ნახვები: 385
საქმის ნომერი: 1ბ/1099-17
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/1099-17 (2018-03-12), www.temida.ge
საქმის № 1ბ/1099-17

განაჩენი
საქართველოს სახელით
       12 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მანუჩარ კაპანაძე

ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,

პროკურორ - ლაშა კოტრიკაძის,
მსჯავრდებულ - ლ. კ.-ს;
ადვოკატ - ზ. ბ.-ს მონაწილეობით,

მსჯავრდებულ ლ. კ.-ს ადვოკატ ზ.-ბ ბ.-ს და ქალაქ თბილისის პროკურატურის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ. კ.-ს მიმართ, დაბადებული 1987 წლის 16 ივლისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი NXXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ხობის რაიონი, სოფელი ა. ხ.; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ფ.-ს XX-x, ბინა NXX, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.



აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
ლ. კ.-ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილების უფროსს ლ. კ.-ს შეკამათება მოუვიდა თბილისში, კ.-ს ქუჩა NXX-ში მდებარე ამავე განყოფილებაში მისულ ადვოკატ გ. მ.-თან, მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან დ. ბ.-თვის გაწეული იურიდიული კონსულტაციის - ბრალდებულის მიერ დუმილის უფლების არჩევის გამო. ლ. კ.-მ ძალადობით გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და გ. მ.-ს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
ლ. კ.-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 12 000 (თორმეტიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ლ. კ.-ს საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 13 ნოემბრიდან - 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა განსაზღვრული ჯარიმა და გათავისუფლდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის მოხდისგან.
საბოლოოდ, ლ. კ.-ს მოსახდელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა რომ:
ლ. კ.-მ ჩაიდინა მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო და საკმარისი ლ. კ.-ს ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. კ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ. ბ.-მ და ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.
ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. კ.-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
აპელანტის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა ლ. კ.-თვის ბარალდ წარდგენილი ქმედების გადაკვალიფიცირების შესახებ, არ ეფუძნება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებას, მოკლებულია სამართლებრივ არგუმენტაციას და შედეგია მტკიცებულებათა ზერელე და არაობიექტური შეფასებისა. ბრალდების მხარე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ადვოკატ გ. მ.-ს მიმართ განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და აღნიშნული ქმედება ჩაიდინა სწორედ ლ. კ.-მ. სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო ლ. კ.-ს კოლეგების - პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ისე, რომ თვალი დახუჭა მათში არსებულ არაერთ წინააღმდეგობაზე. პროკურორის აზრით, ბუნებრივია, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები სრულიად იდენტური ვერ იქნება, მაგრამ შეუძლებელია ისინი სხვადასხვა განმარტებებს იძლეოდნენ ისეთ საკვანძო საკიხებზე, როგორიც არის ფიზიკური შეურაცხყოფის სახე და ფორმა; ჩადენილ სამართალდარღვევაზე რეაგირების სახე და ფორმა; ,,თვითდაზიანების“ მიყენების ადგილი, მექანიზმი და მათივე მოქმედება; ხელბორკილების დადების დრო და დაკავებულის გათავისუფლების საკითხი. სწორედ ამ გადამწყვეტ საკითხებზე პოლიციელთა მიერ მიცემული სხვადასხვა განმარტებები მიუთითებს, რომ ისინი ცრუობენ და ადმინისტრაციული დაკავება განხორციელდა მხოლოდ ერთი მიზნით - ჩადენილი ძალადობის შესანიღბად. ამასთან, პოლიციელთა ჩვენებების გაზიარების ერთ-ერთ არგუმენტად სასამართლო მიუთითებს, რომ ისინი თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნებთან, მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად კი დადასტურდა, რომ ხსენებული დასკვნები არ ატარებენ კატეგორიულ ხასიათს და წარმოადგენენ სავარაუდო დასკვნებს. ასევე, სწორედ მათ საფუძველზე სასამართლომ დაზარალებულის ჩვენება ეჭვქვეშ დააყენა, რეალურად კი გ. მ.-მ დეტალურად და თანმიმდევრობით გადმოსცა 2015 წლის 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენები. მან დამაჯერებელი, ლოგიკური და არგუმენტირებული პასუხი გასცა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვებს.
ბრალდების მხარისათვის ასევე დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დადასტურებულად ვერ იქნა მიჩნეული ლ. კ.-ს ქმედება ძალადობის ნაწილში, მაშინ, როდესაც სასამართლოს წინააღმდეგობა არ შეუმჩნევია არანეიტრალური პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში, მან ნეიტრალური მოწმეების - დ. ბ.-ს, ზ. ბ.-ს და დაზარალებულის ჩვენებებს შორის ,,აღმოაჩინა“ ისეთი სახის წინააღმდეგობები, რომლებიც არ ატარებს არსებით ხასიათს და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ჩვენებების არასარწმუნოდ მიჩნევას. ორივე მოწმე კატეგორიულად გამორიცხავს გ. მ.-ს მიერ რაიმე სახის ძალადობის ან არაეთიკური ქმედების ფაქტს. ბრალდების მხარე არ ეთანხმება განმარტებას ს. ჭ.-ს და ს. კ.-ს ჩვენებების ირიბ ჩვენებებად შეფასების ნაწილშიც, ვინადიან აღნიშნული მოწმეები ადასტურებენ, რომ გ. მ.-ზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელდა ძალადობა და ეს უფროსმა - ლ. კ.-მ ჩაიდინა, სასამართლომ კი ისინი შეაფასა ზერელედ და არ შევიდა შინაარსში.
ამდენად, აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორი, არაობიექტური შეფასება მისცა და რიგ შემთხვევაში საერთოდ შეფასების გარეშე დატოვა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ქმნიან საფუძველს დასკვნისთვის, რომ ლ. კ.-ს ჩადენილი ქმედება შეესაბამება სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს.
დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ლ. კ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის სუბიექტური და წინააღმდეგობრივი გამოკვლეულ მტკიცებულებებთან მიმართებაში. სასამართლოს მიერ გაზიარებული პოლიციელთა ჩვენებებით დადგენილია პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ფაქტის მთელი ვითარება, როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ და რამდენ ხანს გაგრძელდა და როგორ დასრულდა; დეტალურადაა გადმოცემული კონფლიქტის მიმდინარეობა, რომელიც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და შეეხო არა მხოლოდ ლ. კ.-ს, არამედ გამომძიებელ ნ. ზ.-ს და გამომძიებელ დ. გ.-ს. ლ. კ.-მ შეიტყო მ.-ს აგრესიული ქმედებების შესახებ და მიუხედავად ამისა, მაინც სცადა მშვიდად, სიტყვითა და მოლაპარაკებით სიტუაციის განმუხტვა. დაცვის მხარის განმარტებით, საქმის მასალებიდან კარგად ჩანს, რომ ლ. კ. სიტყვიერად მოუწოდებს ადვოკატ მ.-ს დამშვიდებისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ იცის მ.-ს არასათანადო ქცევისა და დაპირისპირების შესახებ პოლიციის ორ გამომძიებელთან - ჯერ ზ.-თან, შემდეგ გ.-თან. გ. მ. კი არც პილიციის უფროსს ემორჩილება და არც მის მოწოდებებს, არც კი ცდილობს სიტუაციის დამშვიდებას და საბოლოოდ საქმე იქამდე მიყავს, რომ ყურს უწევს თავად პოლიციის უფროს ლ. კ.-ს, რომელიც უკვე მესამე პიროვნებაა, ვისთანაც გ. მ.-მ დროის იმ მონაკვეთში სიტუაცია გაამწვავა აშკარად უხეში და დამამცირებელი ქცევით. ამის შემდეგ კი ლ. კ.-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადვოკატის აგრესიული ქცევა შეეჩერებინა ადმინისტრაციული წესით. მას შემდეგ, რაც კ.-მ გასცა ბრძანება მ.-ს ადმინისტრაციული დაკავების შესახებ, ადვოკატი გახდა არაადეკვატური, წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობდნენ მის დაკავებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება, რომ ლ. კ.-ს არ გამოუყენებია მსუბუქი ღონისძიებები, მას შეეძლო მშვიდად გამოეკითხა ადვოკატი და გარკვეულიყო ვითარებაში, შეედგინა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, მოეთხოვა ადგილის დატოვება და ა.შ. დაცვის მხარის განმარტებით, ასეთი დასკვნის გამოტანისას მოსამართლე არის სუბიექტური, რადგან საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ლ. კ.-მ ყველაფერი სცადა აგრესიული ადვოკატის დასამშვიდებლად, თუმცა უშედეგოდ.
დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლოსათვის წარდგენილ გ. მ.-ს ადმინისტრაციული საქმის მასალებზე და აღნიშნავს, რომ მასალებში წარმოდგენილია პოლიციელთა პატაკები, გ.-ს, წ.-ს, ზ.-ს და სხვა პოლიციელთა დეტალური ახსნა-განმარტებები, სადაც გადმოსცემენ სრულ სურათს და ყვებიან სიტუაციის განვითარებასა და ლოკალიზაციაზე. ასევე მოპოვებულია მ.-ს წარსული ნასამართლობების შესახებ ინფორმაცია, ფოტოები და ა.შ. ადმინისტრაციულ საქმეში მოთავსებულია მ.-ს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც სრულყოფილად და უშეცდომოდაა შევსებული. ამ ფონზე კი გაუგებარია სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს ლ. კ.-მ ადმინისტრაციულად დაკავების თაობაზე განკარგულების გაცემამდე არ მოიძია სამართალდამრღვევის მამხილებელი მტკიცებულებები.
ამდენად, დაცვის მხარის განმარტებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ლ. კ.-ს მიერ გაცემული განკარგულების კანონიერებას ადვოკატ გ. მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ. კ.-მ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა ლ. კ.-მ და მისმა ადვოკატმა ზ. ბ.-მ მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ლ. კ.-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ. მ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, მივიდა ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებაში, დაკავებული არასრულწლოვნის - დ. ბ.-ს დასაცავად. ორდერი თავიდანვე ვერ მოძებნა და გამომძიებელს უთხრა, რომ შემდეგ წარმოადგენდა, დაკითხვის დაწყებამდე. გაესაუბრა დაკავებულის მშობლებს, შემდეგ შეხვდა და კონსულტაცია გაუწია დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ურჩია გამოეყენებინა დუმილის უფლება იმის გამო, რომ იყო ღამის საათები და ამასთან, პოლიციის თანამშრომლები ბრალდებულისგან ითხოვდნენ დაესახელებინა პირები, რომლებმაც თითქოსდა მასთან ერთად ჩაიდინეს ძარცვა. აღნიშნული ინფორმაცია გამომძიებელმა ნ. ზ.-მ მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც პოლიციის უფროსის მოადგილე ზ. გ.-მ მისსავე კაბინეტში, არასრულწლოვანი ბრალდებულის თანდასწრებით დაუწყო აგდებულად საუბარი - ,,შენ ვინ გეკითხება, ბავშვი გვაძლევს ჩვენებასო“, ,,ჯიბიდან ხელი ამოიღე ბიჭოო“. საუბარში ჩაერთო განყოფილების უფროსი ლ. კ., რომლემაც ასევე, აგდებულად უთხრა, რომ - შენ ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ, რა გინდა, ბავშვი გვაძლევს ჩვენებას, რატომ ერევიო. ამ ფაქტს შეესწრო დ. ბ.-ს მამა ზ. ბ.-ც. დაზარალებულის განმარტებით, გ.-ს კაბინეტიდან გამოსვლისას მას ყვირილით გამოეკიდა ლ. კ.. როდესაც დაჯდა, მასთან მივიდა ლ. კ. და თავი თავში დაარტყა მსუბუქად. მან (გ. მ.-მ) კითხა სახელი და გვარი, რაზეც უთხრა, რომ იყო განყოფილების უფროსი ლ. კ. და თან თითს ურტყამდა იმ ფურცელს, სადაც იწერდა მის სახელსა და გვარს. იგი არ აყვა პროვოკაციას და ზრდილობიანად მოუწოდებდა ლ. კ.-ს, შეეწყვიტა თავის დარტყმა. როდესაც ამ უკანასკნელმა მისგან (გ. მ.-გან) ვერ მიიღო საპასუხო რეაქცია, მოკიდა ხელი ნიკაპთან და გადაუწია სახე, რა დროსაც ინსტიქტურად თავადაც იგივენაირად თავზე, სადღაც ყურს მიდამოში შეხებით მოიშორა ლ. კ.. აღნიშიულის პასუხად, კ.-მ ხელი დაარტყა სახეში და გასცა ბრძანება, რომ დაეკავებინათ. პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს მისი დაკავება და უკნიდან ცემით მიათრევდნენ გ.-ს კაბინეტისკენ. ზუსტად ვერ დაასახელებს, თუ რამდენი პირი აკავებდა, ვინაიდან ზოგი უკნიდან მივარდა, ზოგი გვერდიდან. იგი (გ. მ.) აპროტესტებდა უკანონო დაკავებას და პოლიციელებს არ აძლევდა ბორკილების დადების საშუალებას, თუმცა მას სხეულის დაზიანება არავისთვის მიუყენებია, რადგან არ გაუწევია ისეთი წინააღმდეგობა, რომ პოლიცელებს მიეღოთ დაზიანებები. ბოლოს მიხვდა, რომ მის მოწოდებას, დაეცვათ კანონიერების ფარგლები, აზრი არ ჰქონდა. ამ დროს ტელეფონზე დაურეკა მეუღლემ - ს. ჭ.-მ, მან ხელი გაითავისუფლა პასუხის გასაცემად, მაგრამ ვერ მოახერხა ტელეფონის ყურთან მიტანა, ვინაიდან ს.-მ ხელი დაუჭირა, თუმცა ტელეფონზე ხელის გადასმა მაინც მოასწრო, რა დროსაც მეუღლემ გაიგო მისი ხმა - ,,ხელი გაწიეთ, რას აკეთებთ, ნუ მირტყამთ, ადვოკატი ვარო“. ამის შემდეგ წაართვეს ტელეფონი, დაადეს ბორკილები და დასვეს სკამზე. ლ. კ.-მ, რომელიც იყო ზედმეტად აგრესიული, სკამზე მჯდომარეს მთელი ძალით ჩაარტყა თავი და შემოარტყა ხელი, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. კ.-მ კვლავ გამეტებით შემოარტყა ხელი არაერთხელ, რის გამოც თავი გადაიქნია და სისხლის შხეფები შეესხა კედელზე, ასევე სისხლიანი ჰქონდა შარვალიც. მოწმის განმარტებით, ცემა გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთი, მას დაზიანებები სხვა ვითარებაში არ მიუღია, ისინი მიაყენა ლ. კ.-მ. პოლიციიდან გამოსვლისას გახდა შეუძლოდ, მისმა მეგობრებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გადაყვანილ იქნა ე. ბ.-ს სახელობის ჰოსპიტალში.
შსს ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილების უფროსის მოადგილე ზ. გ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს, ღამის საათებში ძარცვის ფაქტზე დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი დ. ბ., რომლის ინტერესების დაცვის მიზნით სახაზინო წესით დაინიშნა ადვოკატი გ. მ.. ამ უკანასკნელმა პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე გამოხატა უკმაყოფილება ღამის საათებში გამოძახების გამო, ხოლო მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა განაცხადა, რომ თანახმა იყო მიეცა აღიარებითი ჩვენება, ადვოკატი განაწყენდა ბრალდებულის ამგვარი პიზიციით და საქმის გამომძიებელ ნ. ზ.-თან მოუვიდა შელაპარაკება, უწოდა მას არაკომპეტენტური და არაპროფესიონალი. საუბარში ჩაერთო გამომძიებელი დ. გ., ხმაურზე გამოვიდნენ თავად (ზ. გ.) და განყოფილების უფროსი ლ. კ.-ც.. გ. მ.-მ ასევე შეურაცხმყოფელად მიმართა დ. გ.-ს - შენ ვინ გეკითხება პატარა ბიჭოო და ხელის კვრით მოიშორა. როდესაც ლ. კ.-მ სცადა ვითარებაში გარკვევა, გ. მ.-მ ყურზე ხელის შეხებით შემოაბრუნა თავისკენ, ყური აუწია კ.-ს, რაც იყო ადვოკატის არაეთიკური საქციელი და ამის გამო კ.-მ გასცა მ.-ს დაკავების განკარგულება. თანამშრომლებმა - გ.-მ და წ.-მ დააკავეს გ. მ., რომელიც მიჰყავდათ იქვე მდებარე ს.-ს კაბინეტში. გ. მ. პოლიციელებს უწევდა წინააღმდეგობას, იქნევდა ხელ-ფეხს, რა დროსაც კარის ერთ-ერთ ჩარჩოს მიარტყა სახე, დაეჯახა მაგიდას და წაიქცა იქვე ოთახის შესასვლელთან. თანამშრომლებმა მოახერხეს თვითდაზიანების აღკვეთა და დააკავეს იგი. არც ლ. კ.-ს და არც პოლიციის რომელიმე თანამშრომელს გ. მ.-თვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. დარჩა შთაბეჭდილება, რომ გ. მ. ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას, თუმცა ამ დროს მას (ზ. გ.-ს) სისხლის კვალი არ შეუნიშნავს. გ. მ.-მ დაიწყო ბოდიშის მოხდა და ითხოვდა - არ გადაეყვანათ დროებითი მოთავსების იზოლატორში, იგი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ხელწერილის საფუძველზე იქნა გათავისუფლებული. შემდგომში მის მიმართ არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები გაითხოვა პროკურატურამ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ. ზ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილებაში, რა დროსაც მომხდარი ძარცვის ფაქტზე დაიწყო გამოძიება; დაკავებული იქნა არასრულწლოვანი დ. ბ. და მისი ინტერესების დაცვის მიზნით საქმეში ჩაერთო ადვოკატი გ. მ., რომელმაც განყოფილებაში მისვლისთანავე გამოხატა უკმაყოფილება შუაღამისას გამოძახების გამო. მას ორდერი არ წარმოუდგენია, ისე დართეს არასრულწლოვანის დაცვის უფლება. როგორც მოწმემ აღნიშნა, დაკავებული დ. ბ. აპირებდა ჩვენების მიცემას, ადვოკატი კი ურჩევდა - არ მიეცა ჩვენება, მან (ნ. ზ.-მ) მოსთხოვა, შეჯერებულიყვნენ ერთ პოზიციაზე. პასუხად ადვოკატმა აუწია ტონს, მას უწოდა არაკომპეტენტური და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. საუბარში ჩაერია თანამშრომელი დ. გ., რომელსაც მ.-მ უთხრა: ,,შე ლაწირაკო, შენ ვინ ხარ, ვინ გკითხავსო“, შემდეგ წამოდგა და ხელი შემოარტყა დ. გ.-ს, ისე რომ შესაძლოა ეს ყურის აწევადაც ყოფილიყო აღქმული. ხმაურზე გამოვიდა განყოფილების უფროსი ლ. კ., რომელსაც ასევე აგრესიულად მიმართა მ.-მ - ,,შენ ვიღა ხარ, ვინ გკითხავსო“. კ.-მ უპასუხა, რომ იყო განყოფილების უფროსი და მოუწოდა დამშვიდებულიყო, მ. კი მიუბრუნდა და მასაც ისე შემოარტყა ხელი, როგორც დ. გ.-ს. ამის შემდეგ ლ. კ.-ს მითითებით, დ. გ.-მ და გ. წ.-მ დაიწყეს მ.-ს დაკავება და ცდილობდნენ ცალკე ოთახში გაეყვანათ იგი, ვინაიდან იქ იყო არასრულწლოვანიც და სხვა თანამშრომლებსაც მუშაობაში ხელი ეშლებოდათ. გ. მ. პოლიციელებს უწევდა წინააღმდეგობას, ცდილობდა, რომ არ შეეყვანათ იგი ოთახში. რადგან კარში სამივე ერთად ვერ შევიდოდა, ერთ-ერთს ხელი უნდა გაეშვა, რითაც ისარგებლა გ. მ.-მ და კარის ჩარჩოს მიზანმიმართულად დაარტყა თავი. ადვოკატი მიყავდათ შუა ოთახში, რომელიც ეკუთვნის ს.-ს, ლ. კ. ამ დროს წავიდა თავისი ოთახისკენ, მაგრამ რადგან იყო ბრახუნის ხმა და მ. ყვიროდა, კ.-ც შევიდა ს.-ს კაბინეტში. მოწმე ნ. ზ.-მ ასევე განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზოგადად გ. მ.-ს პოლიციელებისადმი აგრესიული დამოკიდებულების თაობაზე, რისთვისაც ადრე ნასამართლევიც იყო.
