ნახვები: 132
საქმის ნომერი: 3ბ/2727-17
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: შოთა გეწაძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/2727-17 (2018-01-11), www.temida.ge
საქმის № 330310117002084106
საქმის № 3ბ/2727-17

განჩინება
საქართველოს სახელით
       11 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
შოთა გეწაძე

საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები)- შპს ,,ა.”, რ. ზ.

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება;

საჩივრის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება

განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 13 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოპასუხეების შპს ,,ა.-სა” და რ. ზ.-ს მიმართ ცრუმაგიერ პირებად ცნობის თაობაზე.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ 1) ავტომობილზე MAZDA XEDOS (VIN: XXXXXXXXXXXXXXXXX), სახ. ნომრით XXXXXX; 2) 50%-იან წილზე შპს ,,ა.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 3) 5%-იან წილზე შპს ,,ე. ს.-ში” (ს/ნ XXXXXXXX); 4) 100%-იან წილზე შპს ,,ე. ბ. კ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 5) 50%-იან წილზე შპს ,,ჯ.-ე.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 6) 33%-იან წილზე შპს ,,ვ. ა. პ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX). 7) 15%-იან წილზე შპს ,,ჯ. ა. ე.-მ.ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 8) 21.5%-იან წილზე შპს ,,ჯ. დ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 9) მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 10) მოპასუხე შპს ,,ა.-ს” (ს/ნ XXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე სს ,,ბ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX) და სს ,,თ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX).

პირველი ინსტანციის სასამართლომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დააკმაყოფილა შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს წარმოადგენს იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის უზრუნველყოფის სახეები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალწარმოების მასალებით არ დასტურდება მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. განცხადება შეიცავს მხოლოდ მითითებას იმის შესახებ, თუ რატომ არის განმცხადებლის მოსაზრებით აუცილებელი ასეთი განჩინების გამოტანა, მაგრამ წარმოდგენილი არ არის იმის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ არსებობს საშიშროება არსებული მდგომარეობის შეცვლის და განმცხადებლის უფლების რეალიზაციისათვის ხელის შეშლისა, ან აღსრულების გართულების თაობაზე, რაც უმთავრესი პირობაა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მისაღებად.

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სარწმუნოდ დაადასტურებს მხარე მისი გამოყენების იურიდიულ ინტერესს, აღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობით შემდგომში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან საერთოდ აღსრულების შეუძლებლობის საშიშროებას. საბოლოოდ, საკითხს იმის შესახებ, გამოყენებული უნდა იქნას თუ არა უზრუნველყოფის ღონისძიება და რომელი, წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე. მოსარჩელის მიერ მხოლოდ მითითება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხევაში გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, საკმარისი არ არის. სასამართლოს უნდა გაუჩნდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სახეზეა.

საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, დავის არსებითად გადაწყვეტამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.

2017 წლის 20 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ახალი განჩინების მიღება.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალიწინებული ცრუმაგიერი მფლობელობა არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც გამოიყენება იმ გადასახადის გადამხდელების მიმართ, რომლებიც რაიმე სახით გაარიდებენ ან ცდილობენ გაარიდონ ქონება გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, როცა საკითხი ეხება ცრუმაგიერ პირებს, არსებობს მაღალი ხარისხით იმის ვარაუდი, რომ აღნიშნული პირები ხელმეორედ, ისევ ეცდებიან ქონების გარიდების გზით თავი აარიდონ საგადასახადო დავალიანების გადახდას. სასამართლოს მიერ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არაეფექტური იქნება ცრუმაგიერ პირებზე გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიქცევა, თუ ქონება კვლავ გარიდებული აღმოჩნდება. შესაბამისად, ერთხელ, როცა უკვე არსებობს ქონების გარიდების განზრახვის კონკრეტული ფაქტი, კერძოდ, საგადასახადო დავალიანების მქონე საწარმოს დირექტორმა საწარმოდან ხელფასის სახით გაიტანა 73 560 ლარი და საწარმო პრაქტიკულად გადახდისუუნარო გახადა, ასეთ პირობებში თუ არ განხორციელდება მოპასუხეთა ქონებაზე ყადაღის დადება, მაღალი ალბათობით მოპასუხეები ცრუმაგიერ პირებად აღიარების სარჩელის დაკმაყოფილების მომენტისათვის კვლავ მიმართავენ ქონების გადასახადის გადახდევინების უზრუნვეყოფის ღონისძიებებისაგან გარიდების მეთოდს, საქონლის რეალიზაციით, სხვა პირზე გადაფორმებით ან განკარგვის სხვაგვარი საშუალებით, რაც გამოიწვევს აღსრულების შეუძლებლობას/გაძნელებას.

