საქმის ნომერი: 1ბ/62-15
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მზია ლომთათიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, არსებითად იქნა განხილული, არ დაკმაყოფილდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით მე-3 მუხლის 11 ნაწილზე დაყრდნობით მიუხედავად ბრალდებულის აღიარებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა..
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №1ბ/62-15 (2015-02-24), www.temida.ge
საქმის № 1ბ/62-15

განჩინება
საქართველოს სახელით
       24 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მზია ლომთათიძე

ეკატერინე ობოლაძის მდივნობით,

პროკურორ: ი.ჩ.-ს
ადვოკატ: ზ. .ს
ბრალდებულ : მ. რ.-ს

მონაწილეობით,

განიხილა ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი.ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო ბრალდებულ მ. რ.-სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX დეკემბრის განჩინებით ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. ჩ.-ის შუამდგომლობა საქმის არსებით განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ მ. რ.-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა და სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიებისათვის დაუბრუნდა პროკურორს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის არგუმენტები, რომ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ სტანდარტს და საქმეში არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები განაჩენის გამოსატანად. აღნიშნული განჩინება სახელმწიფო ბრალმდებელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX დეკემბრის განჩინებით გაუქმება და XXXX წლის XX დეკემბერს პროკურორსა და ბრალდებულ მ. რ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ ხდის წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. მისი განმარტებით, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ყაჩაღობა (XXXX წლის XX დეკემბრის ეპიზოდი) დადასტურებულია არა მარტო .მ. რ.-ს აღიარებითი ჩვენებით, არამედ მისი ამოცნობის ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით და ამოღებული ვიდეოჩანაწერით. აპელანტი მიუთითებს, რომ მ. რ. აღიარებს მის მიმართ ბრალად შერაცხულ 4 ეპიზოდსაც. მან ამომწურავად მისცა ჩვენება მის მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, რაც სრულ თანხვედრაში მოდის საქმეში დაკითხული მოწმეების და დაზარალებულების ჩვენებებთან. ამასთანავე, აპელანტი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია მ. რ.-ს მიერ განხორციელებული ყველა ქმედება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა კი ადასტურებს ბრალდებულ მ. რ.-ს მიერ ხუთივე ეპიზოდის ჩადენის ფაქტს.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დაეთანხმნენ სახელმწიფო ბრალმდებელი ი. ჩ., ბრალდებული მ. რ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. კ.

პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალების და ბრალდებულის მიერ ბრალდების აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დადასტურებულია თუ არა ბრალდება და არის თუ არა კანონიერი, სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამასთან, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ საქმეში არ არსებობს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები და საქმე უნდა დაუბრუნდეს პროკურორს. ხოლო, თბილისის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX დეკემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 192-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. ჩ.-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს XXXX წლის XX დეკემბრის განჩინება საქმის არსებითი განხილვის გარეშე მ. რ.-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განჩინება შიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.



მოსამართლე: მ. ლომთათიძე