მოწმე დ. გ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ვ.-ს შსს სამმართველოს მე-X განყოფილების მორიგე ჯგუფში. 22:50 საათზე მიღებულ იქნა შეტყობინება ძარცვის ფაქტზე. გამოძიება დაიწყო გამომძიებელ ნ. ზ.-ს მიერ და დაზარალებულის მითითებით, დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი დ. ბ.. მას სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი - გ. მ.. მაშინ, როდესაც ბრალდებულს სურდა აღიარებითი ჩვენების მიცემა და გამოძიებასთან თანამშრომლობა, ადვოკატმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას არ მისცემდა. ნ. ზ.-ს მითითებაზე ბრალდებულის და ადვოკატის წინააღმდეგობრივ პოზიციასთან დაკავშირებით, გ. მ.-მ აგრესიულად მიუგო, რომ მისი ნება იყო ბ. მისცემდა თუ არა ჩვენებას, თვითონ გამომძებელს კი უწოდა უცოდინარი და არაკომპეტენტური. თავადაც ჩაერია საუბარში და ადვოკატს მოუწოდა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინა ნ. ზ.-თვის. აღნიშნულზე გ. მ.-მ უპასუხა - შენ ვინ გეკითხება პატარა ბიჭო, საერთოდ რატომ ერევიო, სახე სახესთან მიუტანა, ყურზე მოკიდა ხელი და შეანჯღრია. ხმაურზე გამოვიდა განყოფილების უფროსი ლ. კ., სცადა სიტუაციაში გარკვევა და დ. გ.-გან ისმენდა ინფორმაციას. ადვოკატმა მასაც ანალოგიურად უთხრა, თუ რატომ ერეოდა, სახე სახესთან მიუტანა და ყური აუწია. ლ. კ.-მ გასცა განკარგულება მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების შესახებ. იგი (დ. გ.) და გ. წ. ცდილობდნენ გ. მ.-ს დაკავებას, რის გამოც ეს უკანასკნელი გახდა აგრესიული. თანამშრომლება სცადეს ცენტრალური დარბაზიდან იგი გაეყვანათ მოადგილის - გ. ს.-ს კაბინეტში, გ. მ. კი ცდილობა თავის დაღწევას. კაბინეტში შეყვანისას პირველი შევიდა თავად, რა დროსაც დაინახა, რომ გ. მ. სახით მიეჯახა კარის ჩარჩოს, თან ცდილობდა კარებს არ მოშორებოდა და სახეს აჭერდა ჩარჩოს, შემდეგ დავარდა ძირს, რა დროსაც გ.-ც გადაყვა და ორივე დაეცა. მ. ხელ-ფეხის მოძრაობით არ აძლევდა მათ ბორკილების დადების საშუალებას, მაგრამ გ. წ.-თან ერთად მოახერხა ხელბორკილის უკანა მხარეს დადება და ადვოკატი დასვეს სკამზე. მომხდარის შედეგად მოწმემ დაზიანებები მიიღო ხელებზე და კისრის არეში. გ. მ. დაააკავეს ადმინისტრაციული წესით და შეავსეს სამართალდარღვევის ოქმი, ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, ამოღებული იქნა პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და გასაღები. დაკავების შემდეგ გ. მ.-მ სთხოვა პოლიციის თანამშრომლებს - მიეცათ საშუალება, დალაპარაკებოდა მეუღლეს, რომელიც რეკავდა, მათ ყურთან მიუტანეს ტელეფონი მ.-ს, რომელმაც მეუღლეს უთხრა, რომ იყო დაკავებული. ამის შედეგ გ. მ.-მ შეწყვიტა აგრესიული მოქმედება, დამშვიდდა და ითხოვდა, რომ არ გადაეყვანათ იზოლატორში; ამბობდა, რომ ჰყავდა ფეხმძიმე მეუღლე, მისი ოჯახის წევრები ინერვიულებდნენ და უნდოდა სახლში გაშვება. ხელმძღვანელობასთან - გ. ს.-თან შეთანხმებით, გ. მ. ადმინისტრაციული დაკავებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოწმის განმარტებით, პოლიციაში გ. მ.-ს მიმართ არანაირი შეურაცხყოფა არავის მხრიდან არ ყოფილა.
მოწმე გ. წ.-მ სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს ვ.-ს მე-X განყოფილებაში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. მიმდინარეობდა გამოძიება ძარცვის ფაქტზე და დაკავებული იყო არასრულწლოვანი ბრალდებული, რომლის ინტერესებსაც იცავდა ადვოკატი გ. მ.. გამომძიებლის მაგიდასთან ისხდნენ ბრალდებული, მამამისი და ადვოკატი გ. მ., რომელმაც გამომძიებელ ნ. ზ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ესაუბრებოდა უხეშად და უწოდა არაკვალიფიციური. მათ საუბარში ჩაერია განყოფილების თანამშრომელი დ. გ. და ადვოკატს მიმართა, რომ გამომძიებელთან ასე არ ესაუბრა. აღნიშნულზე ადვოკატი უფრო აგრესიული გახდა, დ. გ.-ს მიმართა - ,,პატარა ბიჭი, შენ ვინ გეკითხებაო“ და ყურზე მოქაჩა. ხმაურზე გამოვიდა განყოფილების უფროსი ლ. კ., რომელიც დ. გ.-გან ისმენდა ინფორმაციას, რა დროსაც გ. მ.-მ მასაც აგრესიულად მიმართა - შენ რატომ ერევი, რამდენი ხანია მუშაობო. მოწმის განმარტებით, ადვოკატი მ. შეურაცხმყოფლად იხსენიებდა პოლიციას, ამბობდა, რომ არ იქნა პოლიციის გამოსწორება, აკეთებდა ხელის უკონტექსტო მოძრაობებს და ლ. კ.-საც დაქაჩა ყურზე. აღნიშნულის შემდეგ ლ. კ.-მ გასცა გ. მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების განკარგულება. პოლიციელები გ. წ. და დ. გ. აკავებდნენ გ. მ.-ს, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მათ, პოლიციელები ცდილობდნენ მის შეკავებას და კაბინეტისკენ წაყვანას, რადგან იყო თვითდაზიანების მიყენების საფრთხე. ვინაიდან კარში სამივე ერთად ვერ შეეტეოდა, წინ შევიდა დ. გ., ამ დროს მ. ცდილობდა მიახლოებოდა კარის ჩარჩოს, რასაც სახით აწვებოდა, რა დროსაც მიიღო დაზიანებები, შემდეგ ინერციით წაბორძიკდნენ და გ. მ. იატაკზე დაეცა, წაიქცა დ. გ.-ც, თუმცა წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მ.-ს დაადეს ხელბორკილები. მოწმის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებს გ. მ.-თვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მისი მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის შედეგად დაზიანება მიიღო მან (გ. წ.-მ) და დ. გ.-მ. დაკავების შემდეგ მ.-ს არ ქონია შესაძლებლობა, ესარგებლა ტელეფონით. მას გაუჩერებლად ურეკავდნენ, განაცხადა, რომ ურეკავდა ფეხმძიმე მეუღლე, რის გამოც პოლიციელებმა მისცეს საშუალება ეპასუხა ზარისათვის. ტელეფონზე საუბრის დროს ოთახში იყო სიწყნარე. დაკავების შემდეგ გ. მ. რადიკალურად შეიცვალა და იხდიდა ბოდიშს, იგი ხელწერილით გაათავისუფლეს. მომხდარ ფაქტზე არსებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები პროკურატურამ გაითხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. მ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს იყო ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებაში პასუხისმგებელი მორიგე. გამომძიებელი ნ. ზ. აწარმოებდა საქმეს დაკავებული ბრალდებულის მიმართ, რომლის დაცვის მიზნითაც განყოფილებაში მივიდა ადვოკატი გ. მ.. მოწმე იმყოფებოდა სამორიგეოს შესასვლელში, როდესაც გაიგონა ხმამაღალი საუბარი გ. მ.-ს და ნ. ზ.-ს შორის, შემდეგ მიტრიალდა და დაინახა, რომ ადვოკატი მის თანამშრომელ დ. გ.-ს ეკამათებოდა, რა დროსაც მ.-მ ხელი შემოარტყა გ.-ს. მოწმის განმარტებით, ასევე დაინახა, თუ როგორ შემოარტყა ხელი გ. მ.-მ მოგვიანებით გამოსულ ლ. კ.-საც. ამ ფაქტს ასევე უყურებდნენ პოლიციის თანამშრომელი გ. წ., დაკავებული არასრულწლოვანი დ. ბ. და მამამისი. კ.-ს მითითებით, გ.-მ და წ.-მ დააკავეს მ., რომელიც მათ ბორკილების დადებაზე უწევდა წინააღმდეგობას, იყო შეხლა-შემოხლა და ხმამაღალი საუბარი. ადგილზე მყოფი პირებისთვის გარიდების მიზნით, ადვოკატი შეიყვანეს სხვა ოთახში ხელბორკილების გარეშე, რა დროსაც იგი კარს დაეჯახა, თანამშრომლებს მისთვის შეურცხყოფა არ მიუყენებიათ. ოთახში შეყვანის შემდეგ რა მოხდა, არ დაუნახავს. ასევე მიუთითა, რომ განყოფილებიდან გასვლისას გ. მ.-ს აღენიშნებოდა დაზიანებები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვ.-ს მე-X განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა გ. კ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს იმყოფებოდა სამსახურში. ღამის საათებში დაკავებული არასრულწლოვანის დაცვის მიზნით განყოფილებაში მივიდა ადვოკატი გ. მ., რომელმაც შუაღამისას გამოძახების გამო გამოთქვა უკმაყოფილება, აღნიშნა, რომ სახლში ფეხმძიმე მეუღლე დაატოვებინეს. მოწმემ გაიგო, რომ გ. მ.-მ გამომძიებელ ნ. ზ.-ს ხმამაღალი ტონით მიმართა - ,,თქვე უწიგნურებო“, ნ. ზ.-ს გვერდით მჯდომმა გამომძიებელმა დ. გ.-მ გ. მ.-ს მოუწოდა დამშვიდებისაკენ, რაზეც მ. კიდევ უფრო აგრესიული გახდა, წამოდგა ფეხზე და განაცხადა - ,,თქვენ არ იცით მე ვინ ვარ, ადვოკატი ვარ, თქვენ მე რას მასწავლით“ და დამამცირებლად მიმართა პოლიციის თანამშრომლებს. განყოფილებაში იმყოფებოდნენ მოქალაქეებიც, ამიტომ დ. გ. ცდილობდა მ.-ს დამშვიდებას, მან კი ყურის ბიბილოზე მოკიდა ხელი, ჩამოქაჩა და ლოყაზე შემოუტყაპუნა. ხმაურზე გამოვიდა განყოფილების უფროსი ლ. კ., რომელმაც სცადა სიტუაციაში გარკვევა და მ.-ს დამშვიდება, ადვოკატმა ახლა მას მიმართა - შენ საერთოდ ვინ ხარო და მასაც აუწია ყური. ამის შედეგ თანამშრომლებმა გ. წ.-მ და დ. გ.-მ ადმინისტრაციული წესით დააკავეს გ. მ. და მიჰყავდათ მოადგილის კაბინეტისკენ. ეს უკანასკნელი ყვიროდა - ,,რას მიშვებით, აგაფეთქებთ, მე ადვოკატი ვარ, უფლება არ გაქვთ’’ და ცდილობდა დასხლტომოდა დამკავებლებს, ოთახში შეყვანისას დაეჯახა კარის ჩარჩოს და წაიქცა. წ.-მ და გ.-მ წამოაყენეს, შეიყვანეს კაბინეტში და მოხურეს კარი, რის შემდეგაც არანაირი ხმაური აღარ გაუგია, ხელბორკილები არ დაუნახავს. განყოფილების თანამშრომლებს ადვოკატისათვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, იგი ხელწერილით გაათავისუფლეს ადმინისტრაციული დაკავებიდან.
ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილების თანამშრომელმა მ. წ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამსახურში ყოფნისას ჩადიოდა ნულ სართულზე, როდესაც გაიგო ხმაური. მისთვის უცნობი პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა, ადვოკატი გ. მ., პოლიციის თანამშრომლებს ეძახდა უვიცებს და გაუნათლებლებს. ამოსვლისას ადვოკატი აღარ დაუნახავს, პოლიციელებისაგნ შეიტყო, რომ გ. მ.-მ შეურაცხყოფა მიაყენა თანამშრომლებს, რის გამოც დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, ხოლო დაკავებისას ადვოკატმა მიიყენა თვითდაზიანება.
მოწმე ო. მ.-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას კ.-ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით. როდესაც განყოფილებაში დაბრუნდა, იქ დახვდა აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული არასრულწლოვანი. შემდეგ კვლავ დატოვა სამსახურის შენობა, ხოლო როცა გამთენიისას დაბრუნდა, მორიგისაგან შეიტყო, რომ დაკავებული ჰყავდათ ადვოკატი გ. მ., ვინაიდან იგი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს, პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თანამშრომლებისგან ასევე შეიტყო, რომ გ. მ.-მ დაკავებისას მიიყენა თვითდაზიანება.
ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს მოწმე ვ. მ.-მაც. მისი განმარტებით, განყოფილებაში შესულმა თანამშრომელ მ. მ.-გან შეიტყო, რომ დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატმა გ. მ.-მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განყოფილების ხელმძღვანელ ლ. კ.-ს და თანამშრომლებს - დავით გ.-ს და ნ. ზ.-ს, რის გამოც ადვოკატი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. საპატრულო ეკიპაჟმა იგი (ვ. მ.) და განყოფილების თანამშრომლები შეამოწმა ალკოტესტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. ს.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს სამსახურში იყო პასუხისმგებელი მორიგე. იგი იმყოფებოდა განყოფილების გარეთ, როდესაც შემოესმა ხმაური. განყოფილებაში შესულმა დაინახა, რომ აკავებდნენ არასრულწლოვანი ბრალდებულის დასაცავად განყოფილებაში მისულ ადვოკატ გ. მ.-ს. თანამშრომლებისაგან შეიტყო, რომ დარბაზში დაიწყეს ადვოკატის დაკავება და რადგან ხალხი იყო, შეეცადნენ მის ოთახში შეყვანას. კაბინეტში შესულმა დაინახა, რომ წ. და გ. ეჭიდავებოდნენ მ.-ს, ეს უკანასკნელი ძირს იწვა, ყვიროდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თანამშრომლებს, იყო აგრესიული და უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას, წ. და გ. კი ცდილობდნენ ხელების ამოტრიალებას და ხელბორკილის დადებას. ოთახი იყო არეული, მაგიდა და სკამები გაწეული. მოწმემ თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ გ. მ. დაკავებისას უწევდათ წინააღმდეგობას და ვერ შეყავდათ ოთახში. იგი მიეჯახა კაბინეტის კარს, რის შემდეგაც წაიქცნენ ერთად. დაკავების შემდეგ მ. დაწყნარდა და იხდიდა ბოდიშს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ადვოკატი დაკავებიდან ხელწერილით გაეთავისუფლებინათ. ს.-მ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის მიერ შემოწმდნენ ალკოტესტზე და სიმთვრალე არავის დაუდასტურდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ვ.-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე ნ. ს.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს იყო პასუხისმგებელი მორიგე. დაახლოებით 12-ის ნახევარზე რადიოსადგურის მეშვეობით შეიტყვეს მომხდარი ძარცვის შესახებ, რაზეც გამომძიებელმა ზ.-მ დაიწყო გამოძიება. გვიან ღამით, დაახლოებით სამი საათისათვის, ამავე გამომძებელმა მიმართა პატაკით, რომ ძარცვის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა გ. მ.-მ განყოფილების უფროსსა და რამდენიმე თანამშრომელს მიაყენა შეურაცხყოფა, განყოფილების უფროსსა და ერთ თანამშრომელს აუწია ყური, რის გამოც ითხოვეს მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ადვოკატი მ. აპელირებდა, რომ მორიგე ჯგუფში ყველა თანამშრომელი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ამიტომ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ყველა თანამშრომელი შემოწმდა ალკოტესტზე და ნასვამი არავინ აღმოჩნდა. გ. მ.-ს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო სამმართველოს ხელმძღვანელობამ და იგი ხელწერილით იქნა გაშვებული, პოლიციის შენობიდან გასვლისას პროტესტი არ გამოუხატავს. მოწმისათვის თანამშრომლებისაგან გახდა ცნობილი, რომ ადვოკატმა გ. მ.-მ დაკავებისას მიიყენა თვითდაზიანება.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხოდმაზე მოწმე დ. ბ.-მ განმარტა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, ღამის 2-3 საათზე დააკავეს და გადაიყვანეს ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებაში. პოლიციის თანამშრომლებთან საუბარში თქვა, რომ აღიარებდა დანაშაულს და მეტს არაფერს იტყოდა, სანამ არ მოვიდოდნენ მისი ადვოკატი და მშობლები. აღნიშნული პირების მისვლისა და მათთან კონსულტაციის შემდეგ გამომძიებელ ზ.-ს უთხრა, რომ იყენებდა დუმილის უფლებას, რაზეც განყოფილების უფროსი ლ. კ. გაბრაზდა და შელაპარაკება მოუვიდა ადვოკატ გ. მ.-თან. ლ. კ.-მ სახე მიუტანა მის ადვოკატს ახლოს, რაზედაც მ.-მ უთხრა, რომ ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა, ფურცელზე ჩაიწერა მისი სახელი და გვარი და წამოდგა. მას არ დაუნახავს, რომ გ. მ.-მ ლ. კ.-ს ყურზე მოკიდა ხელი და თავი გააწევინა; მოწმის განმარტებით, კ. და მ. იდგნენ მისგან მარჯვნივ, ირიბად და ვერ ხედავდა რა მოხდა. შემდეგ ლ. კ.-მ გ. მ.-ს სახესთან თუ მკერდთან კრა ხელი, შეათრია ოთახში და რა დროსაც დაიყვირეს - ხელბორკილები მოიტანეთო. ვინაიდან ოთახის კარი ოდნავ ღია იყო, ესმოდა ხელის დარტყმის ხმა და სიტყვები - ,,ადვოკატი ვარ ნუ მირტყამთო“. ამის შემდეგ იგი (დ. ბ.) მალევე გადაიყვანეს დროებითი დაკავების იზოლატორში. მოწმემ დამატებით აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მამამისი - ზ. ბ. იყო გარეთ და დაბრუნდა მაშინ, როდესაც გ. მ. შეათრიეს ოთახში, ხოლო თავად გადაყავდათ იზოლატორში; პოლიციის თანამშრომლებს შეკამათება არ მოსვლიათ გ. მ.-თან; ადვოკატს არც ნ. ზ.-თვის მიუყენებია შეურაცხყოფა, მხოლოდ განყოფილების უფროსს - ლ. კ.-ს და მის მოადგილეს მოუვიდათ მ.-თან კონფლიქტი.