საჩივრის ავტორის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტურ პროცესუალურ საშუალებას, რომელიც ვერ მიიღწევა, თუ სასამართლო არ დააკამაყოფილებს შუამდგომლობას და მოპასუხეები ხელმეორედ განახორცილებენ ქონების გარიდების ოპერაციას ან/და გაასხვისებენ ქონებას. ამ შემთხვევაში სახეზეა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიერბის გამოყენების შესაბამისი მიზანი/კანონიერი ინტერესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება - დასაბუთებულობა და მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) სააპელაციო საჩივრის (საჩივრის) ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ: ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს: სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება მოპასუხისათვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სწორედ ამიტომაა განსაზღვრული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომ განცხადება სარჩელის უზუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს.

სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცულ ამა თუ იმ პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას, რომელსაც სასამართლო იყენებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე, მოსარჩელის მიერ მითითებული იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე. საკითხს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და ამ ღონისძიების სახის შესახებ, წყვეტს სასამართლო მოთხოვნის ხასიათისა და შინაარსის გათვალისწინებით. როგორც უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალებაა და თუკი სარჩელის წარმოდგენის შემდეგ შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ ემუქრება, მისი გამოყენების აუცილებლობა არ არსებობს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკითხს იმის თაობაზე, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნას გამოყენებული, წყვეტს სასამართლო თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.

ამდენად, პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა - ყადაღის დადება, შეიძლება გატარდეს იმ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხე მხარეს და არა სხვას, რომელიც თუნდაც სხვა პროცესუალური სტატუსით მონაწილოებდეს საქმეში. ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს მტკიცებულებებს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მოპასუხის საკუთრების უფლების დადასტურება.

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვის უზრუნველყოფა მოიცავს უფლების დაცვის როგორც ძირითად, ასევე დამატებით საშუალებებს. სასამართლო წარმოებაში სარჩელის მიღება მხარეს არ ართმევს უფლებას გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს ქონება, ან/და დათმოს საკუთარი მოთხოვნები, რაც ხშირ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელის უფლებებს აქცევს დაუცველად და გადაწყვეტილებას აღუსრულებლად.

სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სახეს მიეკუთვნება ყადაღა. იგი თავისი ბუნებით წარმოადგენს იძულების ფორმას, რის შედეგადაც მესაკუთრეს ერთმევა ქონების ნებისმიერი სახით განკარგვის შესაძლებლობა, მათ შორის დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტით და აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობის, იჯარის ხელშეკრულებების დადება და ა.შ. რამდენადაც, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უკავშირდება მოპასუხის შეზღუდვას საკუთარ უფლებებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე განცხადებაში კონკრეტულად და რეალურად მიუთითებს იმ საფრთხეზე, რომლის აცილებაც შეუძლებელია უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ცრუმაგიერ პირებად აღიარება, რაც დაკავშირებულია გადასახადების ამოღებასთან. ქონება, რომელზედაც მოსარჩელე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს ყადაღის დადებას, წარმოადგენს მოპასუხის (კერძო პირის, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის) საკუთრებას, რომელმაც შესაძლოა სასამართლო წარმოების ეტაპზე, ნებისმიერ დროს განახორციელოს ქონების განკარგვა, მათ შორის გასხვისება ან თუნდაც ისეთი უფლებრივი დატვირთვა, რომლის შედეგად ქონება უფლებრივი ნაკლის მქონე იქნება. ასეთ შემთხვევაში, თუ გამოყენებული არ იქნება სარჩელის უზრუნველყფის ღონისძიება, იარსებებს იმის საშიშროება, რომ ქონება სხვა სუბიექტის საკუთრებად იქცეს, რაც მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, ანუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას, რომელიც უნდა მოჰყვეს ცრუმაგიერ პირად აღიარების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის მიღწევას, სახელდობრ, თუ მოპასუხე ქონებას განკარგავს, ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელის განხილვა დაკარგავს ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ მნიშვნელობას და ვერ გამოიწვევს იმ იურიდიული შედეგების დადგომას, რომელიც თან უნდა მოჰყვეს საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება ქონების განკარგვის ვარაუდს და მოსალოდნელობას, ეს თავად დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარეობს; კერძოდ, განსახილველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ცრუმაგიერ პირად აღიარება, რაც დაკავშირებულია გადასახადების ამოღებასთან, მსგავს შეთხვევაში სარჩელისაგან თავდაცვის ერთ-ერთ საშუალებას სწორედ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება წარმოადგენს, კერძოდ, ქონების მესაკუთრე, რომელიც ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იგი არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდება, სავარაუდოდ ქონებას ფორმალურად სხვა პირზე გაასხვისებს (გადააფორმებს), რაც მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ამდენად, ქონების განკარგვის დასაბუთებული ვარაუდი მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა, რის გამოც სარჩელის უზრულველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილია, რადგან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქონება, რომელთა დაყადაღებასაც ითხოვს მოსარჩელე, კერძო პირთა საკუთრებას წარმოადგენს, საკუთრების არსიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეუძლიათ აღნიშნული ქონების განკარგვა.

ამდენად, ქონების გასხვისების ალბათობა და შესაძლებლობა გამომდინარეობს იმ ლოგიკიდან, რომ ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში არსებობა ნებისმიერ დროს თავისთავად იძლევა მისი განკარგვის შესაძლებლობას, ანუ იმ შემთხვევაში, თუ ქონება არ არის ყადაღის ან რაიმე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ქვეშ, მესაკუთრე ნებისმიერ დროს არის უფლებამოსილი განკარგოს თავისი საკუთრება და ყოველივე ეს დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, რადგან პირი, რომელსაც სურს ქონების დაყადაღება საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მოკლებულია შესაძლებლობას დაამტკიცოს, თუ რომელ მომენტში აქვს მესაკუთრეს ნივთის გასხვისების განზრახვა, რადგან ეს უკანასკნელი კერძო სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის შესახებაც მესამე პირთა ინფორმირებულობის ალბათობა საკმაოდ დაბალია და უმეტესად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. უაღრესად დაბალია ამგვარი განზრახვის დამადასტურებელი მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქონების მესაკუთრის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ხელოვნური სარეგისტრაციო ტრანზაქციის განხორციელებას, რომლის ყოველწუთიერი სამართლებრივი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, სახეზეა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, რადგან ამ უკანასკნელის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება.

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობის თვალსაზრისით სააპელაციო პალატა აღნიშნავს იმასაც, რომ მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა დასაბუთებული იყო, ვინაიდან მითითებული იყო იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, სადავო უფლების განხორციელებას. შუამდგომლობის დასაბუთებულობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამგვარ დასაბუთებას შეიძლება შეიცავდეს არა მარტო სარჩელის ფორმაში არსებული სპეციალური გრაფა შუამდგომლობებისათვის, არამედ სარჩელის სხვა ნაწილებიც, მაგალითად დავის არსის მოკლე მიმოხილვა.

