვევის ფაქტი უნდა შეფასდეს მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით.

განმარტებული ნორმა:
საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხლი, სშკ-ის 37.1 ,,ზ“ ქვეპუნქტი

თეგები:
შრომის უფლებების დაცვა, სამსახურიდან დათხოვნა, ვალდებულების დარღვევა

განმარტების სრული ტექსტი:
პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დარღვევა, პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა გახდეს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით.

V შეჯამება:
დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით.მოცდენად უნდა ჩაითვალოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა.

განმარტებული ნორმა:
სშკ-ის 32.1 მუხლი.

თეგები:
იძულებითი მოცდენა, შრომის ანაზრაურება,

განმარტების სრული ტექსტი:
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს მიეცემა შრომის ანაზღაურება სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.


VI შეჯამება:
თანამდებობაზე აღდგენით არ უნდა შეილახოს მესამე პირთა უფლებები.

განმარტებული ნორმა:
სშკ-ის 38.8 მუხლი

თეგები:
თანამდებობაზე აღდგენა, ტოლფასი თანამდებობა.

განმარტების სრული ტექსტი:
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მითითებულ თანამდებობებზე აღდგენით არ უნდა შეილახოს მესამე პირთა უფლებები, მათ შორის, იმ პირის უფლება, რომელიც დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ თანამდებობას ლეგიტიმურად იკავებს.