მოწმე ზ. ბ.-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს არასრულწლოვანი შვილის - დ. ბ.-ს დაკავების გამო, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ვ.-ს პოლიციის განყოფილებაში. მისი შვილის ინტერესების დაცვის მიზნით, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატ გ. მ.-თან შეთანხმდნენ დუმილის უფლების გამოყენების თაობაზე, რის გამოც დაიძაბა ურთიერთობა მ.-ს და განყოფილების უფროს ლ. კ.-ს შორის. ადვოკატი ზრდილობიანად საუბრობდა, პოლიციელები კი აგრესიულად იქცეოდნენ, არ ეთანხმებოდნენ დუმილის უფლების არჩევას და ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. ზუსტად არ ახსოვს ლ. კ.-მ ან ზ. გ.-მ გ. მ.-ს მოსთხოვა ჯიბეებიდან ხელის ამოღება და დაჯდომა. ადვოკატმა ლ. კ.-ს უთხრა, რომ ჰქონდა ალკოჰოლის სუნი და ჰკითხა სახელი და გვარი, რაც ჩაიწერა ფურცელზე. არ დაუნახავს, რომ გ. მ.-ს ვინმესთვის ყური აეწიოს. როცა კ.-ს და მ.-ს შორის დაიძაბა ურთიერთობა, მან (ზ. ბ.-მ) დატოვა განყოფილება და გავიდა გარეთ. შესაბამისად, ვერ დაინახა როგორ შეიყვანა კ.-მ ადვოკატი ოთახში. ოთახიდან გაიგონა ყვირილის და ჩხუბის ხმა, კერძოდ, შემოესმა მ.-ს ხმა - ,,ნუ მირტყამთ, ადვოკატი ვარო“. ოთახში შებრუნებულს მისმა შვილმა უთხრა, რომ ადვოკატს დაადეს ბორკილები და ისე შეიყვანესო. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მას პოლიციის უფროსთან მანამდეც ჰქონდა ურთიერთობა და მისთვის არ შეუტყვია, რომ იყო ნასვამი, თუმცა რომ ყოფილიყო, მიხვდებოდა; პოლიციიდან მასთან არავინ მისულა და არ დამუქრებია, რომ მათ სასარგებლოდ მიეცა ჩვენება.
იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს უფროსის ს. კ.-ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს ადვოკატ გ. მ.-ს დაევალა არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა. გ. მ.-ს ჰქონდა ორდერის ფორმა და თვითონ უნდა ჩაეწერა მის (ს. კ.-ს) მიერ მინიჭებული ნომერი. რამდენიმე საათის შემდეგ დაუკავშირდა გ. მ.-ს მეუღლე და უთხრა, რომ გ. მ.-ს ტელეფონზე გაიგონა გინებისა და ჩხუბის ხმა და თხოვა სიტუაციაში გარკვევა. იგი (ს. კ.) წავიდა განყოფილებაში და ვინაიდან თავდაპირველად ვერაფერი გაარკვია, დარეკა გენ.ინსპექციაში. შემდეგ პოლიციაში ნახა გ. მ., რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში, ,, სახის ცალი მხარე არ ჰქონდა“. კითხვაზე, თუ რა მოხდა, პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს - ჩვენს უფროსს ცოტა მეტი მოუვიდაო. მოწმემ გ. მ.-გან შეიტყო, რომ ვიანიდან არასრულწლოვან ბრალდებულს ურჩია გამოეყენებინა დუმილის უფლება, გამომძიებელმა გამოხატა უკმაყოფილება, ამ დროს დაკითხვაზე შევიდა უფროსი ლ. კ.-ც, რომელსაც მან (გ. მ.-მ) უთხრა, რომ ბავშვის დაკითხვას პოლიციის უფროსი არ უნდა დასწრებოდა, რაზეც მოუვიდათ დაპირისპირება, გაიყვანეს ადვოკატი და ცემეს. შეიტყო ასევე, რომ ლ. კ.-თან ერთად სხვა პოლიციელებიც სცემდნენ, მაგრამ კ. დაინახა, რადგან იგი წინიდან ურტყამდა თავს.
მოწმე ი. შ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს დაახლოებით ექვსის ნახევარზე, ს. კ.-გან შეიტყო გ. მ.-ს პოლიციის განყოფილებაში ყოფნის თაობზე. როდესაც ადგილზე მივიდა, პოლიციიდან გამოსულმა ს. კ.-მ თქვა, რომ გ. მ. იყო ნაცემი და სისხლის ნაჟღენთები ჰქონდა პერანგზე. ი. შ. შეხვდა განყოფილების უფროსის მოადგილეს - ზ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ არასრულწლოვანს სურდა ჩვენების მიცემა, თუმცა გ. მ.-მ ჩვენება არ მიაცემინა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. უთხრა ასევე, რომ ადვოკატმა პოლიციის უფროსს ყურზე მოკიდა ხელი. პოლიციიდან გამოსვლისას ნახა გ. მ., რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები სახის არეში - მარცხენა თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ყელზე ჰქონდა ნაკაწრები, ცხვირი შეშუპებული, პერანგზე ჰქონდა სისხლი. მან (ი. შ.-მ) გ.-ს გადაუღო სურათი. დაზარალებულისგან შეიტყო, რომ ვინაიდან არასრულწლოვნს ურჩია გამოეყენებინა დუმილის უფლება, შელაპარაკება მოუხდა პოლიციის უფროსთან - თავი თავთან მიუტანეს ერთმანეთს, რა დროსაც ლ. კ.-მ გასცა ბრძანება, რომ დაეკავებინათ, მას ურტყამდა რამდენიმე ადამიანი, კონკრეტულად ვერ ასახელებდა ვინ. გ.-ს მისთვის არცერთი თანამაშრომლის სახელი და გვარი არ უთქვამს, გარდა ლ. კ.-სი.
მოწმე ზ. გ.-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 7 ნოემბერს მუშაობდა იურიდიული დახმარების ბიუროში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. ვინაიდან გარდაეცვალა მამა, მის ნაცვლად მორიგეობდა გ. მ.. ღამე, დაახლოებით 4-5 საათზე დაუკავშირდა ხელმძღვანელი ს. კ. და აცნობა გ. მ.-ს დაკავების შესახებ. დაახლოებით 40 წუთში მ. მ.-თან ერთად მივიდა ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებაში. ადგილზე დახვდნენ ს. კ., ი. შ., გ. მ.-ს მეუღლე და ბიძა. ს. კ.-მ თქვა, რომ გ. მ.-მ დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს გამოაყენებინა დუმილის უფლება, რის გამოც მოხდა პოლიციელებთან დაპირისპირება და შესაძლოა იყო ნაცემი. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ განყოფილებიდან გამოვიდა გ. მ., რომლესაც აღენიშნებოდა დაზიანებები: მარჯვენა მხარეს თვალის არეში, ცხვირთან და ტუჩზე. მ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები განყოფილების უფროსმა მიაყენა. ადვოკატი გახდა შეუძლოდ, რის გამოც გადაყვანილ იქნა კლინიკაში.
იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა მ. ბ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, დილის საათებში მოადგილე ი. შ.-მ უთხრა, რომ თბილისის ბიუროს ადვოკატი გ. მ., 7-8 ნოემბერს, ღამის საათებში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილებაში, სადაც დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და მის მიმართ განხორციელდა ძალადობა. მოწმე დაზარალებულს შეხვდა ჰოსპიტალში. მას მარცხენა თვალი ჰქონდა ჩალურჯებული და თვალის ირგვლივ აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები. გ. მ.-მ უთხრა, რომ არასრულწლოვან ბრალდებულს ურჩია დუმილის უფლების გამოყენება, რასაც მოჰყვა უკმაყოფილება განყოფილების ხელმძღვანელის მხრიდან, ეს გადაიზარდა კამათსა და შეურაცხყოფაში. მ. გაიყვანეს სხვა ოთახში, დააკავეს ადმინისტრაციული წესით და მასზე განხორციელდა ძალადობა.
მოწმე ს. ჭ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს მისი მეუღლე გ. მ. იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსის ს. კ.-ს შეტყობინების საფუძველზე, 3-ის 15 წუთზე წავიდა ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებაში, დაკავებული არასრულწლოვნისათვის იურიდიული დახმარების გაწევის მიზნით. დაახლოებით ორი საათის შემდეგ მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გ. მ.-ს, რა დროსაც მოესმა ჩხუბის ხმა, საშუალოზე მაღალი საუბარი და გ.-ს სასოწარკვეთილი ყვირილი - გაწიეთ ხელი, ნუ მირტყამთო. ამის შემდეგ დაურეკა ბიუროს უფროსს ს. კ.-ს, შემდეგ კი წავიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდნენ გ. მ.-ს თანამშრომლები. დაახლოებით ექვს საათზე, ან შვიდის ნახევარზე, ი. შ. და ს. კ. შევიდნენ განყოფილებაში და ნახევარ საათში გამოიყვანეს გ. მ., რომელიც იყო ნაცემი, სახე ჰქონდა შეშუპებული, ცალი მხარე ჰქონდა დეფორმირებული, მკერდის ზედა ნაწილში ჰქონდა ნაკაწრები და სისხლის ლაქები, სისხლის ლაქები ჰქონდა შარვალზე და პერანგზე. ვიანიდან გ. მ. იყო შეუძლოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით გადაიყვანეს ე. ბ.-ს კლინიკაში. მოწმემ მეუღლისგან შეიტყო, რომ ვინაიდან არასრულწლოვან ბრალდებულს ურჩია დუმილის უფლების გამოყენება, დაპირისპირება მოუვიდა ლ. კ.-თან. მისი დაკავებისას განსაკუთრებით აქტიურობდნენ განყოფილების უფროსი კ. და მოადგილე ზ. გ., ცემისას კი ლ. კ..
ე. ბ.-ს ჰოსპიტალში ქირურგიული განყოფილების მედდამ ს. უ.-მ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი მორიგეობისას მიმღები განყოფილებიდან ტვინის შერყევის დიაგნოზით მიიყვანეს გ. მ.. მას ასევე ჰქონდა სხვა მცირედი დაზიანებებიც, სილურჯე და ნაკაწრები.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელმა ლ. ვ.-მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე და განმარტა, რომ გამოძიება დაიწყო 2015 წლის 8 ნოემბერს საინფორმაციო საშუალებებში გადაცემული სიუჟეტზე მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. ასევე გავრცელდა გ. მ.-ს განცხადება. აღნიშნულზე პასუხისგებაში იქნა მიცმული ლ. კ.. მოწმემ 13 ნოემბერს შეადგინა ლ. კ.-ს დაკავების ოქმი, დაკავებისას მას დაზიანება არ აღენიშნებოდა და კ.-ს ექსპერტიზაზე წაყვანის საფუძველი არ არსებობდა.
ლ. კ.-მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მოახსენა, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება კ.-ს ქუჩაზე მომხდარი ძარცვის ფაქტზე. დაზარალებულის მითითებით დააკავეს არასრულწლოვანი დ. ბ. და გადაიყვანეს განყოფილებაში. გამოძიება დაიწყო გამომძიებელმა ნ. ზ.-მ, დაკავებულ არასრულწლოვანს დაენიშნა ადვოკატი სახაზინო წესით. დაახლოებით ღამის სამ საათზე იმყოფებოდა სამუშაო კაბინეტში, როდესაც შემოესმა ხმამაღალი საუბარი, ოთახიდან გამოსულმა ნახა განყოფილების თანამშრომელი დ. გ. და ადვოკატი გ. მ., რომლებიც იდგნენ ერთმანეთის პირისპირ და სახე ჰქონდათ ერთმანეთთან მიტანილი. ნ. ზ.-მ აცნობა, რომ სახაზინო ადვოკატმა - გ. მ.-მ ყველას მიაყენა შეურაცხყოფა და დ. გ.-ს აუწია ყური. მ. ახლა მათ საუბარში ჩაერთო და ლ. კ.-ს მიმართა ხმამაღალი ტონით - ,,შენ ვინ ხარ, რატომ ერევი გამომძიებლის და ადვოკატის ურთიერთობაშიო“. ლ. კ.-მ აუხსნა, რომ იყო განყოფილების უფროსი და მისი მოვალეობა იყო ჩარეულიყო მომხდარ კონფლიქტში, ასევე მოუწოდა მოეცადა ცოტა ხნით, ჯერ დაელაპარაკებოდა თანამშრომელს და შემდეგომ მას. როდესაც ზ.-ს და გ.-გან ისმენდა ინფირმაციას, მის გვერდით მდგომმა გ. მ.-მ მოკიდა ყურზე ხელი და შემოატრიალა, მან (ლ. კ.-მ) ხელზე მოკიდა ხელი მ.-ს და გასცა ადმინისტრაციული წესით დაკავების ბრძანება. აღნიშნულზე გ. მ.-მ დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, ამბობდა - ,,ვის აკავებთ ადვოკატი ვარო“. თანამშრომლებს გ. წ.-ს და დ. გ.-ს შეყავდათ მ. მოადგილის კაბინეტში, რაშიც თვითონ არ ჩარეულა. დაინახა, რომ გ. მ.-მ მთელი გაქანებით დაარტყა თავი კარის ჩარჩოს და დარჩა შთაბეჭდილება, რომ განზრახ იყენებდა დაზიანებას, შემდეგ დაბლა დავარდა იმ პირებთან ერთად, ვინც აკავებდნენ. ბოლოს წამოაყენეს და დასვეს ოთახის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს ერთ-ერთ სკამზე. მან (ლ.კ.-მ) გ.-ს და ერთ თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც ვერ იხსენებს, მოსთხოვა თავზე დადგომოდნენ დაკავებულს, რათა არ ჰქონოდა თავის დარტყმის საშუალება. მას გ.-მ და წ.-მ აცნობეს, რომ გ. მ. ფიზიკურად შეეხო მათ. ვინაიდან გ. მ. იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული, თანამშრომლებს მოსთხოვა შეედგინათ ადმინისტრაციული ოქმები. შემდეგ მოადგილეს უთხრა, რომ თუ მ. დამშვიდდებოდა, გაეთავისუფლებინათ და თავად დაბრუნდა სახლში. მოწმის განმარტებით, შემდგომში, ვინაიდან მომხდარი ფაქტი გადაიცემოდა ტელევიზიით და სამინისტროს ხელმძღვანელობა ღელავდა, იგი გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომლის თანახმად, ოქმის შემდგენი პირია გამომძიებელი დ. გ.. ოქმში დაკავების დრო მითითებულია 03:50 სთ. დაკავების მოტივად მითითებულია შემდეგი: 2015 წლის 08 ნოემბერს შსს ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გ. მ. თავისი საქციელით გამოხატავდა აშკარა უკმაყოფილებასა და უპატივცემულობას პოლიციის თანამშრომლების მიმართ. კერძოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ. მის მიერ გამოხატული აშკარა უპატივცემულობა გამოიხატა მასშიდაც, რომ გ. მ.-მ ყურის აწევით შეურაცხყო გამომძიებელ დ. გ.-ს და განყოფილების უფროს ლ. კ.-ს ღირსება. დაკავებისას გ. მ.-მ გაუწია წინააღმდეგობა, რითაც განახორციელა ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. ოქმში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ დაკავებისას გ. მ.-მ გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც გ. მ.-მ მიიღო დაზიანებები: მარჯვენა მხარეს ლავიწთან სიწითლე, მარცხენა თვალისა და ლოყის არეში სისხლნაჟღენთები, მარცხენა ყურის უკან სიწითლე, მარცხენა მხარეს შუბლთან სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ყურის არეში სიწითლე, მარჯვენა მხარეს ყელზე ნაკაწრი. შესიებული ცხვირი, ტუჩები.
2015 წლის 9 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ,,გ. მ.-ს სისხლის ნიმუშში“ აღმოჩნდა 0,13%0 ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
გ. მ.-ს სისხლის ნიმუშში ,,აღმოჩენილი 0,13%0 ეთილის სპირტი არ შეესაბამება ალკოჰოლურ თრობას (ფხიზელი)“;
ლ. კ.-ს და ზ. გ.-ს სისხლის ნიმუშები არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ნ.მ.-მ და გ. მ.-მ.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა გ. მ.-ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ერთი ცალი მოთეთრო ფერის ფურცელი, სადაც შესრულებული წარწერა იწყება შემდეგი სახით: ,,08.11.2015. დ. ბ...., რის შემდეგაც მითითებულია გარკვეული წარწერები, ბოლოს მითითებულია შემდეგი წარწერა - ,,ლ. კ. უფროსი’’.
მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ. მ.-ს მიერ დათვალიერების მიზნით წარმოდგენილია მობილური ტელეფონი, რომელიც არის LGG3 მოდელის. 2015 წლის 08 ნოემბრის სატელეფონო ზარები აღნიშნულ ტელეფონში მოთავსებულ სატელეფონო ნომერზე იწყება 01:20 საათით. კერძოდ 00:20 საათზე პირველი სატელეფონო ზარი განხორციელებულია ნომრიდან: 599 XX XX XX; ეს ნომერი ტელეფონში ჩაწერილია სახელით: S. K.. საუბრის ხანგრძლივობად დაფიქსირებულია დრო 00:01:44 ანუ 01 წთ და 44 წმ. მეორე სატელეფონო ზარი განხორციელებულია კვლავ ამ ნომრიდან 01:52 საათზე, რა დროსაც საუბრის ხანგრძლივობად მითითებულია 01 წუთი და 43 წმ. ზემოაღნიშნულის შემდეგ სატელეფონო ზარი ფიქსირდება ნომრიდან 595 XX XX XX, 01:54 საათზე, რა დროსაც საუბრის ხანგრძლივობად ფიქსირდება 04 წუთი და 04 წამი. ამ შემთხვევაშიც ეს სატელეფონო ნომერი ურეკავს გ. მ.-ს ტელეფონში მოთავსებულ ნომერს. გ. მ.-ს განმარტებით ნომერი: 595 XX-XX-XX ეკუთვნის სწორედ ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილების გამომძიებელს ნ. ზ.-ს. ზემოაღნიშნულის შემდეგ, 02:07 საათზე გ. მ.-ს სატელეფონო ნომრიდან გასულია ზარი S. K.-ის სატელეფონო ნომერზე: 599 XX XX XX, რა დროსაც საუბრის ხანგრძლივობა (ზარის მიღების ხანგრძლივობა) შეადგენს 01 წუთსა და 35 წმ-ს. ამის შემდეგ ფიქსირდება უპასუხო ზარი ნომრიდან 599 2X XX XX, რომელიც ტელეფონში ჩაწერილია სახელით: „S.”. ეს ზარი ფიქსირდება 04:08 საათზე. ზემოაღნიშნულის შემდეგ, 04:12 საათზე ეს ნომერი რომელიც ჩაწერილია სახელით „S.”, 04:12 საათზე ურეკავს გ.მ.-ს სატელეფონო ნომერს, რა დროსაც მიღებული ზარის ხანგრძლივობად ფიქსირდება 12 წამი, ხოლო შემდეგ კი ამავე ნომრიდან, რომელიც ჩაწერილია სახელით: „S.” (ნომერია: 599 2X XX XX) კვლავ არის დაფიქსირებული შემავალი სატელეფონო ზარი გ. მ.-ს ტელეფონის ნომერზე, რა დროსაც მიღებული ზარის (კავშირის ხანგრძლივობად) ფიქსირდება 03 წამი. ეს სატელეფონო ზარი განხორციელებულია 04:13 საათზე. ზემოაღნიშნულის შემდეგ, 04:16 და 04:27 საათზე ფიქსირდება ორი მიღებული ზარი „S.”-ს ნომრიდან. ზემოაღნიშნულის შემდეგ კი ფიქსირდება ხუთი უპასუხო ზარი ნომრიდან: 599 8X XX XX, რომელიც ტელეფონში ჩაწერილია სახელით: „z.” (ზ.) / გ. მ-ს განმარტებით ეს არის მისი ბიძაშვილის ა.-ს ტელ ნომერი. ზემოაღნიშნულის შემდეგ ფიქსირდება კვლავ უპასუხო ზარი ნომრიდან 599 2X XX XX/ რომელიც ჩაწერილია სახელით S. და ეკუთვნის გ. მ.-ს მეუღლეს - ს. ჭ.-ს. ეს ზარი ფიქსირდება 04:35 სთ-ზე. ზემოაღნიშნულის შემდეგ კი ფიქსირდება კვლავ „z.” (ზ.-ს) ნომრიდან ორი უპასუხო ზარი. ხოლო, შემდეგ ფიქსირდება 04:38 და 04:40 საათზე ორი უპასუხო ზარი S. K.-ის ნომრიდან. ამის შემდეგ კი დაფიქსირებულია „S.”-ს (გ.მ.-ს მეუღლის ს. ჭ.-ს ნომრიდან) ორი უპასუხო სატელეფონო ზარი: 04:42 და 04:46 საათზე, ხოლო შემდეგ კი ფიქსირდება „z.” (ზ.-ს) ნომრიდან განხორციელებული უპასუხო ზარი... ზემოაღნიშნულის შედეგ კი ფიქსირდება „S.-”-ს ნომრიდან (გ.მ.-ს მეუღლის ს. ჭ.-ს ნომრიდან) განხორციელებული უპასუხო ზარი: 05:02 სთ-ზე... ამის შემდეგ ფიქსირდება „S.”-ს ნომრიდან (გ.მ.-ს მეუღლის ს. ჭ.-ს ნომრიდან) განხორციელებული ექვსი უპასუხო ზარი 05:13 სთზე, 05:24 სთზე, 05:35 სთზე, 05:35 სთზე, 05:50 სთზე, 06:12 საათზე.
მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა ს. ჭ.-ს ,,Samsung”-ის ფირმის თეთრი ფერის კორპუსიანი მობილური ტელეფონის აპარატი, რომლის იმეი კოდებია: XXXXXXXXXXXXXXX/XX და XXXXXXXXXXXXXXX/XX. ტელეფონის აპარატში მოთავსებულია შპს,, მაგთიკომის“ სიმბართი, რომლის იმეი კოდი სააბონენტო ნომერია: 599-2X-XX-XX. ტელეფონის მეხსიერებაში არის პაპკა სახელწოდებით ,,ჟურნალი”, სადაც წერია ამ ნომრიდან და ამ ნომერზე განხორციელებული ზარები დროის მითითებით. აღნიშნულის მიხედვით, დღეს 2015 წლის 8 ნოემბერს პირველი ზარი განხორციელებულია 04:11 სთ-ზე ნომერზე 595-73-XX-XX; 04:12 სთ-ზე განხორციელებულია ნომერზე 595-71-XX-XX, რომელიც წერია სახელად ,,დ.”, შემდეგ 04:14 სთ-ზე ნომერზე 598-25-XX-XX სახელად რ., 04:14 სთ-ზე ნომერზე: 595-71-XX-XX; 04:15 სთ-ზე ნომერზე 595-73-XX-XX; 04:20სთ-ზე ნომერზე 599-89-XX-XX სახელად ზ. რეკავს, ხოლო 04:23 სთ-ზე აქედან ირეკება ნომერზე 577-98-XX-XX სახელად დ. ბ.. 04:24 სთ-ზე ისევ რეკავს ნომერი 599-89-XX-XX; 04:25 სთ-ზე ირეკება ნომერზე 598-16-XX-XX სახელად ი. ზ.; 04:26 ისევ ირეკება 595-73-XX-XX-ზე. 04:27 სთ-ზე ისევ რეკავს ნომერი 599-89-XX-XX; 04:28 სთ-ზე ისევ ირეკება ნომერზე 595-71-XX-XX. 04:31 სთ-ზე ისევ ირეკება ნომერზე 577-95-XX-XX; 04:32 სთ-ზე ირეკება 595-73-XX-XX-ზე, 04:33 სთ-ზე ისევ ირეკება 595-73-XX-XX-ზე. 04:35 სთ-ზე ირეკება 599-57-XX-XX-ზე სახელად ს. კ.. 04:50 სთ-ზე ნომერი 599-57-XX-XX რეკავს ამ ნომერზე. 05:15 სთ-ზე აღნიშნულ ნომერზე რეკავს ნომერი 595-71-XX-XX. ზემოთ აღნიშნული სატელეფონო ზარებიდან 595-73-XX-XX-ზე განხორციელებული ზარებიდან, 04:11 სთ-ზე ფიქსირდება 13 წამიანი საუბარი, ხოლო 04:12 სთ-ზე განხორციელებულ ზარზე ფიქსირდება 4 წამიანი საუბარი. აღნიშნულ ნომერზე განხორციელებულ სხვა ზარებზე საუბარი არ ფიქსირდება, რითაც ჩანს, რომ ზარი არის უპასუხო.
კომპიუტერული ექსპერტიზის N XXXXXXXXX დასკვნის თანახმად, 1.გამოსაკვლევი ვიდეო ჩამწერის მოწყობილობის მეხსიერებაში ფიქსირდება 16 (თექვსმეტი) კამერის ჩანაწერი, რაც მოიცავს პერიოდს 2015 წლის 05 აგვისტოს 11:05:53 საათიდან, 2015 წლის 08 ნოემბრის 18:48:37 საათამდე. 16 კამერიდან №7,№10,№14 და №16 კამერების ჩანაწერებში, ამოღებული მთელი პერიოდის მანძილზე ფიქსირდება წარწერა: ,,NO VIDEO” რაც გამოწვეულია კამერიდან მომავალი ვიდეო სიგნალის არ არსებობის გამო (დაზიანებული კამერა, კამერის შემაერთებელი სადენის დაზიანება და სხვა ტექნიკური გაუმართაობა.) ვიდეო ჩანაწერი მოწყობილობის ე.წ. ,,log”-ებში ფიქსირდება ინფორმაცია მისი მეხსიერებიდან ვიდეო ჩანაწერ(ებ)ის წაშლის შესახებ.
ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, გ. მ.-ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი იქნა ტანსაცმელი, რომელიც მისი განმარტებით ეცვა ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებაში, როდესაც განხორციელდა მისი ცემა, როგორც ეს მიუთითა თავის ჩვენებაში. კერძოდ, გ. მ.-ს მიერ წარმოდგენილია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი; მოთეთრო ფერის მაისური წარწერით: „იურიდიული დახმარების სამსახური. www.l..ge”, ,,GIORDANO“-ს ფირმის პერანგი და კაპიშონიანი ქურთუკი, რომლის ერთი მხარე არის მოშავო ფერის, ხოლო, მეორე მხარე კი არის მორუხო ფერის.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნის თანახმად, გ. მ.-ს წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ქურთუკი, პერანგი, მაისური, შარვალი) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში - შარვალზე არსებულ დაზიანებათა მორფოლოგია დამახასიათებელია მექანიკური (შესაძლო ფიზიკური-კუნთოვანი) ძალით ზემოქმედებით განვითარებისათვის; ქურთუკზე ლოკალურ მონაკვეთში არსებული, ხევით განვითარებული დაზიანების წარმოშობის მექანიზმის კონკრეტული გრადაცია ფაქტიური მონაცემთა მიხედვით შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. პერანგზე და მაისურზე რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ო.-მ.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: ,,ს.ს. №XXXXXXXXXXXX საქმეზე გ. მ.-ს ტანსაცმელი....”, მოთავსებული ჟაკეტზე, პერანგზე, მაისურსა და შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1-4, 6-8), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი გ. მ.-ს (ობ. №16, პაკეტი, წარწერით: ,,სისხლის სამართლის № XXXXXXXXXXXX საქმეზე გ. მ.-გან აღებული სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პერანგის მარცხენა სახელოზე არსებული ბიომასალის (ობ.№5) გენეტიკური პროფილი გ. მ.-ს (ობ.№16) გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდი ჩხირზე, აღებული კედლიდან საკონტროლო ანაწმენდი ჩხირზე...” (FCI386505) მოთავსებული ჩხირის (მუყაოს კონტეინერი, წარწერით: ,,ანაწმენდი ჩხირზე, აღებული ოთახში მარჯვენა კედლიდან.”) ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.№10) გენეტიკური პროფილი გ. მ.-ს (ობ №16) გენეტიკური პროფილის იდენტურია;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდი ჩხირზე, აღებული კედლიდან და საკონტროლო ანაწმენდი ჩხირზე...”, ,,FCIXXXXXX”, მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ.9) აღმოჩნდა მდედრობითი სქესის პირის ბიოლოგიური მასალა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდი 2 (ორი) ცალ ჩხირზე, აღებული მეტლახის იატაკიდან და საკონტროლო ანაწმენდი ჩხირზე...”, მოთავსებული ერთ-ერთი ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. №14) აღმოჩნდა მამრობითი სქესის პირის ბიოლოგიური მასალა, რომლის გენეტიკური პროფილი განსხვავდება გ. მ.-ს (ობ.№16), ზ. გ.-ს (ობ.№17; პაკეტი, წარწერით: ,,ზ. გ.-ს სისხლის ნიმუში”) და ლ. კ.-ს (ობ.№18; პაკეტი, წარწერით: ,,ლ. კ.-ს სისხლის ნიმუში) გენეტიკური პროფილებისგან;
ამავე პაკეტში მოთავსებული მეორე ჩხირის ბამბიან ბოლოსა და (ობ.15) და პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდი 3(სამი) ცალ ჩხირზე, აღებული კედლიდან და საკონტროლო ანაწმენდი ჩხირზე...”, მოთავსებული სამი ცალი ჩხირის ბამბიან ბოლოებზე (ობ. №11-13) ადამიანის ბირთვული დნმ-ის, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. მოცემული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ი. ე.-მ, რომელმაც განმარტა, რომ სერელოგიური კვლევის შედეგად მოწითალო-მოყავისფრო ლაქები ობიექტზე #1-4,6-8 აღმოჩნდა სისხლი. სხვა დანარჩენზე სერელოგიური კვლევა ვერ ჩატარდა მასალის სიმცირის გამო. ამიტომ უპირატესობა მიენიჭა გენეტიკურ კვლევას და ჩატარდა გენეტიკური იდენტიფიკაცია. გენეტიკური ექსპერტიზას კატეგორიულად იმის თქმა, რომ ეს იყო სისხლი, არ შეუძლია.
2015 წლის 10 ნოემბრის ამოცნობის ოქმის თანახმად, დ. ბ.-ს მიერ ამოცნობილ იქნა ლ. კ., რომელმაც ამოცნობის წინ განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი, სავარაუდოდ პოლიციის უფროსი, ნახა 2015 წლის 07 ნოემბერს, ღამის საათებში. აღნიშნულ პოლიციის უფროსს, დ. ბ.-ს თანდასწრებით, სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ამ უკანასკნელის ადვოკატთან - გ. მ.-თან პოლიციის შენობის პირველ სართულზე მდებარე საერთო ოთახში, რის შემდეგაც პოლიციის უფროსმა გ. მ. შეიყვანა იქვე მდებარე კაბინეტში და დ. ბ.-ს 1-2 წუთის განმავლობაში ესმოდა მამაკაცების ხმამაღალი საუბრის ხმა.
ლ. კ.-ს დაკავების ოქმის თანახმად, იგი დაკავებულ იქნა 2015 წლის 13 ნოემბერს 12:00 საათზე, ვიზუალური დათვალიერებით და მისი განმარტებით სხეულის დაზიანება არ აღენიშნება.
2015 წლის 11 ნოემბერს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულ იქნა თბილისში კ.-ს გამზირი NXX-ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც გ. მ.-მ განმარტა, რომ ,,უხეშ საუბარს ლ. კ.-ს მხრიდან მოყვა ხელით შეხება გ. მ.-ზე, რა დროსაც ხელი კრა. აღნიშნულზე მ. განმარტავს, რომ ხელები აიფარა და უნებლიედ მცირედად ხელით შეეხო ყურთან, სიტყვებით, რომ თავი შეეკავებინა ლ. კ.-ს აგრესიისაგან, თუმცა აღნიშნულს კ.-მ კვლავ აგრესიით უპასუხა და დაიწყო გ. მ.-ს ხელით ცემა სახის არეში. ლ. კ.-მ იქვე გასცა გ. მ.-ს დაკავების ბრძანება, რა დროსაც, გ. მ.-ს გადმოცემით, იგი დააკავა მისთვის უცნობმა რამოდენიმე პოლიციელმა, რომლებმაც შეიყვანეს იმავე ოთახში, საიდანაც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ოთახში შესვლისთანავე, გ. მ.-ს გადმოცემით, მას უცნობმა პოლიციელმა ზურგს უკან დაადო ხელბორკილი და დასვეს ლურჯი ფერის ნაჭრის დასაჯდომიან და მისაყუდებლიან რკინის კონსტრუქციის სკამზე... როგორც გ. მ. განმარტავს, ლ. კ. ურტყამდა მას ხელებს და თავს სახის არეში, რის შედეგადაც ცხვირიდან და ტუჩიდან სისხლი წასკდა, წამსკდარი სისხლისგან, გ. მ.-ს განმარტებით, დაისვარა მასზე ტანთცმული პერანგი, ე.წ. ,,საროჩკა“ და ჯინსის შარვალი მარჯვენა ბარძაყის ადგილას და მისივე განმარტებით, შესაძლოა ამ დროს სკამის ნაწილიც დაისვარა, თუმცა არ ახსოვს დაზუსტებით. გ. მ. ასევე განმარტავს, რომ ახსოვს, სისხლით მოისვარა მის ზურგს უკან კედლის ნაწილი მარჯვენა მხარეს სისხლის შხეფების შესხმის შედეგად. მისი სისხლით მოსვრილი იყო იატაკი მეთლახის ზედაპირით, ასეთ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდად გ. მ. ასახელებს დროის ინტერვალს დაახლოებით 10-15 წუთის მანძილზე, რის შემდგომაც მას განყოფილების უფროსის მოადგილემ მიუთითა თავის მოწესრიგების თაობაზე... აღნიშნულ კედელზე გ. მ.-ს გადმოცემით, მისი ცემის შედეგად კ.-გან არსებობდა სისხლის შხეფები, რომლებიც გ. მ.-ს ტუჩიდან და ცხვირიდან წასკდა. ვინაიდან გ. მ. მიუთითებდა მისი ცემის ადგილს, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე ექსპერტების მიერ მოხდა გ. მ.-ს მიერ ნაჩვენები ოთახის შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე კედლის და იატაკის დამუშავება - შესწავლა 3 ეტაპად. პირველ ეტაპზე ცისფერი კედელი, მისი მიმდებარე იატაკის მონაკვეთი, ლურჯი ფერის ნაჭრის მეტალის კონსტრუქციის სკამების და ოთახში არსებული შემინული ჟალუზებიანი შესასვლელის მეტალის კონსტრუქციის კარის და ჩარჩოს დათვალიერება სპეციალური ულტრაიისფერი სინათლის წყაროს დანადგარის ,,CRIMESCOPE CS -16-500“ მეშვეობით, რა დროსაც სისხლისმაგვარი ნივთიერების არსებობის აშკარა კვალის გამოვლენა ვერ მოხერხდა. მეორე ეტაპზე ამავე ექსპერტების მიერ განხორციელდა აღნიშნული ობიექტების დამუშავება სპეციალური ქიმიური ხსნარით ,,AQUEOUS LEUCO CRYSTAL VIOLET” N LV5091, ,,SIRCHIE” ფირმის, რომლის შემდეგაც დანათებულ იქნა ულტრაიისფერი სინათლის წყაროს დანადგარის ,,CRIMESCOPE CS -16-500” მეშვეობით, რა დროსაც აშკარა კვალი სისხლის ლაქისა ვერ იქნა აღმოჩენილი. რადგანაც ექსპერტის გ. ნ.-ს განმარტებით, სისხლის აშკარა კვალის არსებობისას შეინიშნება მსგავსი დამუშავების პირობებში აშკარა იისფერი ნათება, დანათებისას აღმოჩენილი იქნა სუსტი ნათების გამომცემი მოწითალო ფერში გარდამავალი ლაქები, რომლებზედაც მოხდა სამი ანაწმენდის აღება, ასევე 1 საკონტროლო ანაწმენდის აღება სპეციალური ჩხირით. ანაწმენდები მოთავსდა ცალ-ცალკე მუყაოს კოლოფებში და დაილუქა ერთ პაკეტად შტრიხკოდით FCIXXXXXX. ამასთანავე, კედლის მიმდებარედ მეტლახის იატაკის ზემოხსენებული ხსნარით დამუშავებისას და ულტრაიისფერი დანათების წყაროს დაშუქებისას გამოკვეთილი აშკარა სისხლისმაგვარი ლაქების აღმოჩენა არ მომხდარა, თუმცა მეტლახის იატაკის ფილების ჭრილებს შორის არსებული ღარებიდან განხორციელდა 2 ანაწმენდის და 1 საკონტროლო ანაწმენდის აღება, რომლებიც განთავსდა ცალ-ცალკე მუყაოს კოლოფებში და დაილუქა 1 პაკეტად შტრიხკოდის ნომერი FCIXXXXXX, ზემოაღნიშნული 2 ეტაპით შემოწმებისას ოთახში შესასვლელ მეტალის ჩარჩოიან შემინულ კარზე ჩარჩოზე და ლურჯი ფერის ნაჭრიან სკამებზე რაიმე საეჭვო კვალი სისხლის ან სხვა ბიოლოგიური ნიმუშისა არ აღმოჩენილა. მესამე ეტაპზე ზემოაღნიშნული ობიექტების მეთლახის იატაკის ცისფერი მყარი კედლის გ. მ.-ს მითითებული მონაკვეთის და ლურჯი ნაჭრის მეტალის კონსტრუქციის სკამების, ასევე ოთახის შესასვლელი მეტალის ჩარჩოიანი კარის და მისი ჩარჩოს დამუშავება განხორციელდა სპეციალური ქიმიური ხსნარით ,,BLUESTAR”-ით, რომელიც ექსპერტების განმარტებით, არის გაცილებით მყარი კონსისტენციის, თუმცა მისი გამოყენების შემდგომ, როგორც წესი ანაწმენდის დნმ-ის კვლევა უშედეგოა, რადგან სპეციფიურობის გამო ნადგურდება უმრავლესობა ბიოლოგიური კომპონენტების. ამასთანავე, ამ უკანასკნელის გამოყენებისას გაცილებით თვალსაჩინოდ წარმოჩინდება სისხლისნაირი ლაქები. მესამე ეტაპზეც სისხლის ლაქების აღმოჩენა ვერ განხორციელდა ოთახის შესასვლელი შემინული კარის მეტალის ჩარჩოზე და თავად კარზეც, ასევე ვერ იქნა აღმოჩენილი ასეთი ლაქები მეთლახის მითითებულ იატაკზე. აღნიშნული ხსნარით დამუშავების და ულტრაიისფერი სინათლის წყაროს დასხივებით სისხლისმაგვარი ლაქები აღმოჩენილ იქნა შესასვლელი კარის მარჯვნივ მდებარე მყარ ცისფერი შეფერილობის კედელზე, დაბლა მხარეს, იატაკიდან დაახლოებით 100-120 სანტიმეტრზე, რაზედაც მოხდა ექსპერტების მიერ 1 ანაწმენდის და 1 საკონტროლო ანაწმენდის აღება, რომლებიც განთავსდა ცალ-ცალე მუყაოს კოლოფებში და დაილუქა 1 ცალ პოლიეთილენის პაკეტში შტრიხკოდით FCIXXXXXX... ამავე თანმიმდევრობით ულტრაიისფერი დასხივებით მეორე ეტაპზე სპეციალური ქიმიური ხსნარით დამუშავებული იქნა და შემდგომ ულტრაიისფერი შუქით დასხივებული ამავე ოთახის არკაში მდებარე მეტალის ჩარჩო და კარის მეტალის ნაპირები. ასევე ამავე მეთოდით იქნა დამუშავებული პირსაბანი ნიჟარა და მის ქვემოთ მეთლახის იატაკის ზეადპირი. რა დროსაც სისხლისმაგვარი ლაქების არსებობა აღმოჩენილ ვერ იქნა. გ. მ.-ს გადმოცემით მისი ხელბორკილის დადებიდან დაცემის ფაქტის შემდეგ, თავის მოწესრიგების შემდგომ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომლის შინაარსსაც არ დაეთანხმა, მომხდარი ინციდენტიდან დაახლოებით 3 საათში იგი გათავისუფლებულ იქნა ხელწერილის ჩამორთმევით და განყოფილებიდან გავიდა ცენტრალური კარით, სადაც მას დახვდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი გადაყვანილ იქნა ელიზაბეტ ბლექველის სახელობის ჰოსპიტალში, სადაც მითითებული განყოფილების ოთახში მიღებული დაზიანებების გამო გადიოდა მკურნალობას.’’