ამდენად, შუამდგომლობის დასაბუთებულობა უნდა შეფასდეს სარჩელის/განცხადების მთლიანობაში შესწავლით და არ ფრაგმენტულად, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტივა, სამართლის დარგი/ქვედარგი, რომლის ფარგლებშიც ხდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობა, მისი სპეციფიკა, რეგულირების სფერო, მიზანი და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები; ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნეს მოდავე მხარეთა ინტერსთა შორის ბალანსის დაცვა. მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მხარის - საგადასახადო ორგანოს ერთადერთი მიზანია (საჯარო მიზანი), არ შეფერხდეს გადასახადის ამოღება და მისი მიმართავა სახელმწიფო ბიუჯეტში; სამწუხაროდ, ინტერესთა კონკურენციის მოპასუხეთა სასარგებლოდ გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული არ არის.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ 1) ავტომობილზე MAZDA XEDOS (VIN: XXXXXXXXXXXXXXXXX), სახ. ნომრით XXXXXX; 2) 50%-იან წილზე შპს ,,ა.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 3) 5%-იან წილზე შპს ,,ე. ს.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 4) 100%-იან წილზე შპს ,,ე. ბ. კ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 5) 50%-იან წილზე შპს ,,ჯ.-ე.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 6) 33%-იან წილზე შპს ,,ვ. ა. ე.-მ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 8) 21.5%-იან წილზე შპს ,,ჯ. დ.-ში” (ს/ნ XXXXXXXX); 9) მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საბანკო ანგარიშებზე სს ,,ლ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX); 10) მოპასუხე შპს ,,ა.-ს” (ს/ნ XXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიძებზე სს ,,ბ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX) და სს ,,თ. ბ.ში” (ს/ნ XXXXXXXXX).

მარეგისტრირებელი ორგანოებიდან და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელ.ბაზიდან მიღებული ინფორმაციით, რომლებიც წარმოდგენილია განსახილველი საქმის მასალებში, დადგენილია, რომ ქონება, რომელზე ყადაღის დადებასაც ითხოვს მოსარჩელე, წარმოადგენს მოპასუხე რ. ზ.-ს საკუთრებას.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის უზრუნველსაყოფად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-198-ე მუხლების გამოყენების წანამძღვრები. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბერის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადმოგზავნის თაობაზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ყადაღა დაედოს მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ :

1) ავტომობილს MAZDA XEDOS (VIN: XXXXXXXXXXXXXXXXX), სახ. ნომრით XXXXXX;
2) 50%-იან წილს შპს ,,ა.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
3) 5%-იან წილს შპს ,,ე. ს.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
4) 100%-იან წილს შპს ,,ე. ბ. კ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
5) 50%-იან წილს შპს ,,ჯ.-ე.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
6) 33%-იან წილს შპს ,,ვ. ა. ე.-მ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
8) 21.5%-იან წილზე შპს ,,ჯ. დ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
9) მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საბანკო ანგარიშებს სს ,,ლ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
10) მოპასუხე შპს ,,ა.-ს” (ს/ნ XXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებს სს ,,ბ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX) და სს ,,თ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის (საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 სექტემბერის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიების გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე და 2017 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადმოგზავნის თაობაზე;

3. დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ყადაღა დაედოს მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ :
1) ავტომობილს MAZDA XEDOS (VIN: XXXXXXXXXXXXXXXX), სახ. ნომრით XXXXXX;
2) 50%-იან წილს შპს ,,ა.-ში” (ს/ნ XXXXXXXX);
3) 5%-იან წილს შპს ,,ე. ს.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX);
4) 100%-იან წილს შპს ,,ე. ბ. კ.-ში” (ს/ნ XXXXXXXX);
5) 50%-იან წილს შპს ,,ჯ.-ე.-ში” (ს/ნ XXXXXXXX);
6) 33%-იან წილს შპს ,,ვ. ა. ე.-მ.-ში” (ს/ნ XXXXXXXX);
8) 21.5%-იან წილზე შპს ,,ჯ. დ.-ში” (ს/ნ XXXXXXX);
9) მოპასუხე რ. ზ.-ს (პ/ნ XXXXXXXXXXX) საბანკო ანგარიშებს სს ,,ლ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXX);
10) მოპასუხე შპს ,,ა.-ს” (ს/ნ XXXXXXXXX) საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებს სს ,,ბ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXXX) და სს ,,თ. ბ.-ში” (ს/ნ XXXXXXXX).

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე
შოთა გეწაძე