ნახვები: 146
საქმის ნომერი: 1/ბ-164-15
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1/ბ-164-15 (2015-04-07), www.temida.ge
საქმის № 1/ბ-164-15

განაჩენი
საქართველოს სახელით
       07 აპრილი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

ეკატერინე დიხამინჯიას მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - ნ. კ.-ს
ადვოკატ - ნ. ც.-ს
მსჯავდებულ - დ. დ.-ს
მონაწილეობით,

მსჯავრდებულ დ. დ.-ს და მისი ინტერების დამცველი ადვოკატის ნ. ც.-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ. ზ.-ს ძე დ.-ს მიმართ - დაბადებულის 19XX წლის XX მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი NXXXXXXXXXXX, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლევის, მცხოვრების: ქ. კ., კ.-ს ქ. NXX/X-ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 273-ე მუხლით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულების ჩადენაში და სასჯელის სახედ დაენიშნა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშულის რეციდივის შემთხვევაში დანაშულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. დ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განაჩენით დ. დ.-სთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით, 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი მიემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, დ. დ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დ. დ.-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

დ. დ.-ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა. მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2014 წლის 17 იანვარს, დ. დ.-ს ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. 2014 წლის 15 აგვისტოს, დღის საათებში იგი მართავდა ავტომობილს ქ. კ.-ში, საავტომობილო გზაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განაჩენით, დ. დ.-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის. 2014 წლის 20 ოქტომბერს მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. დ.-მ და მისი ინტერების დამცველმა ადვოკატმა ნ. ც.-მ.

აპელანტებმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენისთვის, ხოლო დ. დ.-ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტი განმარტავს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2014 წლის 18 ივლისს გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში არ იქნა მითითებული წინა განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განაჩენი) დ. დ.-სთვის ჩამორთმეული უფლებების შესახებ. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს, განაჩენის დადგენისას მსჯავრდებულისათვის არ განუმარტავს, რომ ძალაში რჩებოდა მისთვის წინა განაჩენით ჩამორთმეული უფლებები და აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში რა შესაძლო შედეგები მოყვებოდა მას. აგრეთვე, აპელანტი ეჭვქვეშ აყენებს მოწმე მ. გ.-ს ჩვენებას, იმ საფუძვლით, რომ ინფორმაცია - სატრანსპორტო საშულების მართვის უფლების აკრძალვის შესახებ ძალაში იყო თუ არა, გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და არა პრობაციის ბიუროს, რის გამოც მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა. აპელანტი თვლის, რომ სახეზე არ გვაქვს დ. დ.-ს მხრიდან სსკ-ის 381-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, ვინაიდან დ. დ.-ს არ ჰქონია ასეთი განზრახვა, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რომ ძალაში იყო მისთვის წინა განაჩენით დადგენილი აკრძალვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალმდებელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და კვალიფიკაციას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდების ნაწილში, შესაბამისად მსჯავრდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, მსჯავრდებულის აღიარებით ჩვენების გარდა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეების თ. ჩ.-ს, მ. გ.-ს, მ. ა.-ს ჩვენებები, ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განაჩენი.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, პალატა ასევე თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით, ესენია: სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 16 სექტემბრის წერილი, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცრის-მ. გ.-ს ჩვენება, მოწმეების - ლ. ბ.-ს, დ. გ.-ს, ზ. ა.-ს, ს. თ.-ს, კ. ბ.-ს, თ. ს.-ს ჩვენებები.

პალატა მხედველობაში იღებს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტს დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, აპელანტი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულმა არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, წინა განაჩენით მისთვის ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აკრძალვა კვლავ ძალაში რომ იყო. ვინაიდან, 2014 წლის 18 ივლისის განაჩენში უფლებების ჩამორთმევის შესახებ არაფერია ნათქვამი.
პალატა დაცვის მხარის პოზიციას არ იზიარებს და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ 2014 წლის 18 ივლისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა დ. დ.-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობით მსჯავრი, რაც ბუნებრივია არ გულისხმობს მსჯავრდებულისათვის, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3 წლის ვადით ჩამორთმეული უფლებების აღდგენას.

აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ოფიცრის მ. გ.-ს ჩვენება, თითქოს მან უთხრა დ. დ.-ს, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის აკრძალვა კვლავ ძალაში იყო, ვინაიდან ასეთი ინფორმაციის შესახებ წვდომა გააჩნია მხოლოდ საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და არა პრობაციის ბიუროს.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება დაცვის მხარეს წინა სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია და მას მიენიჭა პრენუდიციული მნიშვნელობა. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული ჩვენების არ გაზიარების საფუძველი, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება საქმეში არსებული მტკიცებულებებს.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტთა მოსაზრებას დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე და თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ. დ.-ს სწორად დაენიშნა სასჯელი. სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნა პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.

შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. დ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ც.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

დ. ზ.-ს ძე დ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ. დ.-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განაჩენით დ. დ.-სათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 26 (ოცდაექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი მიემატოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას;

საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. დ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დ. დ.-ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 20 ოქტომბრის 1850 საათიდან;

დ. დ.-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან 2014 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით;

დ. დ.-ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ვ. დ.-ს (პ/ნXXXXXXXXXXX) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდით - XX.XX.XX.XXX.XX.XXX, მდებარეს ქ. კ.-ში, კოსტავას ქ. №XX-ში, - მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2014 წლის 29 აგვისტოს №12/39-14 განჩინებით ბრალდებულ დ. დ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული გირაოს - 4000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დ. დ.-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

მითითებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დენა დ. დ.-ს დაეწყოს დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მოხდისთანავე; უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ორგანოებს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.