2015 წლის 17 ნოემბერს შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულ იქნა თბილისში კ.-ს გამზირი NXX-ში მდებარე შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც დ. გ.-მ მიუთითა ნ.ზ.-ს სამუშაო მაგიდაზე, რომლის სიახლოვესაც მოხდა ადვოკატ გ. მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება. შემდგომ მიუთითა მარშრუტზე, რომლის გავლითაც მან და გ. წ.-მ იძულებით მიიყვანეს დაკავებული განყოფილების უფროსის მოადგილის - გ. ს.-ს კაბინეტისაკენ, რომელიც მდებარეობს ნ. ზ.-ს სამუშაო მაგიდიდან დაახლოებით 7-8 მეტრში. კაბინეტის კარი არის შემინული და გააჩნია ალუმინის ჩარჩო, დ. გ.-მ მიუთითა კარის ჩარჩოს მარჯვენა ნაწილის ზედა მხარეს სადაც, მისი თქმით, დაკავებული გ. მ. წინააღმდეგობის გაწევისას თავით (კონკრეტულად თავის რა ნაწილით არ დაკვირვებია, შესაბამისად არ იცის) შეეჯახა ჩარჩოს. ამის შემდგომ დ. გ.-მ მიუთითა ოთახის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს კედელთან არსებულ სკამებზე და ოთახის შუა ნაწილში მდგარ მაგიდებზე, რომლებსაც ეჯახებოდა დაკავებული გ. მ., ასევე დ. გ.-მ მიუთითა შესასვლელიდან დაახლოებით 2-3 მეტრში, მარჯვენა მხარეს, აღნიშნულ სკამებსა და მაგიდებს შორის ადგილზე, სადაც მისი თქმით იატაკზე დაეცა გ. მ. და თვითონაც დაეცა ზემოდან, რისი მიზეზიც იყო გ. მ.-ს მხრიდან პოლიციელებისათვის ფიზიკური წინაღმდეგობის გაწევა და ძალისმიერი მოქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ოთახში შემოყვანის შემდეგაც. ამის შემდგომ დ. გ.-ს მიეცა წინადადება დემონსტრირება მოეხდინა თუ რა ვითარებაში (სხეულის რა ნაწილით) დაეცა იატაკზე ის, რაზედაც დ. გ.-მ განაცხადა, რომ ეს დეტალები, ანუ საგნების რა მიმდევრობით, ასევე სხეულის რა ნაწილებით შეეჯახა, ან რა ვითარებაში დაეცა იატაკზე დეტალურად არ ახსოვს, შესაბამისად ვერ მოახდენს აღნიშნულის დემონსტრირებას.
2015 წლის 17 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე გ. წ.-თან 2015 წლის 8 ნოემბერს მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. გ. წ.-მ მიუთითა კარის ჩარჩოს მარჯვენა ნაწილის ზედა მხარეს, რის სიახლოვესაც ჰქონდა დაკავებულ გ. მ.-ს სახე და ცდილობდა გაეწია წინააღმდეგობა, რათა არ შეეყვანათ იგი კაბინეტში. გ. წ.-მ განმარტა, რომ მას არ დაუნახავს გ. მ.-ს მიერ კარის ჩარჩოზე მირტყმის ფაქტი და შესაბამისად არ შეუძლია დეტალურად აღწერა, თუ სახის რა ნაწილი მიარტყა მან კარის ჩარჩოს, თუმცა იგი კარის ჩარჩოს ზედა ნაწილში, ჩარჩოს გარეთა მხრიდან აწვებოდა ცხვირით, სახის მარცხენა მხრიდან, რისი დემონსტრირებაც მოახდინა გ. წ.-მ, კაბინეტში შესვლის შემდგომ კი გ. მ.-ს ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ამიტომაც გ. მ.-ს მიერ აღნიშნული დაზიანების მიღებას, გ. წ. უკავშირებს მ.-ს მიერ კარის ჩარჩოსთან ურთიერთქმედებას. გ. ს.-ს კაბინეტში, შესასვლელის პირდაპირ, შესასვლელიდან 2-3 მეტრში გ. წ.-მ მიუთითა ადგილი, სადაც დაეცა გ. მ. იატაკზე სახის მარცხენა ნაწილით, რისი დემონსტრირებაც მოახდინა გ. წ.-მ. გ. წ.-ს განმარტებით, გარდა მის მიერ მითითებული შემთხვევებისა (კარის ჩარჩო და იატაკი) მისთვის უცნობია, თუ სხვა რა ვითარებაში მიიღო გ. მ.-მ სხეულის დაზიანებები.
2015 წლის 17 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე გ. კ.-გან 2015 წლის 8 ნოემბერს მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. გ. კ.-ს მიეცა წინადადება, დემონსტირება მოეხდინა, თუ რა ვითარებაში და სად დაეცა იატაკზე გ. მ., რაზედაც გ. კ.-მ მიუთითა ადგილი, სადაც დაინახა, რომ დაეცა გ. მ., კაბინეტში შესასვლელის პირაპირ, შესასვლელიდან დაახლოებით 2 მეტრში, რაც შეეხება გ. მ.-ს დაცემის დემონსტრირებას, გ. კ.-მ განმარტა, რომ მას დეტალურად არ შეუძლია აღნიშნული მოვლენის აღწერა, ვინაიდან გ. მ.-ს გ. ს.-ს კაბინეტში დაცემისას, გ, კ. იმყოფებოდა თავის მაგიდასთან (რომელიც გ. ს.-ს კაბინეტიდან დაშორებულია დაახლოებით 12-14 მეტრით) და ვერ დაინახა თუ რა მდგომარეობაში და სხეულის რა ნაწილით დაეცა იატაკზე ადვოკატი გ. მ.. შესაბამისად, არ დაუნახავს რა სახის და სხეულის რა მიდამოში მიიღო მან დაზიანება.
2015 წლის 17 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე მ. მ.-გან 2015 წლის 8 ნოემბერს მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. მ. მ.-ს მიეცა წინადადება დემონსტირება მოეხდინა თუ რა ვითარებაში და სად დაეცა იატაკზე გ. მ., რაზედაც მ. მ.-მ მოახდინა აღნიშნულის დემონსტირება. კერძოდ, მან მიუთითა, რომ ადვოკატ გ. მ.-ს შემოსვლისას ის იყო შემოსასვლელი კარის პირდაპირ, სამორიგეო მაგიდასთან, საიდანაც მან მიასწავლა გ. მ.-ს ნ. ზ.-ს სამუშაო მაგიდა. მისივე განმარტებით, ამ სამუშაო მაგიდას ის საერთოდ არ მოსცილებია. როგორც ექსპერიმენტით დადგინდა ნ. ზ.-ს სამუშაო მაგიდას მის სამორიგეო მაგიდიდან ყოფს გამჭირვალე (სავარაუდოდ მინის) მოლურჯო ფერის აბრა, საიდანაც ის უყურებდა მიმდინარე მოვლენებს - იმ დროს, როდესაც შემოესმა შელაპარაკების ხმა მის თანამშრომლებსა და ადვოკატ გ. მ.-ს შორის და უკან მიბრუნდა. მსგავს ხმამაღალ შელაპარაკებას მისივე განმარტებით, რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი, ერთ-ერთი ასეთი შელაპარაკებისა და მისი მხრიდან ამ ადგილის დათვალიერების მიზნით მობრუნებისას, გამჭირვალე, მოლურჯო ფერის ხსენებული მინის აბრიდან მან დაინახა, თუ როგორ შეეხო გ. მ. მის თანამშრომელს დ. გ.-ს, შემდეგ კი ლ. კ.-ს, მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ჩაერთო მათ საუბარში ვითარების გარკვევის მიზნით, ამის შემდეგ მოხდა გ. მ.-ს დაკავება, ამ პროცესებში არ ჩართულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში იმყოფებოდა სამორიგეო მაგიდასთან და იქიდან ხსენებული გამჭირვალე აბრიდან აკვირდებოდა განვითარებულ მოვლენებს, სწორედ აქედან ნახა, თუ როგორ წაიქცა ფოიეში გ. მ. დაკავებისას, როდესაც თანამშრომლებს უწევდა წინააღმდეგობას. მას არ დაუნახავს, თუ სხეულის რა ნაწილით დაეცა ადვოკატი მეტლახის საფარიან იატაკზე, ამის შემდეგ ის მყისვე წამოაყენეს მისმა თანამშრომლებმა და გაიყვანეს გ. ს.-ს სამუშაო ოთახისაკენ, სადაც შესასვლელ კარებთან გ. მ. კვლავ დაეჯახა სხეულით (თუ რა ნაწილით არ დაუნახავს) ხსენებული კარების მეტალის ჩარჩოს. აღნიშნულის შემდეგ მისმა თანამშრომლებმა გ. მ. შეიყვანეს გ. ს.-ს ოთახში და მისი თვალთახედვის არიდან გაუჩინარდა, შესაბამისად რა ხდებოდა ამ ოთახში მას არ დაუნახავს. ამდენად, მ. მ.-ს მიერ მითითებული იქნა ის ადგილი, სადაც პირველად დაეცა გ. მ. (თუმცა ამ დაცემის დეტალები მას ზუსტად არ დაუნახავს), ასევე გ. ს.-ს სამუშაო კაბინეტში შესასვლელი კარის ჩარჩო, რომელსაც მისივე განმარტებით, შეეჯახა გ. მ., თუმცა სხეულის რა ნაწილით შეეჯახა ის, ზუსტად არ დაუნახავს, რადგანაც ამ პროცესებს უყურებდა ზურგიდან. მ. მ.-მ მოახდინა ამ უკანასკნელი შეჯახების დემონსტრირება ხსენებულ ადგილთან, რაც დასურათდა. უშუალოდ დაშორება მის სამორიგეო მაგიდასა (საიდანაც ის აკვირდებოდა მოვლენებს) და ნ. ზ.-ს სამუშაო მაგიდას (სადაც მოხდა გ. მ.-ს დაკავება) შორის, არის დაახლოებით 10-12 მეტრი.
2015 წლის 17 ნოემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე ზ. გ.-გან 2015 წლის 8 ნოემბერს მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ზ. გ.-მ განმარტა, რომ მას ახსოვს გ. მ.-ს მიერ წინააღმდეგობის გაწევისას იგი სახით შეეჯახა აღნიშნული კარის ჩარჩოს, ხოლო ჩარჩოს მარჯვენა ნაწილს შეეჯახა თუ მარცხენა ნაწილს, არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს კონკრეტულად სახის რა ნაწილით შეეჯახა აღნიშნული კარის ჩარჩოს და შესაბამისად, აღნიშნულის დემონსტრირებაც არ შეუძლია. გ. ს.-ს კაბინეტში შესვლის შემდეგ, ზ. გ.-მ მიუთითა შესასვლელის პირდაპირ 2-3 მეტრში ის ადგილი, სადაც დაეცა გ. მ. იატაკზე და დაადეს ხელბორკილი, თუმცა მას არ ახსოვს კონკრეტულად სხეულის რა ნაწილით დაეცა ძირს და რა მდგომარეობაში იყო ძირს წაქცეული გ. მ. და აღნიშნულის დემონსტრირებაც არ შეუძლია. ზ. გ.-ს განმარტებით, მის მიერ ზემოთ მითითებული შემთხვევების გარდა (კარის ჩარჩო და იატაკი) მისთვის უცნობია სხვა ვითარებაში მიიღო თუ არა გ. მ.-მ სხეულის დაზიანებები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ჩანაწერებით დასტურდება, რომ 08.11.15. დაშავებულია მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება სახის, განსაკუთრებით მარცხენა თვალბუდის, შუბლის და ყვრიმალის არეში მრავლობითი ექსკორაციები და კანქვეშა ჰემატომა. გადმოცემით არის ადვოკატი. პიროვნების დაცვის დროს კონფლიქტი მოუვიდა პოლიციელებთან. მისივე გადმოცემით, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
გ. მ.-ს პაციენტის სამედიცინო ბარათი # XXX/XXXX თანახმად, დაშავებულია მამაკაცი რომელსაც აღენიშნება სახის განსაკუთრებით მარცხენა თვალბუდის შუბლისა და ყვრიმალის არეში მრავლობითი ექსკორაციები და კანქვეშა ჰემატომა. მისი გადმოცემით არის ადვოკატი, პიროვნებას დაკითხვის დროს კონფლიქტი მოუვიდა პოლიციელებთან და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნავს, რომ წამიერად დაკარგა გონება, აქვს გულის რევის შეგრძნება, თავის ძლიერი ტკივილი და თავბრუსხვევა.
სამედიცინო ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას გ. წ.-ს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები, ნაჭდევებისა დ სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სამედიცინო ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას დ. გ.-ს სხეულზე აღნიშნული დაზიანებები, ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნულ დასკვნებთან დაკავშირებით დაკითხულმა ექსპერტმა თ. ქ.-მ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მათი სიზუსტე და განმარტა, რომ დაზიანებები შესაძლოა მიყენებული იყოს მუშტით, ფრჩხილით, ეს დაზიანებები შესაძლოა მიყენებული იყოს ორი ადამიანის ჩხუბის და ჭიდაობის შედეგად, შესაძლოა ყოფილიყო თვითდაზიანებაც.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის NXXXXXXXXX თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ე. ბ.-ს ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #XXXX-ის და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (უნორმო)-ს ქსეროასლების ჩანაწერების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ. მ. 2015 წლის 08 ნოემბრიდან, 2015 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით, დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ სახის მიდამოში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომები და ექსკორიაციები. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შპს ,,საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა MEDICAL HAUSE-ის’’ ბეჭდით დამოწმებული ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი NXXXXX–ის ქსეროასლის ჩანაწერების თანახმად, მოქ. გ. მ. 2015 წლის 10 ნოემბრიდან, 2015 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევის შემდგომი პერიოდი, მდგრადობის დარღვევა, თავბრუსხვევა, სამედიცინო დაწესებულებაში გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას. მოქ. გ. მ.-ს სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა სპეციალისტის მიერ, რომლის დასკვნითაც: დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ავადმყოფს დიაგნოზი თავის ტვინის შერყევა სწორად აქვს დასმული. აღნიშნული პათოლოგია არის ტრავმული გენეზის. დოკუმენტაციაში აღნიშნული პათოლოგია დაკავშირებულია 08.11.2015 თარიღთან და მკურნალობის ხანგძლივობა არ არის შეუსაბამობაში დოკუმენტაციაში აღწერილ მდგომარეობასთან, მის მიმდინარეობასა და ობიექტურ მონაცემებთან. პირადი შემოწმებით: 2015 წლის 11 ნოემბერს მოქ. გ. მ.-ს თავის მიდამოში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და სისხლჩაქცევების სახით და სისხლნაჟღენთების სახით კისრისა და გულმკერდის მიდამოებში (დეტალურად იხილეთ აღწერილობითი ნაწილი). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. თავის ტვინის შერყევა, თავის მიდამოში მდებარე ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევები იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო კისრისა და გულმკერდის მიდამოებში მდებარე სისხლნაჟღენთები, როგორც ერთობლიობაში, ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს (2015 წლის 08 ნოემბერს). ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა კ. ც.-მ.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის NXXXXXXXXX თანახმად, წარმოდგენილი სისხლის სამართლის NXXXXXXXXXXXX საქმის მასალების მონაცემებზე დაყრდნობით, დადგენილებაში გამოძიების მიერ დასმული კითხვების შესაბამისად, ექსპერტიზა მიდის შემდეგ შედეგებამდე:
თანახმად საქმის მასალებში არსებული ,,ს.ს.ი.პ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი NXXX/XXXX ( დათარიღებული 8/11/15-ით (ასლი)) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქალაქე გ. მ.-ს სამედიცინო დახმარება გაეწია 8/11/15-ს და დაუდგინდა დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრამვა. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული; ამავე დოკუმენტის ჩანაწერების თანახმად: მას აღენიშნებოდა დაზიანებები მარცხენა თვალბუდის, შუბლისა და ყვრიმალის არეში არსებული მრავლობითი ექსკორიაციების და კანქვეშა ჰემატომის სახით.
თანახმად, საქმის მასალებში არსებული, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნის ( 23.12.2015წ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი კ. ც. ) მონაცემებისა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ე. ბ.-ს ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი NXXXX-ის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (უნორმო)-ს ქსეროასლების ჩანაწერების თანახმად, მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქ. გ. მ. 2015 წლის 08 ნოემბრიდან, 2015 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა კლინიკაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ სახის მიდამოში აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომები და ექსკორიაციები.
პირადი შემოწმებით: 2015 წლის 11 ნოემბერს მოქ. გ. მ.-ს თავის მიდამოში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები ნაჭდევების, სისხლნაჟღენთების და სისხლჩაქცევების სახით და სისხლნაჟღენთის სახით კისრისა და გულმკერდის მიდამოებში (დეტალურად იხილეთ აღწერილობითი ნაწილი). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს - 2015 წლის 08 ნოემბერს. ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს გ. მ.-ს სხეულზე არსებულ დაზიანების განვითრების შესაძლებლობას, ვერც მოწმეების და ვერც დაზარალებულის მიერ აღწერილ გარემოებებში. კონკრეტულად თუ რა ვითარებაში მიიღო გ.მ.-მ მის სხეულზე არსებული დაზიანებები - აღნიშნულის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია. დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა ზ. გ.-მ და გ. ც.-მ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის N R XX.XX/ XXXX-XX მედ თანახმად, 08.11.2015წ. მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გ. მ.-ს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები:
- დაზიანებები სახის მარცხენა ნახევარში მარცხენა თვალბუდის, შუბლის მარცხენა ნახევრის, მარცხენა ლოყისა და მარცხენა წარბიდან მარცხენა ყვრიმალზე გარდამავალი სისხლნაჟღენთებისა და ზედა ტუჩის ლორწოვანზე სისხლნაჟღენთების სახით;
- სხეულის მარჯვენა ნახევარში კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, გულმკერდის ზედა მესამედში და მარჯვენა ლავიწის მიდამოში.
- გ. მ.-ს ასევე აღენიშნებოდა წერტილოვანი ნაჭდევები მარცხენა ყურის ბიბილოს უკანა ზედაპირზე.
- გ. მ.-ს დადგენილი აქვს თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი.
გ. მ.-ს სახის, კისრისა და გულმკერდის მიდამოებში არსებული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების, ან ასეთ საგნებთან კონტაქტის შედეგად, ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
გ. მ.-ს ქალა-ტვინის ტრამვა, გამოვლენილი თავის ტვინის შერყევის სახით, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.
ექსპერტიზას არ შეუძლია, დაადგინოს სახის მიდამოში არსებული დაზიანებებიდან კონკრეტულად რომელმა დაზიანებამ გამოიწვია თავის ტვინის შერყევა, საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო (11.11.2015წ. პირადი შემოწმებით არ არის დაზუსტებული სახის მარცხენა ნახევარში არსებული დაზიანებების ფორმა, კონტურები, უწყვეტობა-წყვეტილობა, ინტენსივობა).
სამედიცინო დოკუმენტებისა და 10.11.2015წ.- 23.12.2015წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა NXXXXXXXXX-ის მიხედვით, გ. მ.-ს სახის მიდამოში არსებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათი: მარცხენა თვალბუდის მიდამოში ცხვირის მარცხენა ფრთაზე გარდამავალი სისხლნაჟღენთი, სისხლნაჟღენთი შუბლის მიდამოში მარცხნივ (ზომით 2x1 სმ) (ზუსტი ლოკალიზაცია დაზუსტებული არ არის), მარცხენა წარბის მიდამოში, გარდამავალი მარცხენა ყვრიმალის მიდამოზე (ზომით 5x3 სმ ), (ზუსტი ლოკალიზაცია დაზუსტებული არ არის), მარცხენა ლოყის მიდამოში (5x7 სმ), კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე (3x1.5), გულმკერდის ზემო მესამედის წინა ზედაპირზე მარჯვნივ (ზომით 2.7x0.8), ზედა ტუჩის ლორწოვანზე მარცხნივ და ნაჭდევები მარცხენა ყურის ბიბილოს უკანა ზედაპირზე (ზომებით 0.1x0.1 სმ , 0.2 x 0.2 სმ). ყველა ჩამოთვლილი დაზიანება განლაგებულია გ. მ.-ს სახის მიდამოში, სახის მარცხენა ნახევარში. 11.11.2015 წ. ექსპერტის დასკვნაში ყველა სისხლნაჟღენთის ფორმად მითითებულია „უსწორო ფორმის“, არ არსებობს მონაცემები სისხლნაჟღენთების ფორმის, კონტურების, ინტენსივობის შესახებ, რაც წინამდებარე ექსპერტიზას არ აძლევს შესაძლებლობას, კატეგორიულობით იმსჯელოს გ. მ-.ს სახის მიდამოში დაზიანების მიმყენებელი მკვრივი, ბლაგვი საგნის მახასიათებლებზე. ექსპერტის დასკვნით შეუძლებელია იმის გარკვევა, სისხლნაჟღენთები განლაგებულია სხეულის პირობითი ხაზების ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად.
შენიშვნა: 8.11.15 წ. გ. მ.-ს მიერ ექიმის დანიშნულების შეუსრულებლობას, წოლით და დამზოგველ რეჟიმის დაუცველობას და სამკურნალო პრეპარატების არ მიღებას შეეძლო გამოეწვია თავის ტვინის შერყევის მიმდინარეობის დამძიმება და მკურნალობის ვადების გახანგძლივება.
ექსპერტის დასკვნა NXXXXXXXXX-ის მიხედვით, გ. მ.-ს სახეზე არსებული დაზიანებები თვალბუდის, ლოყის, წარბის მიდამოში განლაგებულია მხოლოდ სახის მარცხენა ნახევარში, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული DVD-R დისკში (შენიშვნა: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი წარმოდგენილი მასალის ავთენტურობას არ ადგენს) ჩანს დაზიანებები გ. მ.-ს სახის მარცხენა ნახევარში, რომლებიც ლოკალიზაციით ძირითადად შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო დასკვნა NXXXXXXXXX-ში აღწერილი დაზიანებების ლოკალიზაციებს. ვიდეომასალაში (მათი ავთენტურობის პირობით) ჩანს, რომ ისინი განლაგებულია სახის მარცხენა ნახევარში, ქმნის გარკვეულ გეომეტრიულ სურათს ერთ პირობით ვერტიკალურ ხაზზე. ეს დაზიანებები შესაძლოა წარმოქმნილიყო ერთდროულად, ერთ მომენტად, კუთხეების ან წიბოების მქონე მოგრძო ფორმის საგანთან, როგორიცაა კარების ალუმინის ჩარჩო, კონტაქტის ( შეჯახების ) შედეგად ისე, როგორც ამას მიუთითებენ თავის ჩვენებაში პოლიციის თანამშრომლები გ., წ., მ. და სხვები.
გ. მ.-ს ზედა ტუჩის ლორწოვანზე მარცხნივ, მე-2-3-4 კბილების საპროექციოდ აღწერილი სისხლნაჟღენთები მიყენებულია ტუჩის მიდამოზე გარედან რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მნიშვნელოვანი ძალით ზემოქმედების შედეგად და შესაძლოა წარმოქმნილიყო როგორც სახით იატაკზე დაცემის პირობებში (როგორც ამას მიუთითებენ მოწმეები გ. და წ.), ასევე ამ მიდამოებში გაშლილი ხელის ან მუშტის დარტყმით (როგორც ამას მიუთითებს, მაგრამ არ აზუსტებს დარტყმების კონკრეტულ მიდამოს დაზარალებული გ. მ.).
გ. მ.-ს მარცხენა ყურის ბიბილოს უკანა ზედაპირზე არსებული დაზიანებები მცირე ზომის წერტილოვანი ნაჭდევების სახით (ზომებით 0.1 x 0.1 სმ , 0.2 x 0.2 სმ) წარმოქმნილია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნების (ან მათი დეტალების , ნაწილების -კიდეების, წიბოების) ამ მიდამოს კანის ზედაპირის მიმართ გარკვეული კუთხით ,,გასრიალების“ ან მცირე ზომის უსწორობების, ხაოიანი ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის (ან მისი ნაწილის) დარტყმის ან ასეთზე დაცემის შედეგად, (ზოგადად, ნაჭდევის წარმოქმნის მექანიზმი) და შეუძლებელია წარმოქმნილი იყოს ამ მიდამოში ადამიანის გაშლილი ხელის ან მუშტის ზემოქმედებით, ან ამ მიდამოზე ადამიანის თავის დარტყმით, (როგორც ამას მიუთითებს დაზარალებული გ. მ.).
სისხლნაჟღენთები გ. მ.-ს კისრის მარჯვენა გვერდითი ზედაპირის მიდამოში (ზომით 3 x 1.5 სმ); გულმკერდის ზემო მესამედში, ლავიწშუა ხაზზე, (ზომით 2.7 x 0.8 სმ ; რომლის ფორმა, კონტურები და განლაგება დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ სისხლნაჟღენთის ზომებიდან გამომდინარე, ის გამოკვეთილად მოგრძო ფორმისაა), მარჯვენა ლავიწის ძვლის შუა მესამედის საპროექციოდ განლაგებული მცირე ზომის სისხლნაჟღენთი (ზომით 0.5 x 0.3 სმ) შესაძლებელია წარმოქმნილიყვნენ იმ პირობებში, როგორც ამას მიუთითებენ პოლიციის თანამშრომლები დაკითხვისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, კერძოდ, წინააღმდეგობის გაწევის დროს სხეულის სხვადასხვა მიმართულების მოძრაობისას გარშემომყოფ მკვრივ-ბლაგვ საგნებთან შეჯახების ან ასეთებზე დაცემის დროს.
ზოგადად, ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის თავზე თავის როგორც ერთჯერადი, ასევე მრავალჯერადი დარტყმის შედეგად, შესაძლებელია დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით წარმოიქმნას როგორც ერთ, ისე მეორე პირის სხეულზე, რაც დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, დარტყმის (ების) ძალაზე და სხვა.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, 08.11.2017წ. მომხდარი ინციდენტის შემდეგ გ. მ.-ს თავის და ზედა კიდურების მიდამოებში დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით არ აღენიშნებოდა (მარცხენა ყურის ბიბილოს უკან არსებული წერტილოვანი ნაჭდევების წარმოქმნის მექანიზმი განხილულია N2 პასუხში).
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტების ჩანაწერებში 8.11.2015 და 9.11.2015 წ, ანუ ტრავმის მიღებიდან რამოდენიმე საათში არ არსებობს გ. მ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათის სრულფასოვანი, სასამართლო-მედიკური შეფასებისათვის საკმარისი აღწერილობა. ამდენად, მხოლოდ 8-9.11.2015წ. არსებული ფოტოსურათების და (ან) ვიდეოკადრების მიხედვით დაზიანებების ფერზე და აქედან გამომდინარე, დაზიანებების ხანდაზმულობაზე რაიმე სახის კატეგორიულობით ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს. გ. მ.-ს სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობაზე მსჯელობა დასაშვებია მხოლოდ 11.11.2015 წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ ნაწარმოები პირადი შემოწმების შედეგად აღწერილი დაზიანებების ფერებისა და ელფერების გათვალისწინებით, ამ მონაცემების მიხედვით, გ. მ.-ს დაზიანებების წარმოქმნის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება 8.11.2015 წ. თარიღს.
ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, შეეძლო თუ არა გ. მ.-ს 8.11.2015წ. კონფლიქტურ სიტუაციაში დაეკარგა გონება, ვინაიდან, გონების ხანმოკლე დაკარგვა არის სუბიექტური შეგრძნება, გონების ხანმოკლე (წამიერი) დაკარგვის შესახებ მედიცინაში მსჯელობენ მხოლოდ პაციენტის მონათხრობის მიხედვით და გადატანილი ხანმოკლე გონების დაკარგვის ეპიზოდის დადასტურების სარწმუნო კლინიკო-ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული კვლევით დადასტურებადი ნიშანი მედიცინაში არ არსებობს.
08.11.2015წ. ტრავმის მიღების შემდეგ გ. მ.-ს ნევროლოგიური თვალსაზრისით თავის ტვინის მძიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა, მას აღენიშნებოდა თავის ტვინის მსუბუქი შერყევა, ცნობიერება ჰქონდა ნათელი, დროში და გარემოში ორიენტირებული იყო. როგორი იყო კონფლიქტიდან რამოდენიმე საათის შემდეგ გ. მ.-ს ფსიქო-ემოციურიო მდგომარეობა და რამდენად სრულფასოვნად შეეძლო მას დაკითხვებში მონაწილეობა, საკითხის გადაწყვეტა სცილდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენციას.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ. ნ.-მ და დამატებით განმარტა, რომ დაზიანება, რაც მ.-ს ფოტოზე აღენიშნება არ შეიძლება იქნეს მიყენებული თავით ან ხელით. ეს შესაძლებელია მიყენებული იქნეს რაღაცა საგნით, რომელსაც აქვს გამოხატული ფორმა, კუთხოვანი ფორმა. ხელის გული და მუშტი ამას არ გააკეთებდა; ადამიანის ხელს ასეთი გამოსახულების დადება არ შეუძლია. ზეტის მაგვარი ფორმის მიყენება ხელს არ შეუძლია.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას ლ. კ.-ს უდანაშაულობასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ლ. კ.-ს მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.
განსახილველი დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთან, დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილი უნდა იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით. ობიექტური მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, როგორც წესი, ხდება აქტიური მოქმედებით. ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევაში. საკუთრივ არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიყენებული ზიანის ზომას, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დაზარალებულთა რაოდენობას და ა.შ. საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.
დაცვის მხარის პოზიცია ლ. კ.-ს სრულ უდანაშაულობასთან დაკავშირებით იმთავითვე ბათილდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საერთო ანალიზის საფუძველზე. კერძოდ:
დადგენილი ფაქტია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენრის დირექტორის 2015 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით ლ. კ. დაინიშნა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ.-ს სამმართველოს პოლიციის მე-X განყოფილების უფროსად და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იყო სახელმწიფო მოხელე (პოლიციელი), რაც ზოგადად აუცილებელი ნიშანია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სუბიექტისათვის და ევალებოდა ზემოდასახელებული კანონით, საქართველოს კონსტიტუციით, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი დაცვა.
უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ 2015 წლის 8 ნოემბერს, ღამის 03:00 საათზე ადვოკატი გ. მ. იმყოფებოდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ.-ს მე-X განყოფილებაში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების მიზნით. მას შელაპარაკება მოუვიდა პოლიციის თანამშრომლებთან, რა დროსაც, როგორც სიტყვიერად, ისე ყურზე ხელის შეხებით შეურაცხყო პოლიციის თანამშრომლები - დ. გ. და ლ. კ.. სწორედ ამ მომენტში ლ. კ.-მ გასცა განკარგულება ადვოკატ გ. მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, აღნიშნული ქმედებით ლ. კ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, ვინაიდან სხვა ზომების გამოყენების გარეშე, კანონით გათვალისწინებული დაკავების წესების უგულვებელყოფით, გასცა განკარგულება ადვოკატის დაკავების თაობაზე, რასაც შედეგად მოყვა გ. მ.-ს სხეულის დაზიანება.
პალატა განმარტავს, რომ ლ. კ.-ს ქმედების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მოქმედებდა თუ არა იგი კანონმდებლობის მოთხოვნათა ფარგლებში, კერძოდ: ადვოკატის ქმედებიდან გამომდინარე, არსებობდა თუ არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით რეაგირების საფუძველი; დაკავების თაობაზე განკარგულების გაცემისას დაცული იქნა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დანაწესები; გამოსაყენებელი იძულების ღონისძიება იყო თუ არა თანაზომიერი და პროპორციული სამართალდამრღვევის მიერ განხორციელებული ქმედების ინტენსიურობასთან და ხასიათთან; დაკავების თაობაზე განკარგულების გაცემამდე გატარებული იქნა თუ არა პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების სხვა ღონისძიებები დარღვევის თავიდან ასაცილებლად; დაკავების პროცესში დაცული იქნა თუ არა დაკავებულის უფლებები.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ პოლიციის განყოფილებაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მართლაც არსებობდა ადვოკატის მიმართ ადმინისტრაციული წესით რეაგირების საფუძველი, ვინაიდან სახეზე იყო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოხატული სიტყვიერი შეურაცხყოფა და ყურზე ხელით შეხებით გამოწვეული შეურაცხმყოფელი მოქმედება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ პრევენციის სახით არ გატარებულა არანაირი სახის წინარე ღონისძიება, ლ. კ.-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, გასცა განკარგულება გ. მ.-ს მიმართ არაპროპორციული სახის ღონისძიების გამოყენებისა და მისი დაკავების თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, პირის ადმინისტრაციული დაკავება დასაშვებია საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. პალატა ყარადღებას გაამახვილებს აღნიშნული ნორმის შემდეგ დანაწესზე - „როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები“. განსახილველ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით დასტურდება, რომ განყოფილებაში არსებულ ხმაურზე კაბინეტიდან გამოსული ლ. კ. ცდილობდა სიტუაციაში გარკვევას, ესაუბრა თანამშრომლებს ზ.-ს და გ.-ს, ასევე გ. მ.-საც, თუმცა კონკრეტულად რა ღონისძებებს მიმართა განყოფილების უფროსმა სიტაუაციის გასანეიტრალებლად და რა მოიმოქმედა იმისათვის, რომ ადვოკატს შეეწყვიტა არაეთიკური საქციელი, საქმის მასალებით არ დგინდება. ნათელია, რომ ლ. კ.-მ მ.-ს მხრიდან პოლიციის თანამშრომელთა შეურაცხყოფის ფაქტზე მიმართა უკიდურეს ზომას - მისი დაკავების ფორმით. იმ ფონზე, როდესაც გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ლ. კ.-ს მიერ გ. მ.-ს ქმედების პროპორციული და მიზნის შესაბამისი ღონისძიებების გამოყენება, საფუძველსმოკლებულია დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ ლ. კ.-მ მიიღო ყველანაირი ზომა, რათა განემუხრტა სიტუაცია; რომ მან არაერთგზის მოუწოდა ადვოკატს დამშვიდებისაკენ, თუმცა უშედეგოდ და ეს საკმარისი იყო ადვოკატის დასაკავებლად განკარგულების გასაცემად. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საქმის მასალები, სადაც ასახულია პოლიციის განყოფილებაში განვითარებული სიტუაციის სრული სურათი და დგინდება, რომ ლ. კ. დაკავების თაობაზე განკარგულების გაცემამდე შეეცადა სიტუაციის განმუხტვას.
პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებში მართლაც არის წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალები, მათ შორის გ. მ.-ს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, პოლიციელებთან გასაუბრების ოქმები და გ. მ.-ს წარსული ნასამართლობის ცნობები, თუმცა აღნიშნული მასალებიდან, ისევე როგორც სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სხვა მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ადვოკატ გ. მ.-ს ქმედებით სახეზე იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და არსებობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით რეაგირების საფუძველი. რაც შეეხება დაკავების თაობაზე განკარგულების გაცემის მიზანშეწონილობას, ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ შეიცავენ ინფორმაციას ლ. კ.-ს მიერ ზემოქმედების სხვა ზომების გამოყენებისა და დაკავების, როგორც პროპორციული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე.
კანონმდებლობის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პრევენციული ღონისძიების დროს გაითვალისწინოს უპირველესი მიზანი - ადამიანის უფლებების დაცვა. ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის და საკუთრების უფლებებს. ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, პოლიციელების მიერ განხორციელებული საპოლიციო ღონისძიება უნდა გამომდინარეობდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებიდან. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. ლ. კ.-ს მხრიდან კი ყოველგვარი ალტერნატივის გარეშე, გ. მ.-ს დაკავების ბრძანების გაცემით, უგულვებელყოფილი იქნა კანონის აღნიშნული მოთხოვნა და არსებითად დაირღვა პირის ფუნდამენტური უფლებები. აღნიშნული ბრძანების გაცემით ვერ იქნა მიღწეული ლეგიტიმური მიზანი - სამართალდარღვევის აღკვეთა, ხოლო შედეგად მოყვა ადვოკატ გ. მ.-ს სხეულის დაზიანება.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ ლ. კ.-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რამაც ფიზიკური პირის კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება ლ. კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალის - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, ამ ნაწილში პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის დასაბუთებულ მსჯელობას.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნა, თითქოს გ. მ.-მ ყურზე ხელის შეხებით შეურაცხყო დ. გ. და ლ. კ., ვინაიდან აღნიშნული დასკვნის გამოტანისას დაეყრდნო დაინტერესებული და არანეიტრალური პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგობრივ ჩვენებებს. მოწმე პოლიციელები ცრუობენ, სინამდვილეში კი დაკავება განხორციელდა ადვოკატის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესანიღბად. პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის აღნიშნულ არგუმენტაციას, შემდეგ გარემოებათა გამო: პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ ფაქტის უშუალო შემსწრე პოლიციელები, მათ შორის - ნ. ზ., დ. გ., გ. წ., ზ. გ., მ. მ. და სხვები. ბუნებრივია, ყველა მოწმის ჩვენება დეტალურად იდენტური ვერ იქნება, მთავარია, რომ მათ შორის არ იყოს ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც აშკარად განსხვავებულად აღწერს და წარმოაჩენს კონკრეტულ ვითარებაში განვითარებულ მოვლენებს. მოწმის სახით დაკითხული ფაქტის თვითმხილველი პოლიციელების ჩვენებები ძირითადად ურთიერთთანხვედრაშია და ლოგიკურად ასახავენ პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის იმ გარემოებას, რომ ურთიერთშელაპარაკების მომენტში გ. მ.-მ ყურზე ხელის შეხებით თავი გააწევინა ლ. კ.-ს, რაც კონფლიქტის და შემდგომ განვითარებული მოვლენების საფუძველი გახდა. რაც შეეხება საკითხს, თუ რა სიტყვებით აღწერეს მოწმეებმა კონკრეტული გარემოება - ,,ყური აუწია“, ,,ყურზე დაქაჩა“, ,,ყურით შემოაბრუნა“ და სხვა, მათ ჩვენებებს შორის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობად არ უნდა შეფასდეს.
პალატა მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებებში და მათ სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მხოლოდ ის გარემოება, რომ აღნიშნული პირები არიან ლ. კ.-ს თანამშრომლები, ვერ გახდება მათი ჩვენებების გაუზიარებლობის საფუძველი. პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ძირითად კონტექსტში მოწმე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთთავსებადი და ერთმანეთთან თანხვედრილია. მართალია გარკვეული ფაქტები პოლიციის თანამშრომლებმა წარმოაჩინეს არაერთგვაროვნად, მაგრამ მათ გარემოებები ასახეს ისე, როგორც მოხვდათ თავლთახედვის არეში და არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები ჩვენებებს შორის არ გამოვლენილა. პალატა ასევე ყურადრებას გაამახვილებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებსა და ექსპერტიზის დასკვნების თანხვედრასთან დაკავშირებითაც და განმარტავს, რომ მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მათივე შინაარსის თანხვედრიდან გამომდინარე, NXXXXXXXXX სამედიცინო ექსპერტიზის და NR XX.XX/XXXX-XX ექსპერტიზის დასკვნების გარეშეც, წარმოადგენს სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ექსპერტიზის დასკვენები არ არიან კატეგორიული ხასიათის, მათში მითითებული გარემოებები, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოწმეთა ჩევნებების დამაჯერებლობას.
პროკურორი სააპელაციო საჩივარში არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც - ,,ლ. კ.-ს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად, პოლიციის დაწესებულებაში გ. მ.-მ მიიღო სხეულის დაზიანება, მაგრამ სასამართლო უტყუარად ვერ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული დაზიანებები გ. მ.-ს მიაყენა უშუალოდ ლ. კ.-მ. სასამართლო განმარტავს, რომ ამ ფაქტის დასადასტურებლად გ. მ.-ს ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულება ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა, ამასთან, გ. მ.-ს ჩვენება არ არის თანხვედრაში სხვა მტკიცებულებებთან“. აღნიშნული საკითხის შეფასებისას პროკურორი განმარტავს, რომ სასამართლომ ტენდენციურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის დ. და ზ. ბ.-ების ჩვენებებს, ასევე მოწმის სახით დაკითხულ ს. ჭ.-ს და ს. კ.-ს ჩვენებებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსა და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნას.
პალატა იზიარებს პროკურორის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული ყველა მტკიცებულება სასამართლომ უნდა შეაფასოს ობიექტურად, განსაზღვროს მისი სანდოობის, საკმარისობისა და დამაჯერებლობის ხარისხი. თუმცა პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის დასაბუთებას, რომლის მიხედვითაც მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დამაჯერებლად შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ ლ. კ.-მ დანაშაული ჩაიდინა ძალადობით. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ. მ. პოლიციის განყოფილებაში შევიდა ჯანმრთელი და იქედან გამოვიდა სხეულის დაზიანებით, ამასთან, პოლიციის თანამშრომელთა გარდა მას შეხება არავისთან ქონია, ვერ გახდება ამ ნაწილში ლ. კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების ერთ-ერთი საფუძველი. მართალია მოწმის სახით დაკითხული დ. ბ. აღწერს პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებს და განმარტავს, რომ ,,ისინი იდგნენ მის მარჯვნივ, ირიბად და ვერ დაინახა რა მოხდა“; დაინახა, რომ ლ. კ.-მ ადვოკატი შეათრია ოთახში, საიდანაც ესმოდა ხმები - ,,ადვოკატი ვარ, ნუ მირტყამთო“. ამდენად, დ. ბ.-ს ჩვენების საფუძველზე ძალადობის ნაწილში ლ. კ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურებულად მიჩნევა შეუძლებელია, ვინაიდან მას უშუალოდ არ დაუნახავს ოთახში განვითარებული მოვლენები. რაც შეეხება ზვიად ბაბილოძეს, მისი ჩვენების თანახმად, როცა პოლიციის უფროსსა და ადვოკატს შორის ურთიერთობა დაიძაბა, იგი გავიდა შენობის გარეთ და შენობაში განვითარებული მოვლენების თაობაზე მისთვის უცნობია.
პროკურორი უსაფუძვლოს უწოდებს სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც სასამართლო არ იზიარებს მოწმეების: ს. კ.-ს, ი. შ.-ს, მ. ბ.-ს, ზ. გ.-ს და ს. ჭ.-ს ჩვენებებს იმ საფუძვლით, რომ მათ მომხდარის შესახებ გაიგეს გ. მ.-გან. პალატა, ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარეს მასში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ს. ჭ.-ს და ს. კ.-ს ჩვენებები ირიბ მტკიცებულებებად. დადგენილი ფაქტია, რომ აღნიშნული პირები შემთხვევის მომენტში მართლაც არ ყოფილან პოლიციის განყოფილებაში. მათ გ. მ.-გან შეიტყვეს, რომ სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით კი აქტიურობდა მათი უფროსი ლ. კ.. მართალია ს. კ. ჩვენებაში განმარტავს, რომ პოლიციელების თქმით, მათ უფროსს ზედმეტი მოუვიდა, თუმცა მოწმეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმეს პოლიციელებმა ამ სიტყვებში.
პროკურორი ასევე ზერელედ და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას მოწმე ს. ჭ.-ს ჩვენების არგაზიარების ნაწილში, რომელმაც გაიგონა სიტყვები - ,,ადვოკატი ვარ, ნუ მირტყამთო“. პროკურორის თქმით, ს. ჭ.-ს ჩვენება სასამართლოსთვის მაშინ იქნებოდა სარწმუნო, თუ ის გაიგონებდა სიტყვებს - ,,ლ. კ. ნუ მირტყამ, ადვოკატი ვარო“. პალატა განმარტავს, რომ მოწმის ჩვენება ვერც მეორე შემთხვევაში იქნებოდა სარწმუნო, თუკი სახეზე არ იქნებოდა სხვა უტყუარი მტკიცებულება, რაც მის განაგონს დაადასტურებდა.
რაც შეეხება თავად დაზარალებულ გ. მ.-ს ჩვენებას, რომელიც ბრალდების მხარის მითითებით დეტალური, თანმიმდევრული და არგუმენტირებულია, პალატა აღნშნავს, რომ იგი არ არის დადასტურებული და გამყარებული საქმეში წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით და მოკლებულია დამაჯერებლობას. შესაძლოა გ. მ.-ს მიერ აღნიშნული გარემოებები არსებითად წინააღმდეგობაში არ მოდის მოწმეების დ. ბ.-ს და ზ. ბ.-ს ჩვენებებთან, მაგრამ ამ უკანასკნელთა მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციით არ დასტურდება ფაქტი, რომ გ. მ.-ს უშუალოდ ლ. კ.-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, პალატა დ. და ზ. ბ.-ს ჩვენებებს ვერ გაიზიარებს, როგორც გ. მ.-ს მიერ მიცემული ჩვენების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. იმ პირობებში, როდესაც მოწმეს უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დაიუნახავს, ამასთან, გ. მ.-ს დაკავებას ცდილობდა ორი პოლიციელი, ადვოკატი აშკარა წინააღმდეგობას უწვედა პოლიციელებს და მომხდარ კონფლიქტში ჩართული იყო განყოფილების არაერთი თანამშრომელი, მხოლოდ ხმის გაგება „ნუ მირტყამთ, ადვოკატი ვარ“, ვერ გახდება ლ. კ.-ს ძალადობით ჩადენილი სასამხურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დამნაშავედ ცნობის საფუძველი. პალატა იგივეს მიუთითებს დაზარალებულის მეუღლის - ს. ჭ.-ს განმარტებაზე, რომ მან მეუღლესთან სატელეფონო საუბრისას გაიგო მ.-ს ხმა - ,,ხელი გაწიეთ, ნუ მირტყამთო“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის ძირითად საფუძვლად. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას“.
პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ გ. მ. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა საქართველოს შსს ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილებაში, სადაც მიიღო გარკვეული სახის სხეულის დაზიანებები, რაც დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის NXXXXXXXXX დასკვნით, მისი გენეტიკური პროფილი აღმოჩენილია განყოფილების ერთ-ერთი ოთახის კედელზე; თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ვერ პასუხობენ კითხვას - არსებული დაზიანებები გ. მ.-ს მიაყენა ლ. კ.-მ და ქონდა თუ არა ადგილი თვითდაზიანებას. წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორი ცდილობს დაასაბუთოს ლ. კ.-ს მიერ დანაშაულის ძალადობით ჩადენის ფაქტი და ითხოვს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, თუმცა ლ. კ.-ს მიერ ძალადობით ჩადენილი დანაშაულის ნაწილში აღნიშნული მტკიცებულებები ვერ პასუხობენ უტყუარობის მაღალ სტანდარტს და სახეზეა მხოლოდ ვარაუდი, რასაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეფუძნება.
პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც იძლევიან დასკვნის საფუძველს, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვ.-ს სამმართველოს მე-X განყოფილების უფროსმა ლ. კ.-მ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამდენად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასტურდება ლ. კ.-ს ბრალეულობა მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და იგი მსჯავრდებული უნდა იქნეს აღნიშნული კვალიფიკაციით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები .
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არც ამ ნაწილში არსებობს ცვლილების შეტანის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ლ. კ.-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათის და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის მხედველობაში მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი ლ. კ.-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. კ.-ს ადვოკატ ზ. ბ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
პროკურორ ლაშა კოტრიკაძის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი;
ლ. კ.-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ. კ. ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 12 000 (თორმეტი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, რაც მოიცავდა 2015 წლის 13 ნოემბრიდან, 2015 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, ლ. კ.-ს შეუმცირდეს განსაზღვრული ჯარიმა და ასევე გათავისუფლდეს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სასჯელის მოხდისგან.
საბოლოოდ, ლ. კ.-ს მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ. კ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ასევე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 10 000 (ათიათასი) ლარის უზრუნველსაყოფად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით ნ. ო.-ს (პირადი №XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებული უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქალაქ თბილისი, დ.-ს ქუჩა, კორპუსი NXX, ბინა NXX, საკადასტრო კოდი - № XX.XX.XX.XXX.XX.XX.XXX. გირაოს თანხის პროპორციულ ნაწილზე დადებული ყადაღა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ნივთიერი მტკიცებულებები:
გ. მ.-ს ტანსაცმელი, დალუქული 01 (ერთი) პაკეტად, რომელიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებიდან ამოღებული ვიდეორეგისტრატორი, დალუქული 01 პაკეტი, რომელიც ინახება ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნ. ზ.-თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას გადაღებული ფოტოები 01 ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
გ. ს.-ს მიერ წარმოდგენილი ალკოტესტის ქვითრების დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები, 01 ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ი. შ.-ს ტელეფონიდან გადმოწერილი ფოტოსურათი, 01 ცალ DVD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ზ. გ.-ს მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათები 01 ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გადმოგზავნილი ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებაში დამონტაჟებული ვიდე-კამერების ჩანაწერები 05 ცალ DVD დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
დაზარალებულ გ. მ.-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები 01 ცალ DVDდისკზე დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახული ქნეს საქმის შენახვის ვადით.
მოწმე დ. გ.-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები 01 ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მოწმე გ. კ.-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები 01 ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მოწმე გ. წ.-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები 01 ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მოწმე მ. მ.-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები 01 ცალ CD დისკზე დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
მოწმე ზ. გ.-თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოები 01 ცალ CD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
დაზარალებულ გ. მ.-ს მობილური ტელეფონის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი 01 ცალ CD დისკი, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ვ.-ს პოლიციის მე-X განყოფილებიდან ამოღებული დი-ვი-არიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გადაწერილი ვიდეო- ჩანაწერები, მოთავსებული 04 ცალ DVD დისკზე, დალუქული 01 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
დაზარალებულ გ. მ.-თან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად ამოღებული ანაწმენდები, დალუქული 4 პაკეტად, რომელიც ინახება, ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
გ. მ.-ს სისხლის ნიმუში დალუქული 01 პაკეტად, ლ. კ.-ს სისხლის ნიმუში, დალუქული 01 პაკეტად და ზ. გ.-ს სისხლის ნიმუში, დალუქული 01 პაკეტად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.




1 შეჯამება:
საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

განმარტებული ნორმა:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 82.1

თეგები:
მტკიცებულებების შეფასება

განმარტების სრული ტესტი:
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.




2 შეჯამება:
გადაკვალიფიცირების საკითხს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.

განმარტებული ნორმა:

თეგები:
დანაშაულის გადაკვალიფიცირება სასამართლოს მიერ

განმარტები სრული ტექსტი:
რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირების საკითხს, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთის მხრივ იმიტომ, რომ პირს იმაზე მეტ დანაშაულში არ დაედოს მსჯავრი, რაც არ ჩაუდენია და, მეორე მხრივ, საერთოდ არ გამოირიცხოს პირს ბრალეულობა დანაშაულში. გადაკვალიფიცირება დასაშვებია მხოლოდ იმავე ხარისხის, ან მსუბუქ ბრალდებაზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზეც, რომელიც, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, განაჩენში ცვლილების შეტანას არ მიიჩნევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი განხილვის უფლება) საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის შეფასებისას სამართალწარმოება მთლიანობაში იყო თუ არა სამართლიანი, დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლა არ არღვევს დაცვის მხარის უფლებებს, თუკი საქმის ზემდგომი ინსტანციაში განხილვისას მას მიეცემა თავის დაცვის საკმარისი საშუალებები. პირველ რიგში, ამისათვის მას უნდა მიეცეს საქმის გასაჩივრების უფლება და ახალი კვალიფიკაციის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების საშუალება. გარდა ამისა, ევროპული სასამართლო დიდ ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, თუ რამდენად შეიცვალა დანაშაულის მაფუძნებელი ნიშნები .



3 შეჯამება:
მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთან, დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილი უნდა იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით

განმარტებული ნორმა:
სისხლის სამართლის კოდექსი, მ. 333

თეგები:
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობა

განმარტების სრული ტექსტი:
განსახილველი დანაშაულის საშიშროება განპირობებულია იმით, რომ მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი განზრახ ახორციელებს ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად სცილდება მისი უფლებამოსილების ფარგლებს და იწვევს მოქალაქეთა უფლებების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების არსებით დარღვევას. ამასთან, დამნაშავის მოქმედება დაკავშირებული უნდა იყოს მის სამსახურებრივ მდგომარეობასთან, მისგან გამომდინარეობდეს და ჩადენილი უნდა იქნეს მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის პროცესში და მასთან დაკავშირებით. ობიექტური მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, როგორც წესი, ხდება აქტიური მოქმედებით. ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, რაც გამოიხატება ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევაში. საკუთრივ არსებითი დარღვევა შეფასებით ნიშანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიყენებული ზიანის ზომას, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, დაზარალებულთა რაოდენობას და ა.შ. საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია მოხელე, ან მასთან გათანაბრებული პირი.



4 შეჯამება:
პირის ადმინისტრაციული დაკავება დასაშვებია...როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები.

განმარტებული ნორმა:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მ. 244

თეგები:
პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება

განმარტების სრული ტექსტი:
სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, პირის ადმინისტრაციული დაკავება დასაშვებია საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. პალატა ყარადღებას გაამახვილებს აღნიშნული ნორმის შემდეგ დანაწესზე - „როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები“.

4 შეჯამება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის ძირითად საფუძვლად.

განმარტებული ნორმა:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 13.2

თეგები:
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.


განმარტების სრული ტექსტი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვერ იქნება გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის ძირითად საფუძვლად. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ განმარტა შემდეგი: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის, ისევე როგორც მართლმსაჯულების განხორციელებისას, ზოგადად, სახელმწიფო შებოჭილი უნდა იყოს მკაფიოდ ფორმულირებული საკანონმდებლო ნორმებით, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს თვითნებობის ან შეცდომის დაშვების საფრთხეს. სახელმწიფოს ხელთ არსებული მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც დანაშაულთან დაკავშირებული ფაქტებისა და გარემოებების გამოძიებისკენ არის მიმართული, არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული. გონივრულმა, ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრულმა საკანონმდებლო ნორმებმა უნდა დააბალანსოს ბუნებრივი უპირატესობა, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს დაცვის მხარესთან შედარებით გააჩნდეს და შესაძლებლობა მისცეს ბრალდებულს, სრულყოფილად დაიცვას საკუთარი ინტერესები, რაც, თავის მხრივ, მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება. ასეთია კანონის უზენაესობის პატივისცემისა და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნა. თვითნებობისა და შეცდომის თავიდან აცილება ემსახურება მართლმსაჯულების ინტერესებს, ხელს უწყობს დანაშაულის სათანადოდ გამოძიებას, რეალური დამნაშავის გამოვლენას და შემდგომ მის მსჯავრდებას“




5 შეჯამება:
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

განმარტებული ნორმა:
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 3.13

თეგები:
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი

განმარტების სრული ტექსტი:
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.